Ave Gocha
ცარიელი აზრები / Empty Thoughts
სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე.მოკლე, შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში სიღრმეს ეძებს. თითოეული ეპიზოდი ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს დადღევანდელობას ისტორიულ ჭრილში განიხილავს. ჩვენი მიზანია, ფაქტებს მიღმა დავინახოთ ის მარადიული კანონზომიერებები, რომლებიც ეპოქიდან ეპოქამდე მეორდება. აქ თანამედროვე ანალიზი და ისტორიული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება, რათა სამყაროს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ — მშვიდად, მკაფიოდ დაგააზრებულად. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
Vizitează neapărat site-ul podcastului și susține-i creatorul: podcasters.spotify.com
Autor
Ave Gocha
Categorie
Site-ul podcastului
Cel mai nou episod
27 sept. 2026
Unde asculți?
Podcasturi în aplicație Replaio Radio În curândPodcasturile ajung în curând în aplicație. Instaleaz-o acum și fii primul care descoperă o abordare complet nouă a podcasturilor
Episoade
იქ, სადაც არ ვართ - ყურადღების მოკლე ისტორია -ეპ#30 27.09.2026 4:35
თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობენ ილუზიას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველგან — ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მოვლენაში. შედეგად კი, ხშირად აღარსად ვართ. სხეულით ერთ ადგილას ვიმყოფებით, ყურადღებით კი — სრულიად სხვაგან.პოდკასტის ამ ეპიზოდში ვცდილობთ გავცდეთ პოპულარულ კლიშეებს „აქ და ახლა“ ცხოვრების შესახებ და ყურადღების ფენომენს ისტორიულ და კულტურულ ჭრილში შევხედოთ. გოეთეს ფაუსტიდან და ანტიკური რო...
შრომის გაუცხოება - რატომ სძულთ ადამიანებს მუშაობა? - ეპ#29 20.09.2026 8:25
კვირა საღამოს, როცა ორშაბათის მოახლოებას ვგრძნობთ, ბევრ ჩვენგანს ერთი და იგივე უხილავი სიმძიმე აწვება გულზე. თანამედროვე კულტურა გვარწმუნებს, რომ თუ ჩვენს „ნამდვილ გატაცებას“ (Passion) ვიპოვით, მუშაობა სიამოვნებად იქცევა. თუმცა, რეალობა ხშირად ემოციური გადაწვითა და იმედგაცრუებით სრულდება.„ცარიელი აზრების“ 29-ე ეპიზოდში სამუშაოს მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ. როგორ გარდაი...
ძალაუფლების ჩრდილში: როცა ინსტიტუტები დუმან- ეპ#28 13.09.2026 6:14
რატომ დუმან დიდი ინსტიტუტები მაშინ, როცა ადამიანებს მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ? ეს პრობლემა არც კონკრეტული ეპოქის ბოროტებაა და არც ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ეს სისტემური კანონზომიერებაა.ამ ეპიზოდში რელიგიური და პოლიტიკური ისტორიის მაგალითებზე განვიხილავთ, თუ როგორ შთანთქავს ხოლმე წესრიგი აჯანყებას და როგორ ხდება სუსტთა თავშესაფარი ძალაუფლების განუყოფელი ნაწილი.ეპიზოდის ქრონომეტრა...
მოლოდინი, როგორც მდგომარეობა - ეპ#27 06.09.2026 6:16
რა ხდება მაშინ, როცა ისტორია თითქოს ჩერდება?როცა ომი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მოდის.როცა სამყაროს ძველი წესრიგი ინგრევა, ახალი კი ჯერ არ ჩანს.როცა ადამიანები უბრალოდ ელოდებიან.ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ მოლოდინზე — არა როგორც ემოციაზე, არამედ როგორც ისტორიულ მდგომარეობაზე.ედვარდ ჰოპერის გაყინული ქალაქებიდან, ჰანიბალის შემდეგ დადუმებულ რომამდე, „მჯდომარე ომიდან“ ესპანეთის სამოქალაქო ომი...
ქორწინება, როგორც გარიგება - ეპ#26 02.09.2026 8:55
ხშირად გვგონია, რომ სიყვარული ყოველთვის იყო ქორწინების მთავარი საფუძველი. თუმცა, ისტორიას თუ გადავხედავთ, სურათი ბევრად უფრო რთული და პრაგმატულია. საუკუნეების განმავლობაში ქორწინება იყო არა გრძნობის, არამედ წესრიგის, ძალაუფლებისა და ეკონომიკური სტაბილურობის ინსტიტუტი.ამ ეპიზოდში განვიხილავთ:- ისტორიულ პარალელებს: რატომ იყო ძველ რომში ქორწინება უფრო სამართლებრივი კონტრაქტი, ვიდრე რომანტიკული კავშირ...
