NEXT.On.ge

შემდეგი პოდკასტი

Science KA ↓ 100 episodes

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

Author

NEXT.On.ge

Category

Science

Podcast website

nextonge.podbean.com

Latest episode

May 20, 2026

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android 5M+ downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი 14.01.2024

კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შ...

თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია 13.12.2023

თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია. - როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები? - რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა? - რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა...

თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში 05.12.2023

ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან...

ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო 29.11.2023

ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც. დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი. შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრო...

თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი 31.10.2023

რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს. ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ. თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალ...

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი — სამხედრო ტექნოლოგია 25.10.2023

7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი. გავრცელდა (დაუდასტურებელი) ინფორმაცია იმაზე, რომ ისრაელი რკინის სხივს, ლაზერულ თავდაცვით სისტემასაც იყენებს. ამის პარალელ...

ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა 08.10.2023

ჩვენამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენ (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის ვართ, მაგრამ აქამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა. მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება. და მაინც, რას ნიშნავს ეს? როგორ გაჩნდა ჰო...

ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი 04.10.2023

სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება. ფიზიკოსების...

რა არის სიცოცხლე — შეგვიძლია თუ არა მისი გახანგრძლივება 31.08.2023

სიცოცხლე და სიკვდილი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ბიოლოგიაში ეს ორი ერთმანეთს ავსებს. შესაბამისად, სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . . თუმცა, დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც. სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება და მნიშვნელო...

46 000 წლის გაყინული ჭიები გააცოცხლეს — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში 27.08.2023

მეცნიერებმა ციმბირის მზრალ ქანებში არსებული, 46 000 წლის განმავლობაში მიძინებული ნემატოდები გააცოცხლეს. ჭიები იმდენად გამძლე არიან, რომ მკაცრ პირობებშიც კი სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებენ. ეს კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ხდება.   რაც მნიშვნელოვანია, კვლევას ქართველი მეცნიერი, მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი, თეიმურაზ კურცხალია ხელმძღვანელობდა.   შემდეგი პოდკასტის 82-ე ეპიზოდ...

ჯეიმს ვები 1 წლისაა — ტელესკოპის მთავარი აღმოჩენები და მიღწევები 26.07.2023

1 წლის წინ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდა. ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა. ვებმა შეისწავლა, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკები, ისე უშუალოდ ჩვენი მზის სისტემაც. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც მეცნიერები ამბობენ, აისბერგის მწვერვალი. წინ უამრავი აღმოჩენა და გასაოცარი სიახლეა. შემდეგი პოდკასტის 81-ე ეპიზოდში ტელესკოპის პირველ სა...

დნმ — მონაცემთა ბუნებრივი და სინთეზური ბაზა 18.07.2023

ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს ყველაფერი ხდება მიკროსკოპულ დონეზე. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს. ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება — მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ...

ნეიტრინოების ემისიის აღმოჩენა — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში 11.07.2023

ისტორიაში პირველად, ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინოს ემისია დააფიქსირეს. ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია. კვლევის შედეგად ირმის ნახტომის ე.წ. ნეიტრინო რუკაც შეიქმნა. ამ ყველაფერში კი ქართველი მეცნიერი — გიორგი ჯაფარ...

კახოვკის ჰესი — რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა 25.06.2023

6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკას ჰესი დააზიანეს. ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩა, დაინგრა სახლები და დაიტბორა მიწები. ექსპერტებმა მოვლენას ეკოციდი უკვე უწოდეს. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჰესის აფეთქებამ საბოლოოდ შავ ზღვაზეც უარყოფითად იმოქმედა. ჩნდება შეკითხვები, რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა ახლა და რო...

შემდეგი პოდკასტი: TikTok — აიკრძალება თუ არა სოციალური ქსელი 02.06.2023

ტიკტოკმა რეკორდულ დროში მოახერხა მსოფლიოს დაპყრობა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ბევრს ის ყველაზე პერსპექტიულ პლატფორმად მიაჩნია. თუმცა, წარმატების პარალელურად ტიკტოკი შეკითხვებს აჩენს. შეკითხვები განსაკუთრებით უსაფრთოხებასთან არის დაკავშირებული.  აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა სურთ . სენატში კომპანიის აღმასრულებელი...

გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო 20.05.2023

გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.  გრავიტაციული ტალღების არსებობა პირველად ფარდობითობის თეორიამ იწინასწარმეტყველა. უკვე 2015 წელს, ასი წლის თავზე, მათი პირველად დაფიქსირება მოხდა. გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს...

იუპიტერი — მზის სისტემის გიგანტი 07.05.2023

იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება — გიგანტი მასით მზის სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს 2.5-ჯერ აღემატება. იუპიტერს შეუმდგარ ვარსკვლავსაც ეძახიან. პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით ასია. რაც მთავარია, თანამგზავრებზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს. ეს კი იუპიტერის მიმართ ინტერესს აასმაგებს. შესაბამისად, იუპიტერისა და მისი მთვარეებ...

GPT-4 — განახლებული მოდელის შესაძლებლობები და გამოწვევები 26.04.2023

Open AI-ის ჩეთბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ ჩეთბოტმა ყველა რეკორდი მოხსნა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს უამრავი რამ შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14 მარტს...

თერმობირთვლი სინთეზი — როგორ მიიღეს სუფთა ენერგია ხელოვნური მზისგან 29.12.2022

13 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის მხრივ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწიეს. თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავების გულებში. ასეთ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთ უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. ეს არ გამოყოფს სათბურის აირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პოტენციურად სუფთა ენერგიის წყაროს. ას...

ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი 21.12.2022

ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, ბოლო რამდენიმე დღეში მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ 5 დღეში ჩეთბოტს უკვე რამდენიმე მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კი...

სახეობების გადაშენება — პოპულაციებში მიმდინარე პროცესები 30.11.2022

გასულ საუკუნეში ცხოველთა ასობით უნიკალური სახეობა სამუდამოდ გადაშენდა. მეცნიერების დაკვირვებით, დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე მასობრივი გადაშენების პროცესი ჩქარდება. მეტიც, ამჯერად ასობით მეტი სახეობის სამუდამოდ გაქრობას შეიძლება, სულ რამდენიმე ათწლეული წელი დასჭირდეს. რა როლი გვაქვს ამ პროცესებში ჩვენ, რამდენად იცლება ეკოსისტემა და როგორ აისახება ეს ყველაფერი პოპულაციებში მიმდინარე პროცესებზე — ეს...

გამომგონებლობა — მომავლის პროფესია 25.11.2022

გამოგონება კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი იარაღია და მასზე ჩვენი პროგრესია დამოკიდებული. დროსთან ერთად გამოგონებების როლი სულ უფრო დიდია და მისი საჭიროებაც იზრდება. დღეს გამომგონებლობა მომავლის პროფესიაც შეიძლება იყოს და საკმაოდ პერსპექტიულიც. შემდეგი პოდკასტის 71-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ გამომგონებლობაზე და იმაზე თუ რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში. ჩვენი სტუმარია მიხეილ კოტიშაძე საქართველოს უნივ...

ვარსკვლავები — სამყაროს ევოლუცია 22.11.2022

ვარსკვლავი პლაზმის მასიური კაშკაშა სფეროა, რომელიც თავისივე გრავიტაციითაა შეკავებული. ჩვენთვის უახლოესი ვარსკვლავი მზეა, თუმცა მარტო ირმის ნახტომის გალაქტიკაში ასეთი ციური სხეული მილიარდობითაა. სწორედ მათ ფორმირებასა და განვითარებაზეა ძირითადად დამოკიდებული როგორც სიცოცხლის ისე ზოგადად სამყაროს ევოლუცია. შემდეგი პოდკასტის 70-ე ეპიზოდში სწორედ ვარსკვლავებზე და კოსმოსის ევოლუციაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ს...

არამიწიერი სიცოცხლე — მარტონი ვართ თუ არა სამყაროში 09.11.2022

შემდეგი პოდკასტის 69-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ არამიწიერ სიცოცხლეზე. განვიხილავთ იმას თუ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის. ჩვენი სტუმარია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.

ასტეროიდები და კომეტები — პლანეტარული თავდაცვის სისტემა 18.10.2022

27 სექტემბერს,  ისტორიული მისია შედგა  — NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ეს მოვლენა პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდას ემსახურებოდა, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ოდესმე დედამიწისკენ მომავალ უზარმაზარ ასტრონომიულ სხეულს შევნიშნავთ. შეჯახებიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ  მიზანი მიღწეულია  — დიმორფოსის ორბიტა შეიცვალა. კაცობრიობა ასტეროი...

Listen to the შემდეგი პოდკასტი podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.