NEXT.On.ge
შემდეგი პოდკასტი
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
DataFest Tbilisi — 5 წელი მონაცემთა სამყაროში 27.11.2021 1:11:33
DataFest Tbilisi არის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აერთიანებს უამრავ საინტერესო ადამიანს, როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან. ღონისძიებაზე სასაუბრო თემებია ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, სტარტაპ ინდუსტრია და რაც მთავარია მონაცემები — როგორც მას ეძახიან ციფრული სამყაროს ნავთობი. ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ ტარდება და მას უკვე თამამად შ...
მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი 10.11.2021 1:33:14
28 ოქტომებრს გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. (იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს იგივე ერქმევა). ერთი შეხედვით გაუგებარი ცვლილება პირდაპირ დაკავშირებულია მეტავერსთან. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან. საუბარია ისეთ ვირტუალურ რეალობაზე, სადაც ადამიან...
ბიოარტი — მომავლის ხელოვნება 31.10.2021 1:21:19
ბიოარტი ხელოვნების ახალი მიმდინარეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია არსებობს. ბიოარტის ფუნდამენტური განმასხვავებელი შემდეგია — ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ცოცხალი. ის იბადება, იზრდება და კვდება — როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი. ბიოარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში. ხელოვნების ეს მიმდინარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან: ბიოლოგიასთან, გენურინჟინერიასთან, პრო...
FACEBOOK — პრობლემები, უსაფრთხოება და ამბიციები 25.10.2021 1:32:09
ფეისბუქი 2004 წელს დაფუძნდა, დღეს სოციალური მედიის გიგანტს 3 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს და ის ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა, წარმატებებთან ერთად არსებობს პრობლემები. 4 ოქტომბერს ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp გლობალურად გაითიშა. ამასთან, არსებობს უსაფრთხოების პრობლემები — ჩნდება შეკითხვა, რამდენად უს...
ტვინი და ვიდეოთამაშები — რა იცვლება 18.10.2021 1:34:16
პირველ ვიდეოთამაშად ითლება 1940 წელს შექმნილი თამაში სახელად მიმატრონი. ეს უზარმაზარი მანქანა იყო, რომელიც სათამაშო აპარატს ჰგავდა და მოთამაშეს სთავაზობდა კომპიუტერთან ერთად ნათურის ჩაქრობას. დღეს ვიდეოთამაშების ინდუსტრია 160 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება. როგორც კვლევები და ტვინზე დაკვირვებები აჩვენებს, ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში, თავსატეხების ამოხსნასა და მ...
გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი 30.09.2021 1:08:28
გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება. კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, ბუნებრივი ფაქტორების გარდა ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული გლობალური დათბობის დომინანტური ფაქტორია. ამის ფონზე ჩვენ უკვე დ...
ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე 28.09.2021 1:35:56
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს. დღეს ჩვენ ვქმნით ცივილიზაციებს, ქალაქებს, ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე, რადგან პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე სხვა "ადამიანებიც" დააბიჯებდნენ. ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე, ბევრად უ...
მულტიპლანეტარული ცივილიზაცია — კაცობრიობის მომავალი 16.09.2021 1:23:33
მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. ყველა პროგნოზით, ამ მხრივ პირველი პლანეტა, რომელსაც ადამიანი დედამიწის შემდეგ აითვისებს მარსი იქნება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პლანეტა, რომელსაც ადამიანი აითვისებს და მარსის შ...
კოსმოსი და ადამიანი — მეცნიერება და ტურიზმი 31.08.2021 2:07:09
კოსმოსში ადამიანის მოგზაურობის ისტორია 60 წელზე მეტს ითვლის. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი, იური გაგარინი პირველი ადამიანი იყო, რომელიც კოსმოსში გავიდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა თემატური მისიები, მათ შორის ადამიანის პირველი ნაბიჯები მთვარეზე. დღეს მორიგი მსგავსი "პირველი ნაბიჯების" მოლოდინში ვართ და ამჯერად მარსზე. მარსის მისიის პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კოსმოსური ტურიზმი. ამი...
