რადიო თავისუფლება
60 დეციბელი
60 დეციბელი ჩვეულებრივი, ნორმალური საუბრის ხმაა. სწორედ ასე გვინდა დაგელაპარაკოთ: ადამიანური ენით გიამბოთ მნიშვნელოვანი ამბები. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები: ნასტასია არაბული, ნინო თარხნიშვილი და ეკა ქევანიშვილი მოგითხრობენ საინტერესო დეტალებს და გაგაცნობენ აუცილებელ კონტექსტს.
Autor
რადიო თავისუფლება
Kategorie
Podcast-Website
Neueste Folge
9. Jul 2025
Wo hören?
Podcasts in der App Replaio Radio Bald verfügbarPodcasts kommen bald in die App. Installiere sie jetzt und erlebe als Erster einen ganz neuen Blick auf Podcasts
Folgen
შობადობის კრიზისი 09.07.2025 18:24
მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არ შეუძლია ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და ამის მიზეზი სულაც არ არის მშობლობაზე უარი.
ყოფილი თანამშრომლების მონათხრობით და ოფიციალური სტატისტიკით გიყვებით შსს-ს ხილულ და უხილავ პრობლემებზე 20.05.2025 48:01
საქართველოში, სადაც ერთი ხელისუფლება პოლიციის რეფორმით ამაყობდა, მეორე კი საპოლიციო სისტემის სისასტიკის მოსპობის დაპირებით მოვიდა მთავრობაში, უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება სურათი, რომელშიც პოლიცია დანაშაულზე მეტად ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეებს ებრძვის.
ყოველი მეორე არ იხდის - ბრძოლა ალიმენტისთვის 07.05.2025 16:08
ალიმენტის გადახდა არავის უხარია. თუ გაიაზრებ, რომ ეს შენი არასრულწლოვანი შვილის სარჩოა და არა შენი ყოფილი მეუღლის სარჩენი ფული, წესით, ყველაფერი უნდა დალაგდეს. თუმცა საქართველოში ეს ყოველთვის ასე არ ხდება. უფრო პირიქით.
რა ხდება როცა სცენაზე მხოლოდ ქალები ადიან 05.07.2024 25:42
,,ქვიარ ფემინისტი ქალები“ გეპატიჟებით ყველაზე აქტივისტურ და ყველაზე ფემინისტურ სთენდაფზე” - ამ ტექსტით შემომხვდა ღონისძიება ფეისბუკზე და ამ პოდკასტში გიყვებით, რა ვნახე და მოვისმინე იმ საღამოს გამართულ სთენდაფშოუზე, სადაც 5 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალი ყვებოდა თავის ამბებს.
"გაუპატიურება ტყვიაზე იაფია" - როგორ იყენებს რუსეთი ძალადობას იარაღად 01.07.2024 40:26
ამ პოდკასტში ვყვებით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე აფხაზეთისა და უკრაინის ომებში და ვცდილობთ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის სამართლის აღდგენა; Spotify-ზე პოდკასტის ბმულის სანახავად ჩამოშალეთ "მეტის ნახვა".
„კინოცენტრი არ არის დუქანი“ 20.06.2024 14:05
კინემატოგრაფები კინოცენტრს ერთი წელია ბოიკოტს უცხადებენ და ბოლო დროს პროტესტის გამოსახატად ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს - AI-ს სატირული სამღერები დააწერინეს.
„მინდა შეყვარებული მყავდეს და ერთად ვიყოთ“ - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სიყვარულზე 27.03.2024 16:15
საზოგადოების თვალში ისინი „საყვარლები“ არიან, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრება მათთვის თითქოს აკრძალულია. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ერთი წყვილიც კი არ არსებობს. დასავლეთის ქვეყნების მაგალითები კი ამტკიცებს, რომ მათ ბევრი რამ შეუძლიათ.
„მე გავიმარჯვე“ - რას ყვებიან ქალები, რომლებსაც ინტიმურ კადრებს უვრცელებენ 13.03.2024 18:06
თითქმის ყოველ მეორე კვირას ვიღაცას აკავებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან შანტაჟის ბრალდებით. დანაშაულის მსხვერპლები უმეტესად ქალები არიან. საქართველოში ამ დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული 84-ის.
ცხოველი ადამიანის ხელში 17.01.2024 14:33
აქვს თუ არა ცხოველს უფლება და თუ კი, რომელს და როგორი? ეს მხოლოდ შინაური, ე.წ. კომპანიონი ცხოველების პრივილეგიაა თუ სხვებზეც უნდა ვიფიქროთ? რა განსხვავებაა უფლებასა და კეთილდღეობას შორის?
ქალები მიტროპოლიტის წინააღმდეგ 20.12.2023 43:16
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ამ სერიაში მოისმენთ, როგორ და რატომ გადაწყვიტეს ამ ქალებმა იმ ამბების გახსენება, რომლის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ბეჯითად ცდილობდნენ.
შეხვედრების მაგია 06.12.2023 12:30
„შეხვედრა“ აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ ენაზე გამოსული პირველი ქართულ-აფხაზური პროზაული კრებულია, რომელშიც ქართველი და აფხაზი მწერალი ქალების მოთხრობები გაერთიანდა.
რატომ მოკვდა თეკლა? 08.11.2023 22:51
15 წლის თეკლას ტრაგიკულ ამბავს ნინო თარხნიშვილი აშუქებდა. ამ პოდკასტის პირველ ეპიზოდში ის მოგიყვებათ, თუ რა გაარკვია და როგორ...
Ähnliche Podcasts
Replaio ist kein Herausgeber von Podcasts; die Namen der Sendungen, Cover und Audioinhalte gehören ihren Autoren und werden über öffentliche RSS-Feeds verbreitet