64 Project
პირადი საქმე
ეს არის პროექტ 64-ის პოდკასტების სერია - პირადი საქმე. გიყვებით ამბებს ადამიანებზე და მოვლენებზე, მარტივად და გასაგებად.
Vizitează neapărat site-ul podcastului și susține-i creatorul: podcasters.spotify.com
Autor
64 Project
Categorie
Site-ul podcastului
Cel mai nou episod
25 sept. 2026
Unde asculți?
Podcasturi în aplicație Replaio Radio În curândPodcasturile ajung în curând în aplicație. Instaleaz-o acum și fii primul care descoperă o abordare complet nouă a podcasturilor
Episoade
ბენჯამინ ფრანკლინი: კაცი, რომელმაც ამერიკა შექმნა 25.09.2026 1:11:00
ამ ეპიზოდში გიყვებით ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამაზე, პოლიტიკოსზე, დიპლომატზე, რევოლუციონერზე, მეცნიერზე, გამომგონებელზე, პუბლიცისტზე, გამომცემელზე ბენჯამინ ფრანკლინზე.
4 ამოუხსნელი საიდუმლო, რომელსაც მსოფლიო დღემდე ვერ ხსნის 10.09.2026 1:16:16
ამ ეპიზოდში „საიდუმლოებების“ სამყაროში შევდივართ და ვყვებით ისტორიებს, სადაც ფაქტები, უცნობი დეტალები და მოულოდნელი აღმოჩენები ერთმანეთში იკვეთება. რა იმალება ამ მოვლენებისა და ადამიანების მიღმა? პასუხებს ამ ეპიზოდში ვეძებთ. ამ ეპიზოდში მოგიყვებით ოთხ დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოზე, შემდეგში კი - კიდევ სამზე.
დაიანა - ხალხის გულების დედოფალი 22.08.2026 2:14:53
ამ ეპიზოდში გიყვებით XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალზე, პრინცესა დაიანზე. ვინ იყო დაიანა სპენსერი, რა ოჯახში დაიბადა, როგორი იყო მისი ცხოვრება ქორწინებამდე და მის შემდეგ, რაც უელსის პრინცსს გაყვა ცოლად. ამ შეკითხვებზე და ასევე მის ოჯახურ ცხოვრებაზე, საზოგადო მოღვაწეობაზე, პირად განცდებზე და ბოლოს მის ტრაგიკულ სიკვდილზე მოისმენთ პირადი საქმის მე-6 სეზონის ბოლო ეპიზოდში.
FORD-ის იმპერია 24.07.2026 1:02:25
ამ ეპიზოდში გიყვებით ჰენრი ფორდზე, ადამიანზე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ავტომობილების შექმნას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ავტომობილი ფუფუნება კი არა, არამედ გადაადგილების საშუალებაა. ეს იყო გამომგონებელი და ინოვატორი, რომელმაც ინდუსტრილურ პროცესში რევოლუციური გარდაქმნები მოახდინა.მოგწონს ის, რასაც ვაკეთებთ? შენ შეგიძლია უდიდესი წვლილი შეიტანო ჩვენს განვითარებაში! დაგვიჭირე მხარი პატრიონზე და დ...
უოტერგეიტი - ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალი ამერიკის ისტორიაში 06.07.2026 1:34:04
ამ ეპიზოდში გიყვებით ამერიკის შეერთებული შტატების 37 პრეზიდენტზე რიჩარდ ნიქსონზე და პოლიტიკურ სკანდალზე, რომელმაც დაასამარა მისი პოლიტიკური კარიერა. უოტერგეიტი ასევე შევიდა ისტორიაში როგორც მაგალითი იმისა თუ რა ძალა აქვს დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ სასამართლოს.
ლი კუან იუ: ლიდერი, რომელმაც ქვეყანა თავიდან შექმნა 18.06.2026 1:34:53
ამ ეპიზოდში მოგიყვებით სინგაპურის პირველ პრემიერ-მინისტრზე ლი კუან იუზე, ადამიანზე, რომელსაც სინგაპურის ეკონომიკური სასწაულის ავტორს უწოდებენ. მის მიერ გატარებული რეფორმები გახდა მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის.
