Ave Gocha
ცარიელი აზრები / Empty Thoughts
სივრცე ფიქრისთვის, ზედმეტი ხმაურის გარეშე.მოკლე, შემეცნებით-ანალიტიკური პოდკასტი მათთვის, ვინც მოვლენებში სიღრმეს ეძებს. თითოეული ეპიზოდი ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს დადღევანდელობას ისტორიულ ჭრილში განიხილავს. ჩვენი მიზანია, ფაქტებს მიღმა დავინახოთ ის მარადიული კანონზომიერებები, რომლებიც ეპოქიდან ეპოქამდე მეორდება. აქ თანამედროვე ანალიზი და ისტორიული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება, რათა სამყაროს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ — მშვიდად, მკაფიოდ დაგააზრებულად. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
Author
Ave Gocha
Category
Podcast website
Latest episode
Jul 8, 2026
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
რატომ გვგონია, რომ ადრე ყველაფერი უკეთ იყო? - ეპ#10 08.07.2026 5:44
„ადრე ადამიანები უფრო პატიოსნები იყვნენ“, „ადრე კულტურა უფრო ღირებული იყო“ — ეს ფრაზები თითქმის ყველა ეპოქაში ისმოდა. თითქოს აწმყოდან დანახული წარსული ყოველთვის უფრო ნათელი და უსაფრთხოა. მაგრამ ნუთუ ეს ობიექტური სიმართლეა, თუ ჩვენი გონების მიერ შექმნილი ილუზია?პოდკასტის მე-10 ეპიზოდში ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ მიტიროდნენ ძველი რომაელები და ბერძნები თავიანთ „წარსულ დიდებას“ მაშინაც კი, როდესაც მათი...
სიჩუმე: აზრის დასაწყისი - ეპ#9 05.07.2026 3:35
ხმაურიან სამყაროში სიჩუმე იშვიათ ფუფუნებად იქცა. სად იკარგება ჩვენი ყურადღება და რატომ მიიჩნევდნენ ისტორიული ფიგურები დუმილს აზრის დაბადების მთავარ პირობად? ეპიზოდი იკვლევს სიჩუმის ფენომენს — მაჰათმა განდიდან ქრისტიანულ ისიხაზმამდე. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ. #ცარიელიაზრები #სიჩუმე #აზროვნება #ფილოსოფია #პოდკასტი #დუმილი #ყურადღებ...
უნივერსიტეტი როგორც რიტუალი - ეპ#8 01.07.2026 5:25
რა ხდება მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზრის სტრუქტურას რადიკალურად ცვლის? რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ოფისის ანალიტიკოსი უფრო მეტად რისკის ქვეშ, ვიდრე სანტექნიკოსი? ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ანალიზს ისტორიულ მაგალითებთან (შუა საუკუნეების უნივერსიტეტები და ინდუსტრიული რევოლუცია), რათა მოვლენებს უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ. ფაქტების მიღმა ვეძებთ ლოგიკასა და განმეორებად კანონზომი...
AI Slop — ხმაური თუ გარდამავალი ეტაპი? - ეპ#7 28.06.2026 4:57
ხშირად, როდესაც სოციალურ ქსელებში ვეშვებით, უცნაური, დამაბნეველი განცდა გვიპყრობს — თითქოს ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი ერთდროულად იწერება, იხატება და აუტანელ ხმაურში იკარგება. სტატიები, ვიდეოები, ილუსტრაციები თუ მუსიკა ტემპს კარგავს და ზედმეტად სწრაფ, გადამუშავებულ ნაკადად იქცევა, რომელსაც დღეს ერთი ტევადი ტერმინით — „AI Slop“-ით მოიხსენიებენ. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენე...
ტურისტის ქვეყანა vs მოქალაქის ქვეყანა - ეპ# 6 24.06.2026 5:44
არსებობს ქვეყნის ორი სახე - ერთი, რომლის ჩატევა ლამაზ ფოტო კადრში შეიძლება, და მეორე, რომლის მაჯისცემაც ციფრებში, გადასახადებში, დაძაბულ არჩევნებსა და ყოველდღიურ, რუტინულ მოლოდინებში იგრძნობა. ხშირად, ეს ორი აღქმა ერთმანეთს საერთოდ არ კვეთს. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
უმადური საქმე - ეპ#5 21.06.2026 4:51
სისტემებში, სადაც ინიციატივა არ ფასდება და დამოუკიდებელი კაპიტალის მოძიება რთულია, ბევრი ადამიანი საზოგადო სიკეთის შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გზით ცდილობს. მაგრამ როცა მმართველობა იცვლება, ხშირად ნაშენები იშლება, ავტორები ქრებიან, და კითხვა რჩება — ღირს კი ასეთი „უმადური საქმისთვის“ ხელის მოკიდება? პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
რატომ მალავს თანამშრომელი თავის ცოდნას? - ეპ#4 17.06.2026 3:34
ხშირად გვგონია, რომ ადამიანი სამსახურში ცდილობს მაქსიმალურად აჩვენოს თავისი შესაძლებლობები. მაგრამ რეალობაში არსებობს სხვა სცენარიც — თანამშრომელი, რომელიც შეგნებულად მალავს საკუთარ ცოდნას.რატომ ხდება ეს? პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
ვის მხარეს დგება ელიტა? ეპ#3 14.06.2026 4:22
თითქმის ყველა ეპოქაში, როცა ძალაუფლება იცვლებოდა ან ირყეოდა, ელიტებს ერთი და იგივე კითხვა უჩნდებოდათ:ვის მხარეს დადგე? პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
როცა შვილი აღარ გისმენს. ეპ#2 13.06.2026 4:43
როცა შვილი აღარ გისმენს, ეს არ არის ხმამაღალი კონფლიქტი — ეს არის ჩუმი სიგნალი იმისა, რომ სიტყვებსა და ქცევას შორის რაღაც დიდი ხანია დაიკარგა. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.
ეკონომიკა, როგორც დასჯის მექანიზმი. ეპ# 1 12.06.2026 3:58
ისტორიაში პოლიტიკური ძალაუფლება ხშირად იყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს არასასურველი ქცევის შესაზღუდად. ეს პრაქტიკა არ გულისხმობდა პირდაპირ რეპრესიას; იგი ეფუძნებოდა რესურსებზე წვდომის კონტროლს — სამუშაოზე, მიწაზე, ვაჭრობაზე, განათლებაზე ან საჯარო მომსახურებაზე. პოდკასტის ტექსტი ეკუთვნის ადამიანს. აუდიო ვერსია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ.
Similar podcasts
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.