ასტროფოტოგრაფია — როგორ დავინახოთ კოსმოსი 28.08.2021 1:10:14
მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ასტრონომიას ციური სხეულების კვლევაში ფოტოგრაფიის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე შეემატა. ფოტოგრაფიამ დაგვანახა კოსმოსის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც აქამდე მხოლოდ მკვლევრები სწავლობდნენ. ასტროფოტოგრაფიული ნამუშევრის შესრულება პირველად 1839 წელს ფრანგმა მეცნიერმა ლუი დაგერმა სცადა. მას მთვარის დაფიქსირება სურდა, თუმცა ნამუშევარზე დედამიწის თანამგზავრი ლაქად აისახ...
პოსტჰუმანიზმი — კაცობრიობის მომავალი 18.08.2021 1:24:56
თუ ჰუმანიზმმა ადამიანი ზედა საფეხურზე აიყვანა, პოსტჰუმანიზმს მიაჩნია, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში აღარ უნდა იყოს. პოსტჰუმანისტები, რომლებსაც ზოგჯერ ტრანსჰუმანისტებსაც უწოდებენ, ამტკიცებენ, რომ მომდევნო საუკუნეში ადამიანი რადიკალურად შეიცვლება, ამისთვის კი იმპლანტებს, გენურ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს და ბევრ ისეთ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რა...
კორონავირუსი და ვაქცინაცია 31.07.2021 1:14:23
2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთში დააფიქსირეს, COVID-19 სხვდასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით დღემდე ვირუსით 200 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 მილიონზე მეტი დაიღუპა. მას შემდეგ რაც გლობალური ვაქცინაცია ოფიციალურად დაიწყო, უკვე დღეს აცრები დაწყებულია ყველა კონტინენტზე, 213 ქვეყანასა და რეგიონში. მთლიანობაში გამოყენებულია 3,5 მილიარდზე მეტი დოზ...
STEM განათლება — მომავლის პროფესიები 29.07.2021 1:06:58
STEM განათლება საკუთარ თავში მოიცავს სწავლებას, რომელშიც შედის მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. სწორედ ეს ოთხი სფეროა, რომელიც თანამედროვე განვითარებული სამყაროსთვის აუცილებელია. STEM განათლების მიღება ბავშვებს სულ პატარა ასაკიდან შეუძლიათ და ის საკუთარ თავში მოიცავს რაც შეიძლება მეტ პრაქტიკას. პოდკასტში ვისაუბრებთ STEM განათლებაზე, მიმოვიხილავთ მომავლის პროფესიებსაც და ვეცდებით...
ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში 22.07.2021 1:10:17
ეგზოპლანეტები მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტებია. ისინი მოძრაობენ არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, თუ ვარსკვლავური ნარჩენის გარშემო. ეგზოპლანეტის დაფიქსირება პირველად 1992 წელს დადასტურდა, დღეს კი უკვე ათასობით ასეთი პლანეტაა აღმოჩენილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში 11 მილიარდი პოტენციურად სასიცოცხლო დედამიწის ზომის პლანეტაა. ეს კი ნიშნავს, რომ სამყაროში არამიწიერი სიც...
ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში 30.06.2021 1:02:43
სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანის მიერ შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს ძალიან პრიმიტიული გრაფიკა ჰქონდა. ახლა, დახვეწილ გრაფიკასთან ერთად, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებიც გვაქვს. VR ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ, ძალიან მარტივია დაიჯერო, რომ ვირტუალური რეალობა ნამდვილია. და რა იქნება მომავალში? თუ ჩვენ დამაჯერებელი ვირტუალური რეალობის შექმნის პოტენციალი გვაქვს, მაშინ რა ვიცით, რომ იგივე ოდესღაც სხვებმაც...
იმუნური სისტემა — სიცოცხლის მთავარი დამცველი 29.06.2021 1:13:36
იმუნიტეტი შინაგანი სისტემაა, რომლიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ცოცხალი ორგანიზმის ძირითად თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს. ეს არის სხეულის დამცავი უნარი, რომელსაც ევალება გარეგანი პათოლოგიებისა და შინაგანი დაზიანებული უჯრედების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი სხეული ერთგვარი ციხესიმაგრეა, სადაც მუდმივი ბრძოლაა გაჩაღებული. ციხესიმაგრის პირველი დამცავი ხაზი ჩვენი კანია, რომელიც იგი...
