რადიო თავისუფლება

შინ - უცხოეთში

Society KA ↓ 128 episodes

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

Author

რადიო თავისუფლება

Category

Society

Podcast website

www.radiotavisupleba.ge

Latest episode

Apr 10, 2026

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android 5M+ downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

სოლომონ ნერგაძე: მიზანი - ვასწავლო კიბოს უჯრედს მოიკლას თავი 05.11.2022

სოლომონ ნერგაძე - მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორია პავიის უნივერსიტეტში. პოდკასტის ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად გიამბობთ, რა მიზანი აქვს კვლევას, რატომ უყვართ სტუდენტებს პავიაში ქართველი პროფესორი, როგორ დაიწყო კვლავ მოთხრობების წერა იტალიაში.

ნენო გაბელია რომში: "აუცილებლად დავბრუნდებოდი აფხაზეთში" 22.10.2022

პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევრის, ნენო გაბელიას ცხოვრებაზე რომში. ნენომ მიაგნო იქ გიორგი აფხაზის საფლავს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იკვლევს აფხაზეთის კონფლიქტს. მისი ოჯახი წარმოშობით გალიდანაა.

საბინა ჭანტურია - კომპოზიტორი და მომღერალი შვედეთიდან 16.10.2022

პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ საბინა ჭანტურიაზე, შვედეთში დაბადებულ მუსიკოსზე, კომპოზიტორსა და მომღერალზე.

სალომე გოგოლაძე - უცხოეთში მუშაობა მარტო ქალების ტვირთი არ უნდა იყოს 09.10.2022
ჯაზი ნეკარზე, ჰაიდელბერგში - პაატა დემურიშვილი 01.10.2022

პაატა დემურიშვილი გერმანიაში, მანჰაიმში ცხოვრობს. სამ ათეულ წელზე მეტია, მუსიკოსი და პიანისტი უცხოეთშია. JAZZ am NECKAR მისი დაარსებული კონცერტების სერიაა.

ელიზა გამრეკელაშვილი: „ვიწყებთ ახალ ცხოვრებას“ 17.09.2022

სამხრეთი იტალიის ერთ პატარა ქალაქში, გრავინაში სახლობს ამჟამად ელიზა გამრეკელაშვილი თავის მეუღლესთან, გურამთან და შვილებთან, პატარა ნერსესა და ნარესთან ერთად. საქართველო დატოვეს და ახალ ცხოვრებას იწყებენ.

სიყვარული, შემართება - მარიამ კემპტნერი 03.09.2022

მარიამ კემპტნერი (ხაჩიძე) ჰაიდელბერგში ფრანგული რესტორნის, „ტატის“ მფლობელია. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე მარიამთან ერთად გიამბობთ ამ განსაკუთრებულ ადგილზე; მის შემართებასა და სიბეჯითეზე - არ უღალატოს ქმართან ერთად დაწყებულ საქმეს და მუსიკაზე, რომელიც რესტორანში ისმის ხოლმე...

თათია ქორთუა - მუსიკოსი ბერლინში 20.08.2022

თათია ქორთუა  ბერლინში ცხოვრობს. მუსიკოსია, თვითონ თხზავს მუსიკას, სიმღერების ტექსტებს, მღერის... პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე თათიასთან ერთად გიამბობთ მის საქმიანობაზე, უცხოეთში ცხოვრებაზე და იმაზეც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ბავშვების აღზრდაში და როგორ იწერება სიმღერები ინგლისურად.

ირაკლი ჭრელაშვილი - ხელოვნებასა და ცხოვრებაზე ამერიკაში და ჩვენთან 06.08.2022
„ჟოზეფინა“ სიზმრიდან და მხატვარი სოფი მოდებაძე გალისიაში 23.07.2022
თამარ ბერულავა გერმანიის სახელმწიფოს სამსახურში 16.07.2022
სოსო ბლიაძე და მისი ფილმი „ჩემი ოთახი“ 09.07.2022

„ჩემი ოთახი“ საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ. მის რეჟისორს, იოსებ „სოსო“ ბლიაძეს, ოქროპირ რუხაძე კარლოვი ვარიში შეხვდა და ესაუბრა 9 ივლისს დასრულებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარებულ მის ფილმზე, ცხოვრების ერთი-ორ ამბავსა და კინოში გულწრფელობაზე, მეგობრობაზე, ქალების თავისუფლებაზე.

ვახო კირთაძე: ჩემს შვილებს ეყვარებათ საქართველო 02.07.2022
თათია ჯულაყიძე ლონდონში. BP - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა 27.06.2022

პოდკასტის, „შინ-უცხოეთში“, ავტორ ოქროპირ რუხაძეს ლონდონში, BP-ში, ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი ევროპის რეგიონში, თათია ჯულაყიძე უამბობს ცნობისმოყვარეობის ნიჭზე, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა უამბოს ინგლისურ სამყაროში ქართული ზღაპრები თავის პატარა გოგონას.

სანდრო თიგიშვილი - ვიოლინო, შვეიცარია და Georgian Chamber Soloists 19.06.2022
პატარა ბარბარე მაასტრიხტში. დედა - ნინო ურდულაშვილი გვიამბობს 21.05.2022

მაასტრიხტში, ნიდერლანდის ულამაზეს ქალაქში, ცხოვრობს ოჯახი: ბარბარე და ანაბელი, მათი დედა, ნინო და მამა ბესო.

