NEXT.On.ge
შემდეგი პოდკასტი
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
აპოლოდან არტემისამდე — მთვარის მისიები 29.09.2022 1:06:34
1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს. დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის გაგზავნის გეგმის შესახებ ჯერ კიდევ 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა. დღეს ადამიანი მთვარეზე ბრუნდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ამბიციური გეგმებით. არტემისის მისიების ფარგლებში ჩვენ დედამიწის თანამგზავრზე ბაზის შექმნას და იქ გრძელვადიანი კ...
სამეცნიერო ფანტასტიკა — მეცნიერება და ტექნოლოგიები ფანტასტიკაში 01.09.2022 1:41:36
სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის, კინოსა და სხვა განხრების ის ჟანრია, რომელიც მნიშვნელოვნად სწორედ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ამ ჟანრში გვხვდება მომავლის სამყაროები, მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები, პარანორმალური შესაძლებლობები და ყველაფერი ის რაც მომავალში შეიძლება რეალობად იქცეს. ფანტასტებს ხშირად განუსაზღვრავთ მომავალი და მეცნიერული თუ ტექნოლოგიური პროგრესი. ეს ის ჟანრია, რომე...
ინტერვიუ გია დვალთან — კვანტური ფიზიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება... 29.08.2022 1:23:32
პოდკასტში შეგიძლიათ მოუსმინოთ ინტერვიუს ცნობილ ფიზიკოსთან გია დვალთან. ინტერვიუ ჩაიწერა ბათუმში ვიდეოს სახით და ახლა თქვენ აუდიო ფორმატის მოსმენის საშუალებაც გაქვთ. ინტერვიუში გია დვალი Next.on.ge-ის რედაქტორთან ერთად საუბრობს ისეთ თემებზე როგორიცაა კვანტური მექანიკა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება, კლასიკური ფიზიკა, პოსტჰუმანიზმი, ფუტურიზმი, სამეცნიერო ფანტასტიკა და სხვა.
კვანტური მექანიკა — განუზღვრელი მიკრო სამყარო 02.08.2022 1:12:14
კვანტური მექანიკა მიკრონაწილაკების (ელემენტარული ნაწილაკების: ატომების, ელექტრონების კვარკების და ა.შ.) და მისი სისტემების აღწერის კანონებს შეისწავლის. კვანტური მექანიკის კანონები მატერიის აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ კანონებით იხსნება ატომების და ატომბირთვების აგებულება, ქიმიური ბმის ბუნება და რაც მთავარია ხსნის იმას, რისგანაც მთლიანად მატერიალური სამყარო შედგება. თ...
ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ 29.07.2022 59:28
კაცობრიობას ახალი თვალი აქვს და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია! ვები 25 დეკემბერს გაეშვა და ის 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ტელესკოპი ორბიტაზე განთავსდა, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. მისი შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით,...
კიბორგობა თუ ადამიანობა — როგორი იქნება მომავალი 30.06.2022 1:13:18
პოსტჰუმანისტებსა და ტრანჰუმანისტებს მიაჩნიათ, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში არ უნდა იყოს. დღეს ადამიანი უკვე იცვლება და ამაში დიდი როლი სწორედ ტექნოლოგიებს აქვთ. იმპლანტები, გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი — ეს ყველაფერი ადამიანის ფიზიკურად შეცვლას წინასწარმეტყველებს. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგ...
ტრანსპორტის მომავალი — მფრინავი და თვითმართვადი მანქანები 22.06.2022 1:36:37
ტრანსპორტი ჩვენთვის გადაადგილების საშუალებაა. ამ მხრივ ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა კომფორტის შექმნას, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლის გამარტივებას და რაც მთავარია, გადაადგილების დაჩქარებას. დღეს გვყავს მანქანები, თვითმფრინავები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული ავტომობილები, მფრინავი მანქანები და თვითმართვადი მოწყობილობები. მომავალში მძღოლის პროცესია შეიძლება...
მზის სისტემა — როგორ გაჩნდა დედამიწა 03.06.2022 1:15:03
მზის სისტემა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან შედგება. ამ სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლისგან მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზეზე მოდის. ჩვენი პლანეტა დედამიწა მზის გარშემო მბრუნავი ერთ-ერთი პლანეტაა. ერთი შეხედვით ეს სისტემა იდეალურად მუშაობს, მაგრამ როგორ გაჩნდა ის, როგორი იყო მზე და პლანეტები თავის პირველ წლებ...
