Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
საუბრები ნაპოლეონზე
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის...
Koniecznie odwiedź stronę podcastu i wesprzyj twórcę: napoleontalk.podbean.com
Autor
Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
Kategoria
Strona podcastu
Ostatni odcinek
23 gru 2024
Gdzie słuchać?
Podcasty w aplikacji Replaio Radio Już wkrótcePodcasty trafią do aplikacji już wkrótce. Zainstaluj teraz i jako pierwszy zobacz nowe podejście do podcastów
Odcinki
ნაწილი 37: "იაკობინელი მეფე" - მარშალი ჟან ბატისტ ბერნადოტი 18.01.2018 53:27
დღეს გვინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო ადამიანის შესახებ რომელსაც მართლაც რომ გამორჩეული ბედი ხვდა წილად. საუბარი გვაქვს ერთ ხანს მგზნებარე რევოლუციონერზე, შემდეგ იმპერიის მარშალზე და ბოლოს შვედეთის მეფეზე ჟან ბატისტ ბერნადოტზე. ამ ეპიზოდში გამოვიყენეთ ცნობილი ბეარნელი სიმღერის "O mon pais" (ჰოი ჩემო მხარევ) ნაწვეტი.
ნაწილი 36: ევროპა აუსტერლიცის შემდეგ, 1806 წ. იანვარი-აგვისტო 09.01.2018 34:30
ნაპოლეონის და ფრანცის შეხვედრა აუსტერლიცის შემდეგ (ანტუან-ჟან გროს ნახატი) ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მოვლენებს 1805 წელს - პრესბურგისა და შონბრუნის ზავებს, ნაპოლეონის მიერ ცენტრალური ევროპის ახლებურ მოწყობას, რაინის კონფედერაციის ჩამოყალიბებას, საღვთო რომის იმპერიის გაუქმებას, ურთიერთობას დამარცხებულ ავსტრიის იმპერიასთან, ვითარებას ინგლისში უილიამ პიტის სიკვდილი შემდეგ, მოლაპარაკ...
ნაწილი 35: მესამე კოალიციის ომი, ნაწილი 2 - "აუსტერლიცის მზე" 27.12.2017 39:51
ფრანსუა ჟერარის ნახატი, "აუსტერლიცის ბრძოლა, 1805 წ. 2 დეკემბერი," (1810 წ.) ნაპოლეონის ბრძოლებს შორის აუსტერლიცი ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავია. აქ ჩვენ ვხედავთ მხედართმთავრის ბრწყინვალე ჩანაფიქრს, ადგილმდებარეობის შესანიშნავად გააზრებას და გამოყენებას, დროის საუცხოო შეგრძნებას, კორპუსებზე დაფუძნებული ახალი სისტემის უპირეტესობას, თვით ჯარისკაცების შესანიშნავ გაწვრთნას და დისციპლინას, და ოფიცერ...
ნაწილი 34: მესამე კოალიციის ომი, ნაწილი 1 - ულმი 14.11.2017 59:03
ავსტრიელთა დანებება ულმთან, 1805 წ. 20 ოქტომბერს (რენე ბერთონის ნახატი) დღევანდელი პოდკასტში განვიხილავთ პოლიტიკურ მდგომარეობას 1803-1805 წლების ევროპაში, ამიენის ზავის შედეგებს, ახალი ანტიფრანგული კოალიციის ფორმირებას ავსტრიის, ინგლისის და რუსეთის მონაწილეობით. ასევე ნაპოლეონის მზადებას მოსალოდნელი ომისთვის, „დიდი არმიის" ფორმირებას და კოალიციასთან მიმდინარე ომის სამხედრო მოქმედებებს აუსტერლიცი...
ნაწილი 33: ენგიენის ჰერცოგის საქმე და იმპერიის გამოცხადება, 1804 წ. 09.11.2017 45:11
დღეს განვიხილავთ როიალისტების მიერ მოწყობილ კიდევ ერთ შეთქმულებას რომლის საპასუხოდ ნაპოლეონმა ბრძანა ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდე, ენგიენის ჰერცოგის, დაპატიმრება და გასამართლება. ახალგაზრდა ჰერცოგის დახვრეტა იმპერატორის საბედისწერო გადაწყვეტილება იყო - ფუშეს თქმით, "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა“ - რომლის შედეგად შეირყა საზოგადოებრივი აზრი და დაჩქარდა მესამე ანტიფრანგული კოალიციის ჩამოყალი...