"ერთად დავძლიოთ ინსულტი!" - ზურაბ ნადარეიშვილის ამერიკაში ახდენილი ოცნებები 14.05.2022

ზურაბ ნადარეიშვილი - ექიმი-ნევროლოგი, ინსულტის სპეციალისტია. ვირჯინიის ჰოსპიტალური ცენტრის ასოცირებული პროფესორი პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად გვიამბობს თავის გზაზე კანადიდან აშშ-ში, ინსულტთან ბრძოლაზე, მიღწევებზე ამ საქმეში, თავის წარმატებაზე მედიცინაში.

ნინო ლომსაძე: ჩემი ნამუშევრები ძლიერ ქალებს ეძღვნება 08.05.2022
ვახო ჭეიშვილის „ხელოვნება, როგორც ქართული პოლიფონია“ 01.05.2022

ვახო ჭეიშვილი ხელოვნების კურატორი და თან ხელოვანია, ახლა მიუნხენში ცხოვრობს. ხელოვნების ერთმა ევროპელმა კრიტიკოსმა უთხრა, შენი ხელოვნება ქართული პოლიფონიასავითააო. ვახო 1990-იანი წლების დასაწყისში წაიყვანეს მშობლებმა გერმანიაში. ახლა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში მუშაობს სადოქტორო თემაზე, რომელიც ესთეტიკის საკითხებთანაა დაკავშირებული. მას მოზრდილთა განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების და იმიჯის...

გიორგი ჯამბურიას ახალი მისტერიული თეატრი 16.04.2022

ხელოვნება, როგორც თავგადასავალი და ახალი მისტერიული თეატრი: პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ გიორგი ჯამბურიაზე. ის ცხოვრობს და მუშაობს როგორც რეჟისორი, მწერალი და მთარგმნელი ბერლინსა და თბილისში. გიორგი ჯამბურიამ ისწავლა ბერლინში ფილოსოფია და გერმანული ფილოლოგია, შემდეგ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა სასცენო წერის განხრით. მისი სადიპლომო პიესა „გველის მჭამელის...

იშვიათი ხმის მფლობელი - ნანიკო ძიძიგური 09.04.2022
ლელა გრისბახი - გერმანიაში საკუთარი თავის იმედად 28.03.2022

პოდკასტის "შინ - უცხოეთში" ავტორი, ოქროპირ რუხაძე ბერლინში მცხოვრებ ლელა გრისბახთან ერთად გიამბობთ წარმატებულ ქალზე, რომელმაც იცის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ და თუ დამოუკიდებლობა გვსურს, სხვის იმედად არ უნდა ვიყოთ

ქართველი უკრაინაში - ავთანდილ კოხოძე 19.03.2022

ავთანდილ კოხოძე იძულებული იყო ოჯახთან ერთად კიევი დაეტოვებინა და ახლა დასავლეთ უკრაინაში, ლუცკშია, ორ შვილთან და ცოლთან ერთად. უკრაინაში ის სიყვარულმა წაიყვანა 2009 წელს და იქვე დარჩენა ამჯობინა. პოდკასტის "შინ უცხოეთში" ავტორი, ოქროპირ რუხაძე განათლებით ფსიქოლოგ ავთანდილ კოხოძესთან ერთად გესაუბრებათ შიშსა და სიმამაცეზე ომის პერიოდში, უკრაინელების თვისებებზე, ამ ქვეყნის ხალხის ახლანდელ ერთიანობაზე...

გიორგი კვაჭაძე - ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფინეთში 12.03.2022

გიორგი კვაჭაძე ფინეთში ცხოვრობს. ის წვიმიან, მაგრამ თბილ ბათუმში გაიზარდა. რუსეთის აგრესიის გამო ფინეთის ნეიტრალიტეტისთვის შექმნილ საფრთხეზე, შრომისადმი თავის არაქართულ დამოკიდებულებაზე, ფინურ ხუმრობაზე, თევზეულსა და ამ ქვეყნის კულინარიაზე, და სხვა ამბებზე ესაუბრება გადაცემის „შინ - უცხოეთში“ ავტორი, ოქროპირ რუხაძე ეკონომისტს, რომელიც ახლა ბიზნესის ანალიტიკოსია ფინეთის უძველეს კომპანიაში, ვიჰურის...

ლიზი მამრაძე - „ეკონომმუსიკოსი“ ჰაიდელბერგში 19.02.2022

ლიზი მამრაძემ გერმანიაში, მანჰაიმის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის სწავლა როცა დაიწყო, უკვე პიანისტი იყო. „ეკონომმუსიკოსმა“, როგორც მას მეგობრებმა შეარქვეს, უკვე სწავლისას გამოიჩინა თავი თეორემების ამოხსნის ყველაზე არასტანდარტული გზების მიგნებით. ახლა ის, მაგისტრის ხარისხით, ჰაიდელბერგში საერთაშორისო კომპანიის, „პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ თანამშრომელია.

Listen to the შინ - უცხოეთში podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.