რობოტიკა და ავტომატიზაცია — როგორი იქნება მომავალი 31.05.2022 1:11:34
რობოტიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ავტომატიზაცია. რუტინულ სამუშაოებში ადამიანს მანქანები ანაცვლებს, რითაც ჩქარდება განვითარება და წარმოება. ავტომატიზაცია მოიცავს ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, სადაც ადამიანების ფიზიკური ჩართულობა სულ უფრო მცირდება და ეს რობოტიკაზე დამოკიდებული ხდება. პროგრესის პარალელურად ჩნდება შეკითხვები სადამდე გაგრძელდება ავტომატიზაცია და როგორი იქნებ...
დიდი ადრონული კოლაიდერი — კაცობრიობის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი 26.05.2022 1:01:05
დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკების ამაჩქარებელია. ის 2008 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაცობრიობას უდიდესი აღმოჩენები მოუტანა. LHC შედგება ზეგამტარი მაგნიტების რგოლისგან და აქვს მრავალი მოწყობილობა. კოლაიდერი ცენრნში, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ჟენევასთანაა ახლოს და ის მიწისქვეშ 27 კილომეტრზეა გადაჭიმული. კოლაიდერი მუდმივად ახლდება, ის ახლაც მოდიფიკ...
ადრეული ადამიანები დმანისში — ბრძოლა გადარჩენისთვის 30.04.2022 1:05:23
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩვენამდე — ჰომო საპიენსამდე, იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები და სხვა. არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმა...
ომის ევოლუცია — სამხედრო ტექნოლოგია 26.04.2022 1:21:01
პირველი პრიმიტიული "სასროლი იარაღი", იგივე ატლატლი 30 000 წელზე მეტით ხნით თარიღდება და მშვილდის წინაპრად ითვლება. უშუალოდ ომისთვის სპეციალიზებული ტექნოლოგიის ყველაზე ადრეული მტკიცებულება კი იერიხონის ქვის კედლებია, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინ არის აგებული. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიარაღებაც ვითარდებოდა და ის სულ უფრო ლეტალური ხდებოდა. უკვე დღეს ადამიანებს ისეთი იარაღი გვაქვს რ...
ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი 21.04.2022 55:01
ლაბორატორიული ხორცი, როგორც სიტყვა გვეუბნება ლაბორატორიაში წარმოებული საკვებია, რომელიც ქსოვილის მცირე ნიმუშის დამუშავებით იზრდება. უჯრედები, რომლებსაც ლაბორატორიებში ზრდიან, ზუსტად ისეთივეა, როგორც მაგალითად ძროხის კუნთოვან სისტემაში. უჯრედებს ჯანმრთელი ცხოველისგან იღებენ (ცხოველი პროცესში არ კვდება) და მას საჭირო ნივთიერებებით კვებავენ, მანამ სანამ გაყოფასა და ზრდას არ დაიწყებენ. ამ პროცესს, დაა...
ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი 05.04.2022 1:07:11
ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება. ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნ...
ტრანზისტორების ისტორია — მურის კანონის დასასრული 31.03.2022 1:02:23
ტრანზისტორის გამოგონების შემდეგ, მათი რაოდენობა, სტაბილურად იზრდება, რამაც ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოთვლითი სიმძლავრის ექსპონენციალური ზრდა გამოიწვია. თუმცა, არსებობს გამოწვევა და ეს ტრანზისტორების ზომაში დაპატარავებაა. 2022 წლის მურის კანონის პრობლემაც ესაა, ტრანზისტორის ზომა ახლა უკვე იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ მათი დაპატარავება აღარ შეგვიძლია — ეს კი ტექნოლოგიების პროგრესს საფრთხე უქმნის....
კიბერუსაფრთხოება ომისას — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი 29.03.2022 1:19:41
სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების უმეტესობა კომპიუტერებში ინახება. ციფრულ სისტემებშია თავმოყრილი ბანკების, ტრანსპორტის, სატელიტების, საკომუნიკაციო არხებისა თუ მედიის მართვის სადავეებიც. შესაბამისად, მათი სამიზნეში ამოღებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაა შესაძლებელი. დღეს ფრონტის ხაზი ციფრულ სამყაროზეც გადის. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა დაიწყო უკრაინული ვებსაიტების წ...
მედია და ტექნოლოგიები — საინფორმაციო ომი 28.02.2022 1:29:30
მედია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებების ერთობლიობაა. ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების ეპოქაში მისი ძალა იმაზე დიდია ვიდრე ეს ოდესმე. დღეს მედია პირდაპირ დაკავშირებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან და შესაბამისად გარდაიქმნება. სწორედ ეს განსაზღვრავს ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეს — მტრედებიდან ინტერნეტამდე. ამის ფონზე სულ უფრო მეტი ძალა ცდილობს მედიით მანიპულირებას დ...
