64 Project

პირადი საქმე

Education KA ↓ 58 episodes

ეს არის პროექტ 64-ის პოდკასტების სერია - პირადი საქმე. გიყვებით ამბებს ადამიანებზე და მოვლენებზე, მარტივად და გასაგებად.

Author

64 Project

Category

Education

Podcast website

podcasters.spotify.com

Latest episode

Jul 6, 2026

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android 5M+ downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

უოტერგეიტი - ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალი ამერიკის ისტორიაში 06.07.2026

ამ ეპიზოდში გიყვებით ამერიკის შეერთებული შტატების 37 პრეზიდენტზე რიჩარდ ნიქსონზე და პოლიტიკურ სკანდალზე, რომელმაც დაასამარა მისი პოლიტიკური კარიერა. უოტერგეიტი ასევე შევიდა ისტორიაში როგორც მაგალითი იმისა თუ რა ძალა აქვს დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ სასამართლოს.

ლი კუან იუ: ლიდერი, რომელმაც ქვეყანა თავიდან შექმნა 18.06.2026

ამ ეპიზოდში მოგიყვებით სინგაპურის პირველ პრემიერ-მინისტრზე ლი კუან იუზე, ადამიანზე, რომელსაც სინგაპურის ეკონომიკური სასწაულის ავტორს უწოდებენ. მის მიერ გატარებული რეფორმები გახდა მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის.

უოლტ დისნეი: ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის 04.06.2026

ამ ეპიზოდში გვინდა გავიხსენოთ ბავშვობა და მოგიყვეთ ყველაზე ცნობილ ანიმატორზე მსოფლიოში უოლტ დისნეიზე. როგორ ქმნიდა თავის პერსონაჟებს, რა სირთულეები დაძლია, რა გზა გაიარა და როგორი ადამიანი იყო ანიმაციური სამყაროს ლეგენდა - ამაზეა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი

მუჰამედ ბინ სალმანი: ყველაზე გავლენიანი პრინცი მსოფლიოში? 21.05.2026

ამ აპიზოდში გიყვებით საუდის არაბეთის კრონ-პრინცზე მუჰამედ ბინ სალმანზე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანზე და გავლენიან პოლიტიკოსცე მსოფლიოში.

ვინ არის უნგრეთის ახალი ლიდერი - პეტერ მადიარი 07.05.2026

ამ ეპიზოდში გიყვებით უნგრელ პოლიტიკოსზე, რომელმაც ვეტერანი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, დამარცხება შეძლო. ვინ არის პეტერ მადიარი, რომელიც რამდენი წლის წინ არც იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის უნგრეთშე? როგორ გაიარა გზა ორბანის მხარდამჭერიდან ავტორიტარული ლიდერის მთავარ კრიტიკოსამდე? რა გახდა შესაძლებელი ძლიერი რეჟიმის დამარცხება? ამ შეკითხვებზე ვუპასუხებთ ამ ეპიზოდში.

ანტონიუ სალაზარი - ყველაზე მოკრძალებული და ჩუმი დიქტატორი 23.04.2026

ამ აპიზოდში გიყვებით პორტუგალიის ყოფილ ავტორიტარულ ლიდერზე ანტონიუ დე სალაზარზე, ადამიანზე, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა სხვა დიქტატორებისგან. ამბავი, რომელიც მისი ცხოვრების ბოლოს მოხდა, ნამდვილად გაგაკვირვებთ

ლეგენდარული ჯაშუშების საიდუმლო ცხოვრება - ნაწილი 2 09.04.2026

ამ ეპიზოდში ვაგრძელებთ ცნობილი ჯაშუშების ისტორიების მოყოლას. გაგაცნობთ კიდევ სამ მზვერავს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ისტორიაში

ყველაფერი ჯეფრი ეპსტინზე 26.03.2026

ამ ეპიზოდში გიყვებით ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სექს-სკანდალზე და მის მთავარ "გმირზე", ყოფილ ფინანსისტზე ჯეფრი ეპსტინზე. ამ ადამიანის მთელი გზა - ბავშვობიდან ციხის საკნამდე, სადაც მოკვდა...ან მოკლეს, მოკლედ ყველაფერი მასზე და მის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე - ჩვენს ეპიზოდში.

ჯაშუშების საიდუმლო ისტორიები 05.03.2026

ამ ეპიზოდში გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ჯაშუშების და მზვერავების ისტორიებს. ზოგი მათგანი იდეოლოგიური მოსაზრეების გამო მუშაობდა მტრის დაზვერვაზე, ზოგს მხოლოდ სიხარბე ამოძრავებდა

ვინ გადაიღო "ნაპალმის გოგონა" 19.02.2026

ამ ეპიზოდში მოგიყვებით ერთი ძალიან ცნობილი ფოტოს ისტორიას, რომელიც ვიეტნამის ომს უკავშირდება. ათწლეულების მერე ფოტოს ავტორობა კითხვის ქვეშ დადგა. ვინ გადაიღო სინამდვილეში "ნაპალმის გოგონა" - ამაზე მოგიყვებით დღეს

ვინ არის ალი ხამენეი 05.02.2026

ამ ეპიზოდში გიყვებით ადამიანზე, რომელიც 36 წელზე მეტია მართავს ირანს. ვინ არის ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, როგორი იყო მისი გზა პოლიტიკაში და როგორ გახდა ხამენეი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტირანი მთელს მსოფლიოში - ამაზე მოგიყვებით დღეს

