რადიო თავისუფლება
შინ - უცხოეთში
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
Author
რადიო თავისუფლება
Category
Podcast website
Latest episode
Apr 10, 2026
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
მანანა ხორბალაძე: გულში ნატარები სამშობლო ანტვერპენში 09.07.2023 32:30
მანანა ხორბალაძე ბელგიაში, ანტვერპენშია თითქმის 24 წელიწადი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მიწერა: „ვფიქრობდი, ღმერთო თუ ჩემი სამშობლოს შორს უნდა ვიცხოვრო, მომეცი ძალა, თუნდაც სულ მცირე ვაკეთო მისთვის". ახლა, უკვე ცხრა წელია ქართულ სკოლას და ლიტერატურულ თეატრს ხელმძღვანელობს.
მელი თურმანიძე მილანში: იმ ადგილის ვალში ვარ, სადაც გავიზარდე 01.07.2023 31:36
მილანის ქართული ლიტერატურული რესტორანი, იქვე ბიბლიოთეკა, პირველი საინტერნეტო ტელევიზია ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიაში, - ამ ყველაფერს ემიგრანტები უმადლიან მელი თურმანიძეს, რომელმაც 17 წლის წინ დატოვა სამშობლო. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მელი ეუბნება, აუცილებლად დავბრუნდები მერისშიო.
ილია მირინაშვილი ბელგიაში: დედასამშობლო შილდაში იწყება 25.06.2023 33:03
ბელგიაში, ბრიუსელთან, ზავენტემში ცხოვრობს ილია მირინაშვილი, ნაფიცი თარჯიმანი, მასწავლებელი... ილია მირინაშვილი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უყვება, რატომ უყართ ის მოწაფეებს განსაკუთრებით, რომ ვერ ეხმარება თარჯიმნობისას თანამემამულეებს და როგორ სურს პაპის მარანი შილდაში სულ სავსე იყოს ღვინით.
ჯაბა გამრეკელაშვილი - 20 წელი უცხოეთში, ღუზის ჩაუშვებლად 03.06.2023 32:58
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლის მკვლევარზე, იმუნოლოგზე, დოქტორ ჯაბა გამრეკელაშვილზე. მან დოქტორის ხარისხი გერმანიაში მიიღო, სამი წელი იმუშავა აშშ-ში. იმუნიტეტი, ანთება, უჯრედი, მკვლევრის ცხოვრება უცხოეთში...
ეკა ბერიშვილის კვლევა და ბრძოლა დიაბეტთან. თბილისი, ნიუ-იორკი, ჟენევა 28.05.2023 39:57
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევარზე, პროფესორ ეკა ბერიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში, ქსოვილოვანი ინჟინერიის და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.
ექიმი და მწერალი რეზო ჯორბენაძე: გულისა და ფიქრის ჰანგები 06.05.2023 35:36
რეზო ჯორბენაძე თითქმის 20 წელია გერმანიაშია, შტუტგარტის ცენტრალურ კლინიკაში უფროსი კარდიოლოგი, აღიარებული მწერალი და პიანისტია.
ანა არეშიძე: ახლა ცხოვრებას მე ვმართავ 26.04.2023 29:59
ანა არეშიძე საავტომობილო კონცერნ „ფოლკსვაგენის“ საფინანსო სამსახურების სააქციო საზოგადოებაში იურისტია. ანა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს გერმანიაში გატარებულ წლებზე - იქ ჩემი თავის შეცნობა შევძელიო, ამბობს ვაჟის დედა და "შინ - უცხოეთში" თავის წარმატებასა და გამოწვევებზე ჰყვება.
აზა მანთაშაშვილი - ნეიროფსიქოთერაპევტი ნიუ-იორკში 09.04.2023 33:05
ნიუ-იორკში, Brain Wellness Center-ში ნეიროფსიქოთერაპიის და ნეიროფითბექის დეპარტამენტს განაგებს აზა მანთაშაშვილი. ის პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს ეუბნება: დედა არის შეუცვლელი, საქართველო ჩემი დედაა და სადაც დედაა, სახლიც იქ არის... აზა მანთაშაშვილი - შინ-უცხოეთში.
ეკა მუქერია: ჩემი მიღწევა არის ჩემი შვილები 25.03.2023 34:26
ირლანდიაში ცხოვრობს ეკა მუქერია - პროფესიით ექიმი და ორი შვილის დედა. ახლა იქ სამედიცინო ტექნიკის ამერიკულ კომპანიაში მუშაობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს თავის გზაზე შორეულ ირლანდიამდე.
ნუცა ბურდული: ყველა ადამიანი რაღაცას გვასწავლის 12.03.2023 33:29
ნუცა ბურდული სტოკჰოლმში ცხოვრობს, სამეფო სამედიცინო ინსტიტუტის დოქტორანტია. ის კიბოს სამკურნალო - „ბუნებრივი მკვლელი უჯრედების“ კვლევაშია ჩართული. 13 წელი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც ბიოქიმია ისწავლა. ახლა კი, ფლორიდაში მოქმედი კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტია.
პროფესია: დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი 12.02.2023 37:09
რეიკიავიკის მცხოვრებთა დიდი ნაწილი უსმენდა ორკესტრს, როცა მას დირიჟორობდა მირიან ხუხუნაიშვილი. დღეს თავისი პროფესიის საიდუმლოებებზე და იმაზეც გიამბობთ, რომ ნიკო ხუხუნაიშვილი (მირიანსონი) ამ ქალაქში გაჩნდა.
