NEXT.On.ge
შემდეგი პოდკასტი
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან 20.05.2026 40:42
ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ. ეს დაავადება მილიონობით ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებისგან სრულად განკურნვა შეუძლებელია, თუმცა ახალი კვლევა შეიძლება ამაში დაგვეხმაროს. პოდკასტის სტუმარია ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
როგორია ძაღლების ფსიქოლოგია — რა უნდა ვიცოდეთ ოთხფეხა მეგობრებზე 19.05.2026 47:12
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე ვსაუბრობთ. რატომ არის ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი ქუჩებში, როგორ უნდა მოვეპყროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და რა უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობისას. ჩვენი სტუმარია ცხოველების უფლებადამცველი ნინო ჩლაიძე.
რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება 14.04.2026 1:29:13
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში მეცნიერების ფილოსოფიაზე ვისაუბრებთ. მოვიცავთ ფილოსოფიის დარგს, რომელიც შეისწავლის მეცნიერული ცოდნის საფუძვლებს, მეთოდებს, მოდელებს, ლოგიკასა და მეცნიერული კვლევის ვალიდურობას. პოდკასტის სტუმარია ფილოსოფიის დოქტორი თაზო თოხაძე.
ადამიანები მთვარისკენ მიფრინავენ — ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ 07.04.2026 51:56
NASA-მ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ გაგზავნა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯი გადადგმულია. პოდკასტის სტუმარია ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილის. ვსაუბრობთ მთვარის ძველსა და ახალ მისიებზე.
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს 15.03.2026 1:39:36
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამხედრო ტექნოლოგიების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი.
ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში 27.02.2026 1:04:40
როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უცხო ენის სწავლა და რა ახალი მეთოდები არსებობს ამისთვის? შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის მეთოდებზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია ინგლისურის მასწავლებელი და "ბექას სკოლის" დამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი
როგორი იყო სამყაროს დასაწყისი 30.01.2026 1:07:39
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამყაროს პირველ წამზე, გრავიტაციულ ტალღებსა და სივრცე-დროის ოსცილაციაზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.
2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები 21.01.2026 1:09:44
პოდკასტში 2025 წლის მთავარ სამეცნიერო მიღწევებზე ვსაუბრობთ. ეს წელი რთული იყო საქართველოსთვის, მაგრამ გამორჩეული იყო კოსმოსური მისიებით, მიღწევებით მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ტექნოლოგების მხრივ და მათ შორის საინტერესო კვლევებით უშუალოდ საქართველოში. გასულ წელს NEXT.On.ge-ის გუნდი აჯამებს.
უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე 06.12.2025 1:21:42
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი სახეობების არქეოლოგიურ კვლევებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია არქეოლოგი და ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე. ნიკოლოზი გადაშენებული ნეანდერტალელების სახეობის კვალს აქტიურად სწავლობს და პოდკასტში ბოლო აღმოჩენებს გვიზიარებს.
ვირუსები და ბაქტერიები — როგორია დაავადებების ისტორია 16.10.2025 59:42
შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში დაავადებების ისტორიაზე ვსაუბრობთ. ვიხსენებთ თუ როგორ ჩნდებოდა ეპიდემიები და როგორ ებრძოდნენ მათ მაშინდელი ადამიანები. პოდკასტის მეორე ნახევარში ვსაუბრობთ თანამედროვე და მომავლის მედიცინაზე — განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დაავადებების დამარცხება. პოდკასტის სტუმარია მოლეკულური ბიოლოგი და ლუგარის ლაბორატორიის მკვლევარი გვანცა ბრაჭველი.
როგორ გაჩნდა სიცოცხლე და რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის 03.07.2025 1:23:06
ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ — როგორ დაიწყო ის და როგორ მოვიდა აქამდე. ასევე განვიხილავთ იმას, თუ რამდენად მრავალფეროვანია სიცოცხლე და როგორი შეიძლება იყოს ის მომავალში. პოდკასტის სტუმარია ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი.
Robo Battle 2025 — თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება 18.06.2025 36:46
2025 წლის ივლისში თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება. შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ შეჯიბრებაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას, თუ როგორი სანახაობა იქნება შეჯიბრება და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. ჩვენი სტუმარია ღონისძიების ორგანიზატორი ავთანდილ მღებრიშვილი.
ვართ თუ არა სამყაროში მარტო — შავი ხვრელები, როგორც მყარი დისკები 02.06.2025 1:19:22
შემდეგ პოდკასტში არამიწიერ სიცოცხლესა და მის დაფიქსირების მეთოდებზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის. ასევე ვეხებით ქართველი ფიზიკოსების გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ კვლევას, რის მიხედვითაც, ზეცივილიზაციებმა შავი ხვრელები კვანტური კომპიუტერების მყარ დისკებად შეიძლება გამოიყენონ. პოდკასტის სტუმარია ფიზიკოსი ზა...
რისგან შედგება სამყარო — "მოჩვენება ნაწილაკის" ისტორია 02.05.2025 46:16
შემდეგ პოდკასტში ფუნდამენტურ ფიზიკაზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რისგან შედგება სამყარო, როგორ მუშაობს ელემენტარული ნაწილაკები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ნეიტრინოებს, იგივე მოჩვენება ნაწილაკებს. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ქისტაური.
რას ცვლის DeepSeek — კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის 24.02.2025 52:39
როგორი მომავალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად კონკურენტულია ამ მხრივ აშშ-სთვის ჩინეთი — რამ განაპირობა DeepSeek-ის ჩატბოტის ასეთი სწრაფი წარმატება და რატომ ეცემა ტექ გიგანტი კომპანიების აქციები? ეს ის საკითხებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე
სიცოცხლის მოკლე ისტორია — როგორ დაიწყო ყველაფერი 20.02.2025 1:16:54
ბოლო კვლევების თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე 4.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ მინიმუმ 5 მასიური გადაშენება იყო. ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე გიყვებით — ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე და როგორ მოვიდა აქამდე. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.
SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში 12.07.2024 42:00
SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის. როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება...
დეზინფორმაციის ტექნოლოგიები — პროპაგანდა ციფრულ სამყაროში 25.06.2024 1:12:28
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. პოდკასტში სწორედ ამ...
შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი 22.05.2024 1:59:23
დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმ...
რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას 26.04.2024 1:00:14
მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.
რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია 22.03.2024 1:08:15
სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუ...
კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი 12.03.2024 43:05
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა. ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ე...
ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა 14.02.2024 1:14:23
პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია! თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან...
გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში 06.02.2024 1:02:23
გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებე...
CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები 01.02.2024 1:31:59
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბ...
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.