2025 წლის შეჯამება 30.12.2025

მეხუთე სეზონის ბოლო ეპიზოდში გთავაზობთ 2025 წლის შეჯამებას. ჩვენ ვაჯამებთ ამ წელს და ვამახვილებთ ყურადღებას სამ ძირითად ასპექტზე: დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი წლის შედეგებზე, ომზე უკრაინაში და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ასევე მოგიყვებით რა არის "ბოლო ჟამის საათი" და ვინ გახდა ჟურნალ TIME-ის 2025 წლის პერსონა

კრიმინალური სამყაროს ლეგენდები 09.12.2025

გთავაზობთ "პირადი საქმის" განსხვავებულ ეპიზოდს. ჩვენ შევადგინეთ ყველაზე ცნობილი მძარცველების სია - ჩვენეული შესანიშნავი შვიდეული. ეს ადამიანები შევიდნენ კრიმინოლოგიის ისტორიაში როგორც ყველაზე დასამახსოვრებელი ქურდები. ვინ მოიპარა "მონა ლიზა", ვინ იყო პოეტი ქურდი, ვინ არ ყიდდა ნაქურდალს. ამაზე და ბევრ სხვა რამეზე მოგიყვებით ამ ეპიზოდში

მამდანი - ნიუ-იორკის ახალი სოციალისტი მერი 20.11.2025

ამ ვიდეოში გიყვებით ნიუ-იორკის ახალ მერზე ზორან მამდანიზე. ვსაუბრობთ იმაზე როგორი საარჩევნო კამპანია ჰქონდა უგანდაში დაბადებულ 34 წლის ყოფილ რეპერს, რას ჰპირდებოდა ამომრჩევლებს და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალგაზრდა სოციალისტი.

ალფრედ ნობელი: ვინ იყო ყველაზე ცნობილი პრემიის ავტორი 06.11.2025

ამ ეპიზოდში გიყვებით ალფრედ ნობელზე და მის მიერ დაარსებულ პრემიაზე

ნარენდრა მოდი 11.10.2025

ამ ეპიზოდში გიყვებით მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის ლიდერზე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრზე ნარენდრა მოდიზე.

სი ძინპინი - ჩინეთის წითელი პრინცი 18.09.2025

ამ ეპიზოდში გიყვებით ჩინეთის ლიდერზე სი ძინპინზე, რომელიც უკვე 13 წელი ხელმძღვანელობს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას მსოფლიოში

ნაიიბ ბუკელე - ინფლუენსერი დიქტატორი 31.07.2025

ამ ეპიზოდში გიყვებით სალვადორის მილენიალ პრეზიდენტზე. მან ბევრი რამ შეცვალა ამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში, კრიმინალთან წარმატებული ბრძოლით გაითქვა თავი, მაგრამ კრიტიკოსები თვლიან, რომ მისი რეალური მიზანი ძალაუფლების სრული კონცენტრაციაა.

მოსამართლე რეჟიმის სამსახურში 13.07.2025

ამ ეპიზოდში გიყვებით სამ მოსამართლეზე, რომელიც კანონის უზენაესობას კი არა, რეჟიმს ემსახურებოდა და ემსახურება.

ორი პაპი 19.06.2025

ამ ეპიზოდში გიყვებით რომის ორი პაპის, პაპი ფრანცისკესა და ახალი პაპის, ლეონ XIV-ის შესახებ, ასევე ვატიკანთან დაკავშირებულ ზოგიერთ საინტერესო ფაქტზე.

ვუდსტოკი 05.06.2025

ამ ეპიზოდში გიამბობთ 1969 წელს გამართულ, ლეგენდალური Woodstock- ის მუსიკალური ფესტივალის შესახებ. პოდკასტი ჩაწერილია Tbilisi Open Air 2025-ზე, ფესტივალის მსვლელობისას.

ერდოღანის გზა სიმიტებიდან სამიტებამდე 08.05.2025

ამ ეპიზოდში გიამბობთ თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხანგრძლივ პოლიტიკურ გზაზე. როგორ იქცა რეფორმატორი ავტორიტარ მმართველად.

ხავიერ მილეი 24.04.2025

ბილო წლებში არგენტინამ, ფეხბურთისა და ტანგოს გარდა, ყურადღება თავისი არაორდინალური პრეზიდენტითაც მიიპყრო. ვინ არის ხავიერ მილეი, ლიბერტარიანული იდეებით ცნობილი “ადამიანი ბენზო-ხერხით”. ეპიზოდი ჩაწერილია 20 აპრილამდე, პაპი ფრაცისკის გარდაცვალებამდე.

ანა პოლიტკოვსკაია 10.04.2025

ჟურნალისტი, რომელიც უკან არაფერზე იხევდა - არც ომის გაშუქებაზე, არც ტერორისტებთან პირისპირ შეხვედრაზე და არც ყველაზე გავლენიანი და საშიში საქმეების გამოძიებაზე. ანა პოლიტკოვსკაიამ მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედების მწვავე კრიტიკას და დაზარალებულების დახმარებას მიუძღვნა, სანამ 2006 წელს ის თავად არ გახდა რეჟიმის მსხვერპლი.  გამოყენებული მასალა: AP 21/07/2015 https://www.youtube.com/watch?v=d1lvbHUpVmo...

მაგნტისკის აქტი 27.03.2025

“მაგნიტსკის აქტი” - სიტყვათა ეს შეთანხმება ხშირად გვესმის, მაგრამ ვინ იყო სერგეი მაგნიტსკი? ამ ეპიზოდში მაკა ანთიძე გიყვებათ, როგორ გამოიძია  ახალგაზრდა იურისტმა  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების მითვისების სქემა, და რატომ დაერქვა მისი სახელი მსოფლიოს ყველაზე მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ კორუფციონერების სიას. 

Listen to the პირადი საქმე podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.