სოციალური ქსელები — წარსული, აწმყო და მომავალი 22.02.2022 1:22:08
ციფრული სამყაროს გამოჩენასთან ერთად სოციალური ქსელების განვითარება მოხდა და დღეს მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობისა და ლოიალურობის მხრივ გადამწყვეტი როლი აქვს. სოციალური ქსელები ეს ის სივრცეა, სადაც კონტენტს ძირითადად თავად მომხმარებლები ქმნიან, მაგრამ ამ პროცესებს უმძლავრესი ალგორითმები აკვირდებიან. . . პოდკასტში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდის გამ...
დამატებითი განზომილებები — როგორია სამყარო 04.02.2022 1:26:56
ფიზიკაში დამატებითი განზომილებები შემოთავაზებულია სამი სივრცითი და ერთი დროითი განზომილებების მიღმა (3 + 1). მეცნიერებაში დამატებითი განზომილებების შესწავლის პირველი მცდელობები დაფუძნებულია კალუზა-კლეინის თეორიაზე. დღეს უკვე სხვადასხვა სამეცნიერო თეორია მიგვანიშნებს, რომ სამყაროში შეიძლება იყოს ბევრად მეტი განზომილება ვიდრე ამას ჩვენ აღვიქვამთ. დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ იმ დამატებით განზომილებ...
სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში — საინვესტიციო შესაძლებლობები 31.01.2022 47:50
პოდკასტში ვსაუბრობთ სტარტაპ ეკოსისტემაზე საქართველოში — ის თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან, როგორ ვითარდება ეს სფერო და რა პერსპექტივები აქვს მას. ასევე, ვმსჯელობთ საინვესტიციო კლიმატზე — როგორ შეიძლება სტარტაპებმა მიიღონ დაფინანსება საქართველოში. და რაც მთავარია, როგორ უნდა დავაფუძნოთ სტარტაპი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის დავით ჩიხლაძე, საინვესტიციო სა...
დიზაინ სისტემა — კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა 31.01.2022 39:01
დიზაინ სისტემა კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა და ხშირად გამოყენებადი ელემენტების ნაკრებია. ეს მოიცავს როგორც ზოგადად დიზაინს, ისე დეველოპმენტს. ინოვაციური სისტემა საერთო ბიბლიოთეკაა, ერთგვარი ბრენდბუქი, რომელიც ერთ სტანდარტშია მოქცეული, რაც კომპანიას ციფრული არხების საერთო კონცეფციის გარშემო გაერთიანების საშუალებას აძლევს. დიზაინ სისტემაში ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა სხვადსხვა ციფრული ა...
წლის შეჯამება — რა შეცვალა 2021-მა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში 10.01.2022 1:30:11
2021, მიუხედავად პანდემიისა და უამრავი სხვა გამოწვევებისა, მეცნიერებისთვის საკმაოდ საინტერესო და კარგი წელი გამოდგა. სწორედ პანდემია არის ფაქტორი, რომელმაც მეცნიერების განვითარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, კვლევები და ზოგადად მეცნიერების პროგრესი არ შენელებულა და რაღაც ასპექტში, დაჩქარდა კიდევაც. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წ...
ჩიპების იმპალნტაცია და ბიოჰაკინგი — როგორი იქნება მომავალი 29.12.2021 1:08:05
დღეს უკვე ათასობით ადამიანი ატარებს სხეულით მიკროჩიპს და ელექტრონულ გადამცემს. ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო დანიშნულების მხრივ, ისე უბრალოდ ყოველდღიურობის გასამარტივებლად. სამედიცინო დანიშნულების გარდა, მსგავს მოწყობილობებს საკრედიტო ბარათების, სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეთავსება შეუძლიათ. ბევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, არის სპეკულაციებიც, მაგრამ როგორც ექსპერტები გვეუ...
ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი 23.12.2021 1:01:18
სულ მალე კაცობრიობას ახალი თვალი ექნება და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია. ტელესკოპი ამ თვეში — 25 დეკემბერს გაეშვება და ის 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება დედამიწიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფა...
შემდეგი პოდკასტი: ევოლუცია — სიცოცხლის გვერდითი ეფექტი 30.11.2021 1:38:39
ევოლუცია მომდევნო თაობებში ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობაა — ეს მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. სწორედ ევოლუციამ წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით. მეცნიერები ზოგჯერ ევოლუციას სიცოცხლის გვერდით ეფექტსაც ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლე მსგავსი პროცეს...
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.