რადიო თავისუფლება

შინ - უცხოეთში

Society KA ↓ 128 episodes

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

Author

რადიო თავისუფლება

Category

Society

Podcast website

www.radiotavisupleba.ge

Latest episode

Apr 10, 2026

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android 5M+ downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

ლელა კუკავა: ამ ქვეყანას სიკეთე მინდა დავუბრუნო 28.04.2024
შინ - უცხოეთში: ჰელენა გეორგე 20.04.2024

ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი. თავის ქმართან, მიხაელ ვენკთან ერთად უძღვება ბავარიის დედაქალაქში „იოჰანეს გალის თეატრს“, რომელიც საწვრთნელი ცენტრიც არის დიდისა და პატარისათვის. ჰელენა გეორგე ქოუჩიც არის, რეჟისორიც, ბავშვების აღმზრდელიც და მხატვარიც.

შინ უცხოეთში: გურამ ჩაჩანიძე 15.04.2024

გურამ ჩაჩანიძე ათენელი არტისტია. გვიამბობს ფოტოხელოვნებაში ძვრებზე, ათენში გადაღების უპირატესობაზე და იმაზეც, რომ ეს ქალაქი კვალს ამჩნევს არტისტს. ბოლო გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“. მისი პიესა კი მწვავე თემაზეა: საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ქალებზე.

მართლმადიდებელი თეოლოგი კათოლიკური „კარიტასის“ სამწყსო მსახურებაში - მირიან გამრეკელაშვილი  08.04.2024

მირიან გამრეკელაშვილი ბავარიაში ცხოვრობს, იქ დაიცვა სადოქტორო თემა. მიუნხენში მოიკიდა ფეხი ოჯახთან, ცოლსა და გოგონასთან ერთად. თეოლოგის დოქტორი, მკვლევარი, კათოლიკური ეკლესიის „კარიტასად“ წოდებულ სოციალურ სამსახურში სოციალური მუშაკია, მისი ძირითადი საქმიანობა უცხოეთიდან ჩასულ ადამიანებზე ზრუნვაა.

შინ უცხოეთში: დავით მალტეზე (მაღალთაძე) 23.03.2024

საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.

ნინო ხარატიშვილის „პენთესილეა. რეკვიემი“ ბერლინში 11.03.2024

პოდკასტი „შინ უცხოეთში“ ბერლინში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე გიამბობთ.  ქართულ-გერმანული „პენთესილეა. რეკვიემი“ ნინო ხარატიშვილმა დადგა თავისივე  დრამის მიხედვით. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე ბერლინში პრემიერას დაესწრო.

ზურა ბაკურაძე - მცდელობა, მართალი სიტყვა ვთქვა 18.02.2024
შინ - უცხოეთში: თეონა მოსიას ქართული ჯაზი ვენაში 10.02.2024
ირინა გაბიანი 03.02.2024
გელა ზასოხაშვილი (ზასჰოფი) 28.01.2024

ექიმობა, გელა ზასოხაშვილი ფართო პროფილის ქირურგი და ორთოპედია, მისი პროფესიაა. ვაზის მოვლა, გერმანიაში ქართული ჯიშების გახარება და ღვინის დაწურვა-დაყენება გერმანიაში გაღვიძებულმა მიწის სიყვარულმა ასწავლა.

27 წელი ათენში - MaiArt-ი და ასრულებული ოცნებები 30.12.2023

ღამე, სიზმარშიც ვხედავ ხოლმე ახალ ფორმებს, ახალი ქმნილების მოდელს, ვიღვიძებ და ესკიზს ვაკეთებო. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდებაო, ამბობს მაია სააკაძე ახლა.

პავლე ჯაფარიძე - წყალბურთი და სიახლის წყურვილი 24.12.2023
ირაკლი ნუცუბიძე - დრამატული ბარიტონი ოპერის ქვეყანაში 10.12.2023
დედა ემიგრაციაში - ცხოვრების ახალი ფურცელი 02.12.2023

ქეთი ნოგიევა იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს იტალიაში წასვლაზე, იქ განცდილსა და მიღწეულზე, საქართველოში დატოვებულ პატარა ევასა და ქართულ-იტალიურ ტელევიზიაზე - ცხოვრების ახალ ფურცელზე.