ალგორითმული ნირვანა - ეპ#25 30.08.2026 7:28
„ალგორითმული ნირვანა: რობოტი, რომელმაც ჩვენ ნაცვლად მოინანია"სამხრეთ კორეის უდიდესმა ბუდისტურმა სექტამ რობოტი ბერად აკურთხა. მისი სახელია გაბი — კორეულად „მოწყალება." მას კრიალოსანი კისერზე კიდია, ხელები ლოცვის პოზაში აქვს შეკრული და სახეზე LED-ხაზი ანათებს.ის არ იღლება. არ ეფანტება ყურადღება. არ სქროლავს.ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ გვხიბლავს ეს სურათი — და რა გვეუბნება ეს ჩვენ...
რატომ არ ვჩერდებით? -სირბილის ფილოსოფია - ეპ#24 26.08.2026 4:19
490 წელი ძვ.წ. — ბერძენი მეომარი 42 კილომეტრს გარბის, ერთ სიტყვას ამბობს და კვდება. დღეს იმავე დისტანციას ვრბივართ საკუთარი სიამოვნებისთვის.რატომ ირჩევს თანამედროვე ადამიანი ნებაყოფლობით ტანჯვას კომფორტის ეპოქაში?ამ ეპიზოდში სირბილის ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ — ფიდიპიდესიდან ინკების იმპერიის კურიერებამდე, ალან სილიტოუს პერსონაჟამდე, ვინც შეგნებულად აგებს რბოლას, და ჰარუკი მურაკამამდე, ვინც სირბილსა და...
მარადისობის ვერიფიკაცია - ეპ#23 23.08.2026 4:35
ადამიანის მცდელობა, დაამტკიცოს საკუთარი არსებობა — მიქელანჯელოს მარმარილოდან სოციალური ქსელების ფასიან „ლურჯ ნიშნამდე“.მიქელანჯელომ თავისი სახელი ღვთისმშობლის მკერდზე ამოკვეთა, ლორდმა ბაირონმა — პართენონის სვეტზე, ჩვენ კი ციფრულ პლატფორმებს ვუხდით ფულს, რათა ჩვენს არსებობას ლურჯი ნიშნით დაადასტურონ. არის თუ არა ეს მარადისობის ძიება, თუ უბრალოდ მარკეტინგული ხაფანგი? ეპიზოდი მათთვის, ვისაც სურს დაინ...
ლამაზი ტყუილი - ეპ#22 19.08.2026 4:24
რატომ არის ტყუილი ხშირად უფრო დამაჯერებელი, ვიდრე სიმართლე?ეს ეპიზოდი იწყება The Calumny of Apelles-ით — რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნამუშევრით, სადაც ცილისწამება ლამაზია, ხოლო სიმართლე — შიშველი და დაუცველი.მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიული სიუჟეტი არ არის.დღეს იგივე მექანიზმი სხვა ფორმით მუშაობს.სცენა შეიცვალა — ის ჩვენს ეკრანებში გადმოვიდა.არქიტექტურა — ინტერფეისად იქცა.და ჩვენ, მაყურებლები,...
სიმამაცე — ყოფიერების დრამა - ეპ#21 16.08.2026 5:35
სიმამაცე ხშირად დიდ, პათეტიკურ ჟესტად წარმოგვიდგენია — ქმედებად, რომელიც სამყაროს ცვლის და რომელსაც სხვები აუცილებლად დაინახავენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს თვისება თითქოს არავის სჭირდება? აზრი აქვს თუ არა ჩვენს არჩევანს მაშინ, როცა სიტყვას არაფრის შეცვლა შეუძლია და ჩვენი ქმედებები სამყაროსთვის შეუმჩნეველი რჩება?ამ ეპიზოდში განვიხილავთ:პაულ ტილიხის ეგზისტენციალურ ხედვას: რატომ იწყება სიმამა...
ეკონომიკა ადამიანური სახით-შუმახერი მოლის წინააღმდეგ - ეპ#20 12.08.2026 6:18
დღეს ხშირად გვგონია, რომ ეკონომიკა ნეიტრალური სისტემაა — რიცხვების, ზრდისა და ეფექტურობის ლოგიკა.მაგრამ რას ვკარგავთ მაშინ, როცა ამ პროცესში ადამიანი ქრება?ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ერნსტ შუმახერის იდეებზე და იმ პარადოქსზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს საფუძველში დევს:ეკონომიკა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ნელ-ნელა თავად იქცევა მიზნად.მოლის კულტურიდან დაწყებული — ბუდისტური ეკონომიკით გაგრძელე...