უოლტ დისნეი: ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის 04.06.2026 1:35:23
ამ ეპიზოდში გვინდა გავიხსენოთ ბავშვობა და მოგიყვეთ ყველაზე ცნობილ ანიმატორზე მსოფლიოში უოლტ დისნეიზე. როგორ ქმნიდა თავის პერსონაჟებს, რა სირთულეები დაძლია, რა გზა გაიარა და როგორი ადამიანი იყო ანიმაციური სამყაროს ლეგენდა - ამაზეა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი
მუჰამედ ბინ სალმანი: ყველაზე გავლენიანი პრინცი მსოფლიოში? 21.05.2026 1:42:04
ამ აპიზოდში გიყვებით საუდის არაბეთის კრონ-პრინცზე მუჰამედ ბინ სალმანზე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანზე და გავლენიან პოლიტიკოსცე მსოფლიოში.
ვინ არის უნგრეთის ახალი ლიდერი - პეტერ მადიარი 07.05.2026 1:07:23
ამ ეპიზოდში გიყვებით უნგრელ პოლიტიკოსზე, რომელმაც ვეტერანი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, დამარცხება შეძლო. ვინ არის პეტერ მადიარი, რომელიც რამდენი წლის წინ არც იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის უნგრეთშე? როგორ გაიარა გზა ორბანის მხარდამჭერიდან ავტორიტარული ლიდერის მთავარ კრიტიკოსამდე? რა გახდა შესაძლებელი ძლიერი რეჟიმის დამარცხება? ამ შეკითხვებზე ვუპასუხებთ ამ ეპიზოდში.
ანტონიუ სალაზარი - ყველაზე მოკრძალებული და ჩუმი დიქტატორი 23.04.2026 1:08:58
ამ აპიზოდში გიყვებით პორტუგალიის ყოფილ ავტორიტარულ ლიდერზე ანტონიუ დე სალაზარზე, ადამიანზე, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა სხვა დიქტატორებისგან. ამბავი, რომელიც მისი ცხოვრების ბოლოს მოხდა, ნამდვილად გაგაკვირვებთ
ლეგენდარული ჯაშუშების საიდუმლო ცხოვრება - ნაწილი 2 09.04.2026 1:10:41
ამ ეპიზოდში ვაგრძელებთ ცნობილი ჯაშუშების ისტორიების მოყოლას. გაგაცნობთ კიდევ სამ მზვერავს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ისტორიაში
ყველაფერი ჯეფრი ეპსტინზე 26.03.2026 2:02:08
ამ ეპიზოდში გიყვებით ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სექს-სკანდალზე და მის მთავარ "გმირზე", ყოფილ ფინანსისტზე ჯეფრი ეპსტინზე. ამ ადამიანის მთელი გზა - ბავშვობიდან ციხის საკნამდე, სადაც მოკვდა...ან მოკლეს, მოკლედ ყველაფერი მასზე და მის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე - ჩვენს ეპიზოდში.
