Giorgi Buliskeria
ბალანსი
🎙 „ბალანსი“ — პოდკასტი ჰარმონიულ ცხოვრებაზე.12 ძირითადი თემა, რომლებიც გვჭირდება ჯანმრთელობის, განვითარების და ურთიერთობების დასაბალანსებლად.გიორგი ბულისკერია პროფესიონალ სტუმრებთან ერთად გიზიარებს გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს და ინსპირაციას — ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობიდან, კარიერასა და პირად ცხოვრებამდე.
Author
Giorgi Buliskeria
Category
Podcast website
Latest episode
May 30, 2026
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
შეიძლება ჯანსაღი კვება იყოს გემრიელი? — ლაშა რამიშვილი 30.05.2026 55:23
🎙 ბალანსი — ეპიზოდი #19 სტუმარი: ლაშა რამიშვილი — Food blogger, NASM სერთიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი და შეფი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებაზე, ყოველდღიურ ჩვევებსა და რეალურ ბალანსზე . გაიგებ: • როგორ დავაბალანსოთ კვება ჩვენი მიზნების მიხედვით • შესაძლებელია თუ არა ჯანსაღი კვება იყოს გემრიელი • რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად • როგორ მოვერგოთ არეულ გრაფიკს და მაინც შევინარჩუნოთ სწორი კვებ...
ფინანსური აზროვნება და კეთილდღეობა - ლევან გიორგაძე 18.04.2026 53:10
🎙 ბალანსი — ეპიზოდი #18 სტუმარი: ლევან გიორგაძე — მეწარმე და პოდკასტ Bubblehead-ის თანაწამყვანი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ფინანსურ აზროვნებაზე, ინვესტირებაზე და იმ პრინციპებზე, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას . გაიგებ: • რა განსხვავებაა სტაბილურობასა და რეალურ კეთილდღეობას შორის • როგორ დავიწყოთ ინვესტირება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება • რა გამოწვევებია სტარტაპერების...
როგორ მოქმედებს სივრცე ჩვენს ცხოვრებაზე — ნინა შვანგირაძე 28.03.2026 59:46
🎙 ბალანსი — ეპიზოდი #17 სტუმარი: ნინა შვანგირაძე — ინტერიერის დიზაინერი და D-Collective studio-ს დამფუძნებელი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ გარემოსა და სივრცის მნიშვნელობაზე , იმაზე თუ როგორ მოქმედებს ინტერიერი ჩვენს განწყობაზე, პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხზე . გაიგებ: • როგორ მოქმედებს ინტერიერი ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე • რა როლი აქვს ფერებს, სტრუქტურასა და განათებას სივრცის აღქმაში • როგ...
სტარტაპები, ფინანსური სტაბილურობა და მეწარმის აზროვნება - იესე პატიაშვილი 14.03.2026 48:34
🎙 ბალანსი — ეპიზოდი #16 სტუმარი: იესე პატიაშვილი — ანტრეპრენერი და სტარტაპერი მეწარმე, რომელმაც შექმნა ბრენდები: Toasty , Oishi Sushi, Snacky და Fitrock . ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ მეწარმეობაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე და იმ აზროვნებაზე, რომელიც წარმატებული სტარტაპების შექმნასა და განვითარებას განსაზღვრავს. გაიგებ: • როგორ მოქმედებს ფინანსური სტაბილურობა ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზ...
ემპათია და მიღება: ჯანსაღი ოჯახის საფუძველი - მარინა კაჭარავა 28.02.2026 49:38
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #15 სტუმარი: მარინა კაჭარავა — ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპევტი და ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის დამფუძნებელ-დირექტორი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ოჯახურ ურთიერთობებზე , მ შობლებსა და შვილებს შორის კავშირზე და ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე. გაიგებ: • რა ქმ...
საკუთარი თავის შექმნა ბრენდად - ალექს ჩიქოვანი 14.02.2026 52:43
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #14 სტუმარი: ალექს ჩიქოვანი — ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, 27 წლიანი გამოცდილებით. „ჯიპას“ ასოცირებული პროფესორი და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ პერსონალურ ბრენდინგზე როგორც პროცესზე — და არა როგორც იმიჯზე. ალექსი გვიზიარებს სტრატეგიულ ხედვას „თვითქმნაზე“ — საკუთარი თავის ჩამოყალიბებაზე ბრენდად, ღირებულებებზე, ავთენტ...