პარესია- სიმართლის თქმის ხელოვნება და საფრთხე - ეპ#19 09.08.2026 5:57
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სიტყვები ბევრია —მაგრამ სიმართლე იშვიათი.რატომ?ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ძველ ბერძნულ იდეაზე — პარესიაზე —სიმართლის თქმაზე მაშინ, როცა დუმილი უფრო უსაფრთხოა.ეს არ არის უბრალოდ გულწრფელობა.ეს არის არჩევანი, რომელსაც ფასი აქვს.---📌 ეპიზოდში მოისმენთ:• რატომ არ არის ყველა სიმართლე პარესია• რა განსხვავებაა რიტორიკასა და ნამდვილ სიმართლის თქმას შორის• ტომას ბეკეტის ისტორია...
რატომ ვართ ასე დაღლილები? - ეპ#18 05.08.2026 2:57
გრძნობთ, რომ თითქოს სულ დარბიხართ, მაგრამ მაინც ვერაფერს ასწრებთ? გეუფლებათ თუ არა „გადაწვის“ (Burnout) შეგრძნება მაშინაც კი, როცა საყვარელ საქმეს აკეთებთ?ამ ეპიზოდში ჩვენ ვუღრმავდებით თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას — ქრონიკულ დაღლილობას. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ აკრძალვების ეპოქაში; ჩვენ ვცხოვრობთ „მიღწევის საზოგადოებაში“, სადაც მთავარი ლოზუნგია „შენ შეგიძლია!“. მაგრამ რა ფასად?ჩვენ...
მარტოობა ციფრულ სამყაროში — კავშირის ილუზია - ეპ#17 02.08.2026 6:08
ჩვენი ეპოქის მთავარი პარადოქსი: რაც უფრო მეტად ვართ დაკავშირებულნი, მით უფრო მძაფრად ვგრძნობთ თავს მარტო.ტექნოლოგიამ გააქრო გეოგრაფიული დისტანცია, მაგრამ, როგორც ჩანს, გააღრმავა ეგზისტენციალური უფსკრული ადამიანებს შორის. ამ ეპიზოდში ვცდილობთ ჩავწვდეთ ციფრული მარტოობის არსს არა როგორც ტექნოლოგიურ ხარვეზს, არამედ როგორც სოციალურ და ფსიქოლოგიურ მოვლენას.ვუბრუნდებით ინდუსტრიული რევოლუციის დროს გაჩენილ...
ცინიზმი — ეპოქის გრამატიკა - ეპ#16 29.07.2026 5:02
რატომ გახდა ცინიზმი ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი „ენა“?დღეს ხშირად გვხვდება ირონია, დისტანცია და უნდობლობა — თითქოს სერიოზულობა თანდათან უხერხულობად იქცა. მაგრამ ეს უბრალოდ განწყობაა, თუ უფრო ღრმა კულტურული ცვლილება?ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ცინიზმზე, როგორც ეპოქის გრამატიკაზე —იმ ჩარჩოზე, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ადამიანი რეალობას აღიქვამს.ვუბრუნდებით ძველ საბერძნეთს და კინიკოსებს, რომელთათვის...
ტრაგედიის ძალა — ეპ#15 26.07.2026 3:57
ხშირად გვგონია, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად საერთო წარმატება და დიდი მიზნები აერთიანებს თუმცა, ისტორია სრულიად სხვა პარადოქსს გვიჩვენებს: საზოგადოებები ბევრად უფრო შეკრულები ხდებიან ტრაგედიის დროს, ვიდრე ტრიუმფისას.რატომ ვერ ახერხებს სიხარული იმას, რასაც უბედურება ასე ბუნებრივად აკეთებს? ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ ხდება გამარჯვება ყოველთვის დაპირისპირების საფუძველი და როგორ შლის ტრაგედ...
ხალხის სახელით — განსხვავებული აზრის ისტორია - ეპ #14 22.07.2026 5:51
როგორ ხდება, რომ საზოგადოება საკუთარ გმირებს, ფილოსოფოსებსა თუ მასწავლებლებს თავადვე სწირავს? არა მტრის ზეწოლით ან ძალადობით, არამედ საკუთარი, ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით. ამ ეპიზოდში ვმოგზაურობთ ისტორიაში და ვაკვირდებით ერთ უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეორდება: ძველი რომიდან და მანლიუსის სასამართლოდან , ათენსა და სოკრატეს განაჩენამდე, და მე-15 საუკუნის პრაღამდე, სად...
მარტივი პასუხები რთულ სამყაროზე - ეპ#13 19.07.2026 6:11
ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელმა გორდიასის კვანძი გაჭრა. მას შემდეგ ეს ისტორია რთული პრობლემის მარტივი გადაწყვეტის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ მან მართლაც ამოხსნა ეს კვანძი... თუ უბრალოდ გაანადგურა იგი?ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებაზე — მრავალშრიანი და რთული მოვლენები ერთ, მარტივად გასაგებ მიზეზამდე დავიყვანოთ. მეთოთხმეტე საუკუნის „შავი ჭირის“ ქაოსიდან თანა...