ჯაშუშების საიდუმლო ისტორიები 05.03.2026 1:07:02
ამ ეპიზოდში გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ჯაშუშების და მზვერავების ისტორიებს. ზოგი მათგანი იდეოლოგიური მოსაზრეების გამო მუშაობდა მტრის დაზვერვაზე, ზოგს მხოლოდ სიხარბე ამოძრავებდა
ვინ გადაიღო "ნაპალმის გოგონა" 19.02.2026 54:17
ამ ეპიზოდში მოგიყვებით ერთი ძალიან ცნობილი ფოტოს ისტორიას, რომელიც ვიეტნამის ომს უკავშირდება. ათწლეულების მერე ფოტოს ავტორობა კითხვის ქვეშ დადგა. ვინ გადაიღო სინამდვილეში "ნაპალმის გოგონა" - ამაზე მოგიყვებით დღეს
ვინ არის ალი ხამენეი 05.02.2026 47:36
ამ ეპიზოდში გიყვებით ადამიანზე, რომელიც 36 წელზე მეტია მართავს ირანს. ვინ არის ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, როგორი იყო მისი გზა პოლიტიკაში და როგორ გახდა ხამენეი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტირანი მთელს მსოფლიოში - ამაზე მოგიყვებით დღეს
2025 წლის შეჯამება 30.12.2025 1:12:11
მეხუთე სეზონის ბოლო ეპიზოდში გთავაზობთ 2025 წლის შეჯამებას. ჩვენ ვაჯამებთ ამ წელს და ვამახვილებთ ყურადღებას სამ ძირითად ასპექტზე: დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი წლის შედეგებზე, ომზე უკრაინაში და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ასევე მოგიყვებით რა არის "ბოლო ჟამის საათი" და ვინ გახდა ჟურნალ TIME-ის 2025 წლის პერსონა
კრიმინალური სამყაროს ლეგენდები 09.12.2025 1:06:49
გთავაზობთ "პირადი საქმის" განსხვავებულ ეპიზოდს. ჩვენ შევადგინეთ ყველაზე ცნობილი მძარცველების სია - ჩვენეული შესანიშნავი შვიდეული. ეს ადამიანები შევიდნენ კრიმინოლოგიის ისტორიაში როგორც ყველაზე დასამახსოვრებელი ქურდები. ვინ მოიპარა "მონა ლიზა", ვინ იყო პოეტი ქურდი, ვინ არ ყიდდა ნაქურდალს. ამაზე და ბევრ სხვა რამეზე მოგიყვებით ამ ეპიზოდში
მამდანი - ნიუ-იორკის ახალი სოციალისტი მერი 20.11.2025 52:24
ამ ვიდეოში გიყვებით ნიუ-იორკის ახალ მერზე ზორან მამდანიზე. ვსაუბრობთ იმაზე როგორი საარჩევნო კამპანია ჰქონდა უგანდაში დაბადებულ 34 წლის ყოფილ რეპერს, რას ჰპირდებოდა ამომრჩევლებს და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალგაზრდა სოციალისტი.
ალფრედ ნობელი: ვინ იყო ყველაზე ცნობილი პრემიის ავტორი 06.11.2025 58:36
ამ ეპიზოდში გიყვებით ალფრედ ნობელზე და მის მიერ დაარსებულ პრემიაზე
ნარენდრა მოდი 11.10.2025 48:18
ამ ეპიზოდში გიყვებით მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის ლიდერზე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრზე ნარენდრა მოდიზე.
სი ძინპინი - ჩინეთის წითელი პრინცი 18.09.2025 1:09:35
ამ ეპიზოდში გიყვებით ჩინეთის ლიდერზე სი ძინპინზე, რომელიც უკვე 13 წელი ხელმძღვანელობს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას მსოფლიოში
ნაიიბ ბუკელე - ინფლუენსერი დიქტატორი 31.07.2025 48:03
ამ ეპიზოდში გიყვებით სალვადორის მილენიალ პრეზიდენტზე. მან ბევრი რამ შეცვალა ამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში, კრიმინალთან წარმატებული ბრძოლით გაითქვა თავი, მაგრამ კრიტიკოსები თვლიან, რომ მისი რეალური მიზანი ძალაუფლების სრული კონცენტრაციაა.
მოსამართლე რეჟიმის სამსახურში 13.07.2025 35:08
ამ ეპიზოდში გიყვებით სამ მოსამართლეზე, რომელიც კანონის უზენაესობას კი არა, რეჟიმს ემსახურებოდა და ემსახურება.
ორი პაპი 19.06.2025 52:07
ამ ეპიზოდში გიყვებით რომის ორი პაპის, პაპი ფრანცისკესა და ახალი პაპის, ლეონ XIV-ის შესახებ, ასევე ვატიკანთან დაკავშირებულ ზოგიერთ საინტერესო ფაქტზე.
ვუდსტოკი 05.06.2025 44:18
ამ ეპიზოდში გიამბობთ 1969 წელს გამართულ, ლეგენდალური Woodstock- ის მუსიკალური ფესტივალის შესახებ. პოდკასტი ჩაწერილია Tbilisi Open Air 2025-ზე, ფესტივალის მსვლელობისას.
Podcasturi asemănătoare
Replaio nu este editorul podcasturilor; numele emisiunilor, coperțile și materialul audio aparțin autorilor lor și sunt distribuite prin fluxuri RSS publice