კლონირება — სიცოცხლის არქიტექტურა 24.06.2021 1:06:12
კლონი — ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონები მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების — გენების მიხედვით. მთლიანობაში, ამ პროცედურის გამოყენება ნებისმიერი ორგანიზმის მიმართ შეიძლება. დღეს კლონირება გამოიყენება, როგორც მედიცინის სფეროში, ისე სასოფლო სამეურნეო ინდუს...
დიდი აფეთქება — როგორ გაჩნდა სამყარო 31.05.2021 52:52
დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობის ყველაზე პოპულრაული კოსმოლოგიური ახსნაა, რომლის მიხედვით ყველაფერი წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ. 1927 წელს ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლემეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნ...
Pulsar AI — საქართველოდან გლობალურ ბაზრამდე 30.05.2021 52:04
Pulsar AI ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია. სტარტაპმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა, სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის 2016 წლიდან დაიწყო. უკვე 2019 წელს, Pulsar AI სილიკონ ველის ინვესტორებმა $1,2 მილიონით დააფინანსეს. მას შემდეგ სტარტაპი აქტიურად ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. უმოკლეს დროში პულსარის ღირებულება უკვე რამდენიმე მილიონი დოლარია და შ...
შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები 19.05.2021 1:16:17
შავი ხვრელები სამყაროში ყველაზე მასიური ობიექტებია. მათი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. გიგანტური შავი ხვრელების მასა შეიძლება მზეზე 3 მილიარდჯერ დიდი იყოს. ეს ფაქტიურად მთელი გალაქტიკის მასის პროპორციულია. არის ვარაუდი, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელია მოთავსებული, რომელიც თავისი კოლოსალური გრავიტა...
NFT — ციფრული ხელოვნების მომავალი?! 30.04.2021 42:00
რა არის NFT? NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და სოციალური ქსელის პოსტებიც კი. NFT განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტვიტერის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თავისი პირველი ტვიტი დაახლოებით 3 მილიონ დოლარად გაყიდა. ერთი სიტყვით, NFT არის ის, რაც ციფრული კონტენტის მილიონებად გაყიდვის საშუალებას იძლევა. მას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია,...
ბაქტერიები და ბაქტერიოფაგები — მსოფლიოს უძველესი ომი 27.04.2021 43:05
ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ მძვინვარე ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც ერთ მხარეს ფაგები — ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელები, მეორე მხარეს კი, ზოგ შემთხვევაში არანაკლებ სასტიკი ბაქტერიები დგანან. დედამიწაზე უამრავი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშია. სწორედ მათთან საბრძოლველად ადამიანს ბუნებამ ბაქტერიოფაგები უბოძა. ბაქტერიოფაგები ბაქტერიებზე ნადირობენ და მათ ანადგურებენ. სწორედ ამიტომ ბ...
დროში მოგზაურობა — მეოთხე განზომილების დამორჩილება 16.04.2021 55:18
საუკუნეზე მეტია, მეცნიერები დროში მოგზუარობის ფენომენს სერიოზულად განიხილავენ. 1905 წელს, ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალური თეორია გამოაქვეყნა. თეორიის მიხედვით დრო და სივრცე განცალკევებული არ არის – ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. შესაბამისად, დრო ფიქსირებულად არ გადის, თითქოს რომელიღაცა საათზე იყოს დარეგულირებული. მისი სვლის ტემპი ცვალებადია და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფები და...
ვაქცინაცია — კაცობრიობის იარაღი მიკრობულ სამყაროსთან ომში 30.03.2021 1:41:53
ვაქცინა კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც საგრძნობლად ზრდის. ამაზე ციფრებიც მეტყველებს, მაგალითისთვის, მხოლოდ 2000 წლიდან მოყოლებული, ვაქცინებმა 37 მილიონი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. ხოლო ბოლო დროინდელი კვლევებით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ვაქცინაცია უკვე დიდი ხა...
როგორ გავიმარტივოთ ონლაინ გადახდები — Payze 25.03.2021 42:40
Payze უნივერსალური საგადასახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ნებისმიერი ტიპის პლატფორმას ონლაინ გადახდების წარმოებაში ეხმარება. Payze-მ დღემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, მოახერხა რა რამდენიმე კონკურსში გამარჯვება და აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი რომელზეც დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ, 500 Startaps აქსელერაციის პროგრამის...
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.