რადიო თავისუფლება

60 დეციბელი

Society KA ↓ Odcinki: 16

60 დეციბელი ჩვეულებრივი, ნორმალური საუბრის ხმაა. სწორედ ასე გვინდა დაგელაპარაკოთ: ადამიანური ენით გიამბოთ მნიშვნელოვანი ამბები. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები: ნასტასია არაბული, ნინო თარხნიშვილი და ეკა ქევანიშვილი მოგითხრობენ საინტერესო დეტალებს და გაგაცნობენ აუცილებელ კონტექსტს.

Koniecznie odwiedź stronę podcastu i wesprzyj twórcę: www.radiotavisupleba.ge

Autor

რადიო თავისუფლება

Kategoria

Society

Strona podcastu

www.radiotavisupleba.ge

Ostatni odcinek

9 lip 2025

Gdzie słuchać?

Podcasty w aplikacji Replaio Radio Już wkrótce

Podcasty trafią do aplikacji już wkrótce. Zainstaluj teraz i jako pierwszy zobacz nowe podejście do podcastów

Pobierz z Google Play Zainstaluj za darmo Android 5 mln+ pobrań · ocena 4,8 iOS niedługo

Odcinki

შობადობის კრიზისი 09.07.2025

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არ შეუძლია ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და ამის მიზეზი სულაც არ არის მშობლობაზე უარი.

ყოფილი თანამშრომლების მონათხრობით და ოფიციალური სტატისტიკით გიყვებით შსს-ს ხილულ და უხილავ პრობლემებზე 20.05.2025

საქართველოში, სადაც ერთი ხელისუფლება პოლიციის რეფორმით ამაყობდა, მეორე კი საპოლიციო სისტემის სისასტიკის მოსპობის დაპირებით მოვიდა მთავრობაში, უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება სურათი, რომელშიც პოლიცია დანაშაულზე მეტად ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეებს ებრძვის.

ყოველი მეორე არ იხდის - ბრძოლა ალიმენტისთვის 07.05.2025

ალიმენტის გადახდა არავის უხარია. თუ გაიაზრებ, რომ ეს შენი არასრულწლოვანი შვილის სარჩოა და არა შენი ყოფილი მეუღლის სარჩენი ფული, წესით, ყველაფერი უნდა დალაგდეს. თუმცა საქართველოში ეს ყოველთვის ასე არ ხდება. უფრო პირიქით.

რა ხდება როცა სცენაზე მხოლოდ ქალები ადიან 05.07.2024

,,ქვიარ ფემინისტი ქალები“ გეპატიჟებით ყველაზე აქტივისტურ და ყველაზე ფემინისტურ სთენდაფზე” - ამ ტექსტით შემომხვდა ღონისძიება ფეისბუკზე და ამ პოდკასტში გიყვებით, რა ვნახე და მოვისმინე იმ საღამოს გამართულ სთენდაფშოუზე, სადაც 5 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალი ყვებოდა თავის ამბებს. 

"გაუპატიურება ტყვიაზე იაფია" - როგორ იყენებს რუსეთი ძალადობას იარაღად 01.07.2024

ამ პოდკასტში ვყვებით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე აფხაზეთისა და უკრაინის ომებში და ვცდილობთ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის სამართლის აღდგენა; Spotify-ზე პოდკასტის ბმულის სანახავად ჩამოშალეთ "მეტის ნახვა".

„კინოცენტრი არ არის დუქანი“ 20.06.2024

კინემატოგრაფები კინოცენტრს ერთი წელია ბოიკოტს უცხადებენ და ბოლო დროს პროტესტის გამოსახატად ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს - AI-ს სატირული სამღერები დააწერინეს.

დემონსტრანტების დარბევის სისასტიკე და პროტესტის საუნდტრეკები 27.05.2024
„მინდა შეყვარებული მყავდეს და ერთად ვიყოთ“ - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სიყვარულზე 27.03.2024

საზოგადოების თვალში ისინი „საყვარლები“ არიან, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრება მათთვის თითქოს აკრძალულია. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ერთი წყვილიც კი არ არსებობს. დასავლეთის ქვეყნების მაგალითები კი ამტკიცებს, რომ მათ ბევრი რამ შეუძლიათ.

„მე გავიმარჯვე“ - რას ყვებიან ქალები, რომლებსაც ინტიმურ კადრებს უვრცელებენ 13.03.2024

თითქმის ყოველ მეორე კვირას ვიღაცას აკავებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან შანტაჟის ბრალდებით. დანაშაულის მსხვერპლები უმეტესად ქალები არიან. საქართველოში ამ დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული 84-ის.

ქართველი წიგნის ქურდების თარეში ევროპის ბიბლიოთეკებში 22.02.2024
შვილებზე მეოცნებე ქალები 08.02.2024
ცხოველი ადამიანის ხელში 17.01.2024

აქვს თუ არა ცხოველს უფლება და თუ კი, რომელს და როგორი? ეს მხოლოდ შინაური, ე.წ. კომპანიონი ცხოველების პრივილეგიაა თუ სხვებზეც უნდა ვიფიქროთ? რა განსხვავებაა უფლებასა და კეთილდღეობას შორის?

ქალები მიტროპოლიტის წინააღმდეგ 20.12.2023

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ამ სერიაში მოისმენთ, როგორ და რატომ გადაწყვიტეს ამ ქალებმა იმ ამბების გახსენება, რომლის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ბეჯითად ცდილობდნენ.

შეხვედრების მაგია 06.12.2023

„შეხვედრა“ აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ ენაზე გამოსული პირველი ქართულ-აფხაზური პროზაული კრებულია, რომელშიც ქართველი და აფხაზი მწერალი ქალების მოთხრობები გაერთიანდა.

ქოროღოს ციხე შიგნიდან გატყდა 22.11.2023
რატომ მოკვდა თეკლა? 08.11.2023

15 წლის თეკლას ტრაგიკულ ამბავს ნინო თარხნიშვილი აშუქებდა. ამ პოდკასტის პირველ ეპიზოდში ის მოგიყვებათ, თუ რა გაარკვია და როგორ...

Słuchaj podcastu 60 დეციბელი w Replaio

Radio i podcasty w jednej aplikacji - za darmo, bez zakładania konta. Zainstaluj już dziś i nie przegap premiery

Pobierz z Google Play

Replaio nie jest wydawcą podcastów; nazwy audycji, okładki i audio należą do ich autorów i są rozpowszechniane przez publiczne kanały RSS