თამარ გამრეკელაშვილი ძლევიჯვრიდან შინ - ბერლინში 28.01.2023 34:31
გაბედეთ, შრომა ყოველთვის ფასდება, - ეუბნება ოქროპირ რუხაძეს, „ბერლინელი“ თამარ გამრეკელაშვილი, რომელიც ჰყვება განვლილ გზაზე ძლევიჯვრიდან ბერლინამდე და იმაზე, როგორ მოუწია "უფსკრულის" გადალახვა განათლების და ცოდნის დონეს შორის სამშობლოსა და გერმანიაში.
მანანა სიფრაშვილის მისია ჯაკომო ლეოპარდის ქალაქში 21.01.2023 33:11
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გაგაცნობთ მანანა სიფრაშვილს. ის იტალიაში, რეკანატიში - ჯაკომო ლეოპარდისა და ბენიამინო ჯილის ქალაქში - ცხოვრობს. იტალიური ენის მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი თბილისში იტალიური კულტურის ცენტრის თანახელმძღვანელია.
ანნა ჭინჭარაული: ხევსურეთშია ჩემი სახლი 14.01.2023 34:53
ანნა ჭინჭარაული ხევსურების ბარში ჩასახლების, ვაინახი ხალხების ძალით აყრის და მათი მიწების ქართველებისთვის გადაცემის საკითხებს იკვლევს. საერთოდ, ამ ადამიანების ტრაგიკული ბედია მისი ინტერესის თემა. ახლახან მან ბერლინის ბიბლიოთეკებში იმუშავა წყაროების გასაცნობად.
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია ინგოლშტადტში: ღმერთისთვის სასურველი მე ვარ ჩემი ბუნებრიობით 07.01.2023 35:48
ინგოლშტადტის ქართული სამრევლო, გერმანიაში, ხალხის სურვილით, მღვდელმოწამის, გრიგოლ ფერაძის სახელობისაა. ქრისტესშობის დღეს პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე სამრევლოს მღვდელთან, გრიგოლ ჭეჟიასთან შეგახვედრებთ.
ქეთი აბიათარი-მევიოლინე და მომღერალი იტალიაში 31.12.2022 35:01
ქეთი აბიათარი იტალიაში, კოპწია ქალაქ პეზაროში ცხოვრობს. მუსიკოსია, მევიოლინე და მომღერალი. საშობაო მუსიკას რომ ვასრულებ, თავს ისე ვგრძნობ როგორც წირვაზეო, უთხრა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს. შობა-ახალი წლის პერიოდში ავსტრიაშია, ტიროლის საფესტივალო ორკესტრთან ერთად უკრავს.
ქეთევან შავლიაშვილი, ექიმი ნიუ-იორკში - „დღეგრძელობის მედიცინა“ 24.12.2022 34:59
პოდკასტში ნიუ-იორკში მცხოვრებ ექიმ ქეთევან შავლიაშვილს მოუსმენთ. ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ექიმი, ფუნქციონალურ მედიცინაზე ესაუბრება. ასევე, რჩევებსაც გვაძლევს და გვიამბობს, როგორ განვითარდა მისი სამედიცინო კარიერა პორტუგალიაში და შემდეგ აშშ-ში.
„ქვევრის გოგო“ - თაკო ჭიჭიბოშვილი რომში 17.12.2022 32:54
რომში სომელიედ მუშაობს თაკო ჭიჭიბოშვილი, რომელსაც იტალიელმა თანაკურსელებმა, როცა ამ ხელოვნებას სწავლობდა, "ქვევრის გოგო" შეარქვეს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, თაკოსთან ერთად მის საქმეზე, სხვათა შორის, ყვარლიდან რომში წაღებულ ცოდნაზე და იტალიის დედაქალაქში თავის ცხოვრებაზე გიამბობთ.
რუსკა ჟორჟოლიანი – იტალიურენოვანი ქართველი მწერალი პალერმოში 10.12.2022 33:27
სიცილიაზე, პალერმოში ცხოვრობს რუსკა ჟორჟოლიანი, იტალიურენოვანი ქართველი მწერალი, რომანების ავტორი. მესტიაში დაბადებული ქალი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს სიცილიის დედაქალაქის დუმილზე, თავის სურვილზე, რაიმე უთხრას მეორე სამშობლოს ლიტერატურის გზით, იტალიელ დედობილ-მამობილზე...
თემო პოტასკაევი - სოხუმიდან სტოკჰოლმამდე სიკეთის და კარგის კეთება 19.11.2022 32:26
თემო პოტასკაევი სამი წლისა იყო, როცა ოჯახმა სოხუმი დატოვა. იურისტი და მგალობელი ახლა სტოკჰოლმში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე თემოსთან ერთად გიამბობთ გზაზე სოხუმიდან სტოკჰოლმამდე, მის ბაბუაზე, რომელიც უკრაინიდან წამოიყვანეს სულ პატარა მეორე მსოფლიო ომის დროს.
მარიამ ბაზმანი: „იტალიამ მეტი მოგვცა, ვიდრე საქართველომ“ 12.11.2022 31:16
მარიამი 12 წელია იტალიაში ცხოვრობს და ამბობს, „ნახევრად იტალიელი ვარო.“ პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ დაწერა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში “სიღარიბის თემა დოსტოევსკის ნაწარმოებებში” და რამ უბიძგა ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიური ენის სახელმძღვანელოს შექმნისკენ.
Similar podcasts
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.