როგორ მოქმედებენ აკრძალვები კვებაზე - თათული ოქრიაშვილი 31.01.2026 59:52
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #13 სტუმარი: თათული ოქრიაშვილი — Precision Nutrition-ის სერტიფიცირებული ნუტრიციის ქოუჩი და METI პროტეინ ბარის დამფუძნებელი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებაზე რეალისტური და თანამედროვე ხედვით — მითების, ზედმეტი აკრძალვების და უკიდურესობების გარეშე. თათული გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, პრაქტიკას და ადამიანის ფსიქოლოგიურ რეალობას. ეს საუბარ...
ცვლილებების შიში, მიზნები და ზრდა - ნიკა კაკოიშვილი 17.01.2026 1:37:29
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #12 სტუმარი: ნიკა კაკოიშვილი („კაკო“) — იუთუბერი, კონტენტკრეატორი ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ მიზნების მიღწევაზე, ცვლილებების შიშებზე და იმ შინაგან პროცესებზე, რომლებიც ადამიანს აყალიბებს როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. ნიკა გულწრფელად გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას — კამერის წინ და მის მიღმა. გაიგებ: • რა „არ აჩერებს“ კაკოს მიზნის მიღწევის გზაზე • როგორ დავამარცხოთ...
სტრესის ფსიქოლოგია და ბედნიერების აღქმა — დიანა ოქროპირიძე 03.01.2026 56:31
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #11 სტუმარი: დიანა ოქროპირიძე — ფსიქოლოგი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ სტრესზე, ემოციებზე და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე . გაიგებ: • რა არის სტრესი და რატომ ვისტრესებით ყოველდღიურ ცხოვრებაში • როგორ მოქმედებს კორტიზოლი ჩვენს სხეულსა და გონებაზე • როგორ შევამციროთ სტრესის დონე პრაქტიკულად • როგორ უნდა აღვიქვათ ბედნიერება რეალისტურად • რატომ გროვდება ბრაზი და როგორ გამოვხატო...
ფიტნეს სკოლები და სპორტსმენების პრიორიტეტები - ბაჩო წიკლაური 20.12.2025 59:55
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი # 10 სტუმარი: ბაჩო წიკლაური — 12 რაუნდის ბოქსის კლუბის მმართველი პარტნიორი და 12 რაუნდის სამწვრთნელო სკოლის თანადამფუძნებელი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ფიტნესზე, დისციპლინასა და ცხოვრების ბალანსზე. გაიგებ: რატომ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ „ფორმაზე ორიენტირებული“ როგორ დავინახოთ ფიტნესი, როგორც ცხოვრების სტილი და არა მხოლოდ შედეგი რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სა...
რწმენა და სულიერი სიმშვიდე - მამა გურამ ოთხოზორია 06.12.2025 1:16:57
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #9 სტუმარი: მამა გურამ ოთხოზორია — მღვდელი და სულიერი მენტორი ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ რწმენასა და სულიერ ჯანმრთელობაზე — როგორ მოქმედებს სულიერი ცხოვრება ჩვენს ემოციურ სტაბილურობაზე, შინაგან სიმშვიდესა და ცხოვრების მიზნის პოვნაზე. გაიგებ: • როგორ მოქმედებს რწმენა ჯანმრთელობაზე • რა განსხვავებაა “რატომ” და “რისთვის” შორის • როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ სულიერი ბალანსი...
როგორ ვიპოვოთ ბალანსი კარიერასა და ცხოვრებას შორის - სალომე სულაბერიძე 22.11.2025 47:43
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #8 სტუმარი: სალომე სულაბერიძე — კარიერის კონსულტანტი, 4+ წელი ქართულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე, 2 000+ წარმატებული დასაქმებული. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ კარიერულ განვითარებაზე, პირად ბალანსსა და პროფესიულ წარმატებაზე. გაიგებ: • როგორ მოქმედებს კარიერა ჩვენს ჯანმრთელობაზე • შესაძლებელია თუ არა მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება • რა გამოწვევები...
როგორ მოქმედებს კვება და ჰორმონები ჩვენს ბალანსზე - შოთა ჯანჯღავა 08.11.2025 53:45
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #7 სტუმარი: შოთა ჯანჯღავა — ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებასა და ჰორმონალურ ბალანსზე — როგორ მოქმედებს ჩვენი ჩვევები, ძილი და სტრესი ორგანიზმზე და რატომ არის ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელი ჯანმრთელობისთვის. გაიგებ: • როგორ ავაწყოთ სწორი კვების რეჟიმი და მაკრონუტრიენტების გადანაწილება • რა როლი აქვს...