ხელოვნება მოთხოვნის გარეშე - ეპ#12 15.07.2026 4:58
რატომღაც გვგონია, რომ ხელოვნება საზოგადოების მოთხოვნას პასუხობს. თითქოს ადამიანები რაღაცას ელიან —შემდეგ კი ჩნდება მხატვარი, კომპოზიტორი ან მწერალი, რომელიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგრამ ისტორია სხვაგვარ სურათს გვაჩვენებს.
რას გააკეთებს ადამიანი AI-ის ეპოქაში? - ეპ#11 12.07.2026 5:49
ხშირად ტექნოლოგიურ ცვლილებებს ძალიან პრაქტიკული კუთხით ვუყურებთ. ვკითხულობთ — რას გააკეთებს ახალი სისტემა, რა სამუშაოს შეასრულებს, რამდენად მოგვეხმარება რაიმეს შექმნაში? მაგრამ შესაძლოა უფრო საინტერესო სხვა რამ არის.რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ცდილობს საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს ხელოვნურ ინტელექტთან? სად მთავრდება ადამიანის საქმე და სად იწყება მანქანის სამუშაო? პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამია...
რატომ გვგონია, რომ ადრე ყველაფერი უკეთ იყო? - ეპ#10 08.07.2026 5:44
„ადრე ადამიანები უფრო პატიოსნები იყვნენ“, „ადრე კულტურა უფრო ღირებული იყო“ — ეს ფრაზები თითქმის ყველა ეპოქაში ისმოდა. თითქოს აწმყოდან დანახული წარსული ყოველთვის უფრო ნათელი და უსაფრთხოა. მაგრამ ნუთუ ეს ობიექტური სიმართლეა, თუ ჩვენი გონების მიერ შექმნილი ილუზია?პოდკასტის მე-10 ეპიზოდში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ მიტიროდნენ ძველი რომაელები და ბერძნები თავიანთ „წარსულ დიდებას“ მაშინაც კი, როდესაც მათი...
სიჩუმე: აზრის დასაწყისი - ეპ#9 05.07.2026 3:35
ხმაურიან სამყაროში სიჩუმე იშვიათ ფუფუნებად იქცა. სად იკარგება ჩვენი ყურადღება და რატომ მიიჩნევდნენ ისტორიული ფიგურები დუმილს აზრის დაბადების მთავარ პირობად? ეპიზოდი იკვლევს სიჩუმის ფენომენს — მაჰათმა განდიდან ქრისტიანულ ისიხაზმამდე. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ. #ცარიელიაზრები #სიჩუმე #აზროვნება #ფილოსოფია #პოდკასტი #დუმილი #ყურადღებ...
უნივერსიტეტი როგორც რიტუალი - ეპ#8 01.07.2026 5:25
რა ხდება მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზრის სტრუქტურას რადიკალურად ცვლის? რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ოფისის ანალიტიკოსი უფრო მეტად რისკის ქვეშ, ვიდრე სანტექნიკოსი? ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ანალიზს ისტორიულ მაგალითებთან (შუა საუკუნეების უნივერსიტეტები და ინდუსტრიული რევოლუცია), რათა მოვლენებს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ. ფაქტების მიღმა ვეძებთ ლოგიკასა და განმეორებად კანონზომი...
AI Slop — ხმაური თუ გარდამავალი ეტაპი? - ეპ#7 28.06.2026 4:57
ხშირად, როდესაც სოციალურ ქსელებში ვეშვებით, უცნაური, დამაბნეველი განცდა გვიპყრობს — თითქოს ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი ერთდროულად იწერება, იხატება და აუტანელ ხმაურში იკარგება. სტატიები, ვიდეოები, ილუსტრაციები თუ მუსიკა ტემპს კარგავს და ზედმეტად სწრაფ, გადამუშავებულ ნაკადად იქცევა, რომელსაც დღეს ერთი ტევადი ტერმინით — „AI Slop“-ით მოიხსენიებენ. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენე...
ტურისტის ქვეყანა vs მოქალაქის ქვეყანა - ეპ# 6 24.06.2026 5:44
არსებობს ქვეყნის ორი სახე - ერთი, რომლის ჩატევა ლამაზ ფოტო კადრში შეიძლება, და მეორე, რომლის მაჯისცემაც ციფრებში, გადასახადებში, დაძაბულ არჩევნებსა და ყოველდღიურ, რუტინულ მოლოდინებში იგრძნობა. ხშირად, ეს ორი აღქმა ერთმანეთს საერთოდ არ კვეთს. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
Podcasturi asemănătoare
Replaio nu este editorul podcasturilor; numele emisiunilor, coperțile și materialul audio aparțin autorilor lor și sunt distribuite prin fluxuri RSS publice