ნაწილი 32: "ომი და მშვიდობა" - ნაპოლეონის "დიპლომატიური შეტევა", 1801-1803 წწ. 24.10.2017 1:08:06
"მშვიდობისმყოფელი ნაპოლეონი" (დომინიკ დონკრეს ნახატი) დღეს საუბარი გვაქვს ნაპოლეონის მიერ, 1801-1803 წწ. წამოწყებულ "დიპლომატიურ შეტევას" რომლის შედეგად მოხდა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა და, რაც მთავარია, საფრანგეთის ინტერესების გაძლიერება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.
ნაწილი 31: ნაპოლეონის რეფორმები (ნაწილი მეორე) და ძალაუფლების კონსოლიდაცია 12.10.2017 42:34
დღეს ვსაუბრობთ პოლიტიკურ ოპოზიციაზე რომელსაც ნაპოლეონი წააწყდა 1800-1803 წლებში. ამ პერიოდში პირველი კონსულის წინააღმდეგ არაერთი შეთქმულება მოეწყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე.წ. "ჯოჯოხეთური მანქანის" შეთქმულება რომელმაც კინაღამ ისხვერპლა ნაპოლეონი 1800 წლის 24 დეკემბერს. საპასუხოდ ნაპოლეონმა წამოიწყო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები რომელთა შედეგად მოხდა საკანონმდებლო ორგანოების...
ნაწილი 30: "გამარჯვების საყვარელი შვილი": მარშალი ანდრე მასენა 12.09.2017 55:58
საფრანგეთის მარშლებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ანდრე მასენას, ნიჭიერ მაგრამ რთულ პიროვნებას რომელსაც ნაპოლეონთან რთული ურთიერთობა აკავშირებდა.
ნაწილი 29: მარენგოს კამპანია 05.09.2017 1:03:10
ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნახატი, "მარენგოს ბრძოლა" (1802 წ.) დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაზე, 1800 წლის 14 ივნისს, სოფელ მარენგოსთან. მართალია ნაპოლეონმა დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია 1796-1797 წწ. მაგრამ ალექსანდრე სუვოროვის იტალიაში ლაშქრობის შემდეგ ავსტრიამ შეძლო იტალიის დაბრუნება. 1800 წელს ომი განახლდა. ბონაპარტმა მოულოდნელად გადალახა ალპები, შეიჭრა იტალიაში და ავსტ...
ნაწილი 28: ნაპოლეონი, ფუშე და პოლიციური სახელმწიფოს შექმნა 23.08.2017 51:56
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს! დღეს ვსაუბრობთ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე: ნაპოლეონის მიერ პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ბევრი თანამედროვე მკვლევარის აზრით ნაპოლეონი ერტ-ერთი პირველი სახელმწიფო მოღვაწე იყო რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პოლიციურ სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო წყობის ისეთ ფორმას როდესაც მმართველი ხელისუფლება თავისი აღმასრულებელ-ადმ...
ნაწილი 27: მამაცთა შორის უმამაცესი: მარშალი მიშელ ნეი 18.07.2017 1:29:25
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მარშალზე, მიშელ ნეიზე.
ნაწილი 26: ნაპოლეონის რეფორმები 07.07.2017 52:39
დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე რომელთა შედეგად მოხდა საფრანგეთში წესრიგის და სტაბილურობის აღდგენა, ახალი ადმინისტრაციული, სასამართლო, განათლების და სხვა სისტემების ჩამოყალიბება.
ნაწილი 25: "დიდი არმიის როლანდი" - მარშალი ჟან ლანი 15.06.2017 1:05:14
დღევანდელ პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის მარშლებზე, და ამჯერად ყურადღების ცენტრშია ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო მარშალი ჟან ლანი. ამ დღეებში ვაპირებთ კიდევ ერთი პოდკასტის ჩაწერას რომელშიც ვისაუბრებთ 18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ ნაპოლეონის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციაზე და ჩატარებულ რეფორმებზე.
ნაწილი 24: "რკინის მარშალი" ლუი ნიკოლა დავუ 10.05.2017 46:55
პატიოსანი, თავდაუზოგავი, პირდაპირი და ულმობელი - ასეთი იყო ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მარშალი ლუი ნიკოლა დავუ (Louis-Nicolas Davoût). წმ. ელენეს კუნძულზე მყოფი ნაპოლეონი, მრავალი წლის გადასახედიდან აღნიშნავდა, რომ დავუ იყო "საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და უმწიკვლო გმირი." როგორც მხედართმთავარი, დავუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში და თავისი სამხედრო ნიჭი არაერთხელ გამოავლინა ბრძოლის...