ფიტნესი, ბოდიბილდინგი და პროგრესის შენარჩუნება - თაზო ბოჭორიშვილი 25.10.2025 56:40
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #6 სტუმარი: თაზო ბოჭორიშვილი — პროფესიონალი ბოდიბილდერი და ფიტნესის სფეროს წარმომადგენელი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ფიტნესსა და ბოდიბილდინგს შორის განსხვავებაზე , წონის მატების და კლების სწორ მიდგომებზე, მოტივაციაზე და იმ შეცდომებზე, რომლებიც ხშირად გვაფერხებს შედეგის მიღწევაში. გაიგებ: • როგორ განვასხვაოთ ფიტნესი და ბოდიბილდინგი • როგორ ავარიდოთ თავს არასწორ ჩვევებს...
იოგას გზა: დასაწყისიდან თანამედროვეობამდე - გიორგი ბერძენიშვილი 11.10.2025 56:10
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #5 სტუმარი: გიორგი ბერძენიშვილი — იოგას აკადემიის დამფუძნებელი, იოგას მასწავლებელი და ინსტრუქტორთა ტრენერი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ იოგაზე როგორც ცხოვრების ფილოსოფიაზე , რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და სულს. გაიგებ: • როგორ ჩამოყალიბდა იოგა და როგორ განვითარდა 20-ე საუკუნემდე • როგორ შეიცვალა მისი არსი თანამედროვე სამყაროში • რა არის ნამდვილი იოგის მიზანი დღეს...
ოჯახური კომუნიკაცია და ურთიერთობები - გიორგი ეხვაია 27.09.2025 50:35
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #4 სტუმარი: გიორგი ეხვაია — ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ოჯახურ და პირად ურთიერთობებზე . როგორ უკავშირდება ფსიქიკა ოჯახურ ჰარმონიას? რა ნაბიჯებია საჭირო ჯანსაღი ურთიერთობის ასაშენებლად? როგორია მშობლების გამოწვევები თანამედროვე სამყაროში და რა როლს თამაშობს კომუნიკაცია და-ძმებს შორის? 💡 გიორგი გვიზიარებს საკუთარ ხედვებს, თანამედროვე კვლევებს...
იოგა და მედიტაცია - შივო რამადატა (პოდკასტი "ბალანსი") 13.09.2025 48:20
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #3 სტუმარი: შივო რამადატა — მედიტაციისა და იოგას მასწავლებელი ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ სულიერ ჯანმრთელობაზე, მედიტაციაზე და იოგაზე. გაიგებ, როგორ აძლევს სულიერი პრაქტიკა ემოციურ სტაბილურობას, რა არის მედიტაცია და როგორ დავიწყოთ სწორად, ასევე როგორ დავამატოთ ის ყოველდღიურ რუტინაში. 💡 შივო გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას იოგასა და მედიტაციაში და გვაძლევს რჩევებს დამწყე...
ეგო, თვითმოტივაცია და თვითკრიტიკა - მარიამ აღდგომელაშვილი 30.08.2025 41:45
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #2 სტუმარი: მარიამ აღდგომელაშვილი , პირველი ქართული Self-Love წიგნის ავტორი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ პიროვნულ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე და თვითმოტივაციაზე. გაიგებ, როგორ მოქმედებს სოციალური ქსელი ჩვენს თვითშეგრძნებაზე, რა გზები არსებობს თვითკრიტიკის გადალახვისთვის და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი დაბალი თვითშეფასებისგან. 💡 მარიამი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას...
სტრესი, ძილი და კვებითი ჩვევები — არსენა ხატიაშვილი 17.08.2025 51:48
🎙 პოდკასტი „ბალანსი“ — ეპიზოდი #1 სტუმარი: არსენა ხატიაშვილი — ფიტნეს სკოლის დამფუძნებელი და ფიტნეს ექსპერტი. ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ფიტნესზე, სტრესზე, ძილზე და კვებით ჩვევებზე. გაიგებ: რამდენად მნიშვნელოვანია ფიტნესი ჯანსაღი ცხოვრებისათვის როგორ მოქმედებს ძილი ენერგიასა და აღდგენაზე რა ასაკიდან ჯობს ვარჯიშის დაწყება რა როლი აქვს კვებით ჩვევებს და დანამატებს როგორ შევამციროთ სტრესი და ავაწყოთ ბალ...
Similar podcasts
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.