ირაკლი ბეჭვაია - მომავლის ძრავა და თავისუფლება სხვებისთვის 26.11.2023
ლიკა კევლიშვილი ვენაში - ცხოვრების ხარისხი და სასწაულის საზღვარი 12.11.2023

სიმარტოვეში სიკვდილი, ავადმყოფობის შიში, იძულება - ავსტრიის ხელისუფლებას ჩაბარდნენ მძიმე სენით შეპყრობილები - ესაა პოდკასტის ამ სეზონის თემები. ავტორი, ოქროპირ რუხაძეს ვენაში მცხოვრები ლიკა კევლიშვილი ესაუბრება იმაზე, როგორ ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს ის ავსტრიაში სამკურნალოდ ჩასულებს.

არტისტი გოჩა გაიოზი ბუენოს-აირესში: ხვალისთვის ხვალემ იზრუნოს 29.10.2023

არტისტი გოჩა გაიოზი (შათირიშვილი) 27 წელიწადია, არგენტინაში ცხოვრობს. ხელოვანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, პოდკასტის ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ერთად, მოგიყვებათ წარსულზე, ბუენოს-აირესში კულტურულ ცხოვრებაზე და აგიხსნით, ხვალისთვის ხვალემ რატომ უნდა იზრუნოს.

მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე - ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყოდი 15.10.2023

ბელა მახარაძე მევიოლინეა - მუსიკოსების ოჯახის დედა გერმანიაში. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ შექმნეს კავკასიის კამერული ორკესტრი გერმანელ მუსიკოსთან, მომავალ მეუღლესთან ერთად, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ბელა...

იუნონა გურული - მწერალი და მინიდედამიწის გერმანულის მასწავლებელი 23.09.2023
მარი ბათილაშვილი: იტალიამ მუსიკაში ის მათქმევინა, რაც მსურდა 16.09.2023

იტალიაში, პეზაროში ცხოვრობს პიანისტი მარი ბათილაშვილი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, რატომ ჩავიდა იქ 12 წლის წინ, როგორ გახდა ჯუზეპე დი კიარას მოწაფე და როგორ დაუკრა ვატიკანში, რომის პაპის თანდასწრებით.

გიორგი დუნდუა: უნდა ვისწავლოთ ცნობიერად ცხოვრება 09.09.2023

ფერმწერმა და პოეტმა, გიორგი დუნდუამ გერმანიაში გაატარა 20-ზე მეტი წელიწადი. ახლა თბილისშია ოჯახთან ერთად. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უხსნის ის, რას განიცდის თბილისში, თავის სახელოსნოში გამოფენის წინ გაჩენილი ხანძრის გამო და ბერლინზე, თბილისზე, მეუღლესა და სიყვარულზე დაწერილ ლექსებს კითხულობს.

ვერა მურღულიას „სათავგადასავლო რბოლა“ 27.08.2023

პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე დღეს გიამბობთ ვერა მურღულიაზე. ვერა საქართველოში სათავგადასავლო ავტორბოლის დამაარსებელია. სამი შვილის დედა ჰყვება, როგორ ასწავლიდა სტუნტობისას ვინდსერფინგს, რატომ დარჩა საფრანგეთში სწავლის მერე და როგორ უყვარს საჭის ტრიალი.

დაჩი ხუციშვილი - ქართველი ინჟინერი შოტლანდიაში 20.08.2023

დაჩი ხუციშვილი ბრიტანეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და შემდეგ სამშენებლო-საინჟინრო სფერომ გაიტაცა. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, დაჩი უამბობს, რატომ ჩამოშორდა ფეხბურთის თამაშს, როგორ გახდა პროფესიონალი სამოქალაქო ინჟინერი და როგორი ხალხია შოტლანდიელები.

ლირიკული სოპრანო მარიამ გოგბერაშვილი - ნეაპოლმა ხელგაშლილმა მიმიღო 09.08.2023

იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობს ქართველი ლირიკული სოპრანო. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ახალგაზრდა მომღერალზე, მარიამ გოგბერაშვილზე. მარიამი იხსენებს თავის პროფესორს, კიბოს დაავადების მიუხედავად რომ არ შეწყვიტა სწავლება; გიამბობთ, როგორ მიიღო ის ნეაპოლმა.

ბედნიერება ბედნიერების წილ: „სულის ექიმი“ ნინო ვაისი 23.07.2023

ნინო ვაისი ჰანოვერის რეგიონში რამდენიმე ფსიქიატრიულ კლინიკას ხელმძღვანელობს. 

Listen to the შინ - უცხოეთში podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.