ნაწილი 23: ძალაუფლების განმტკიცება, 1799 ნოემბერი - 1800 მარტი 09.05.2017 53:29
დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთში 1799 წლის 18-19 ბრიუმერის მოვლენების შემდგომ განვითარებულ პროცესებს; ნაპოლეონის, სიესისა და როჟე დიუკოს ერთობლივ კონსულობას, მუშაობას ახალ კონსტიტუციაზე და მის გამოქვეყნებას.
ნაწილი 22: 18 ბრუმერი 05.04.2017 51:33
პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ საფრანგეთის მდგომარეობას 1798-1799 წლებში და ომს მეორე ანტიფრანგული კოალიციის წინააღმდეგ; ნაპოლეონის დაბრუნებას ეგვიპტიდან, 1799 წლის ნოემბრის მოვლენებს, 18-19 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებას და დირექტორიის მმართველობის დასრულებას.
ნაწილი 21: ეგვიპტის კამპანიის დასასრული, 1799 წ. 14.03.2017 47:23
ამ პოდკასტში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანიის ბოლო ეტაპზე. მიმოვიხილავთ მის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელობას ევროპული მეცნიერებისა და კულტურისათვის. ასევე ნაპოლეონის საფრანგეთში დაბრუნების საკითხს, მის მიზეზებსა და შედეგებს.
ნაწილი 20: ლაშქრობა ეგვიპტეში, 1798 წ. აგვისტო - 1799 წლის ივნისი 07.03.2017 59:47
დღეს საუბარი გვაქვს ნაპოლეონის მიერ ეგვიპტეში ჩატარებულ რეფორმებზე და 1799 წლის კამპანიაზე პალესტინაში. მართალია ფრანგებმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, მათ შორის თაბორის მთასთან სახელგანთქმულ ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლეს სენ ჟან დ'აკრის ციხესიმაგრის აღება და ეგვიპტეში დაბრუნდნენ.
ნაწილი 19: ლაშქრობა ეგვიპტეში, 1798 წ. მაისი-ივლისი 17.02.2017 51:09
პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ეგვიპტურ კამპანიაზე, ფრანგთა საექსპედიციო არმიის მგზავრობაზე საფრანგეთიდან ეგვიპტისკენ, განვიხილავთ კუნძულ მალტას დაპყრობას, მამლუქებთან გამართულ ბრძოლებს, ალექსანდრიისა და კაიროს დაპყრობას და საზღვაო ბრძოლას ფრანგულ და ინგლისურ ფლოტებს შორის აბუკირის ყურეში.
ნაწილი 18: ომი და მშვიდობა, 1797-1798 27.01.2017 53:35
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის დაბრუნებაზე საფრანგეთში, მის ურთიერთობაზე დირექტორიის წევრებთან და ეგვიპტეში ლაშქრობის სამზადისზე. ნაპოლეონის საპატივსაცემოდ მოწყობილი დიდი ზეიმი პარიზში
ნაწილი 17: ნაპოლეონი და ჟოზეფინა (ნაწილი 1) 16.01.2017 47:42
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის და ჟოზეფინას გაცნობაზე, მათ ურთიერთობაზე, ქორწინებაზე და პირველ პრობლემებზე.
ნაწილი 16: ბონაპარტი როგორც დიპლომატი: ლეობენი და კამპო ფორმიო, 1797 წ. 15.12.2016 1:02:42
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის იტალიური კამპანიის დასრულების შემდგომ მოვლენებს, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ავსტრიელებთან და კამპო ფორმიოს ზავის დადებას. ასევე ვსაუბრობთ როიალისტთა გააქტიურებაზე საფრანგეთში და მათ წინააღმდეგ ნაპოლეონის ბრძოლაზე.
ნაწილი 15: არკოლა, რივოლი და იტალიური კამპანიის დასასრული 02.12.2016 55:35
ამ პოდკასტში მიმოვიხილავთ ნაპოლეონის 1796-97 წლების იტალიური კამპანიის ბოლო პერიოდს: ავსტრიელთა წარუმატებელ კონტრშეტევებს ფრანგთა წინააღმდეგ, რივოლისა და არკოლას ცნობილ ბრძოლებს, რომის პაპის დამარცხებასა და ფრანგთა გალაშქრებას ავსტრიაზე, რასაც მოჰყვა მათ სასარგებლოდ ზავის დადება ავსტრიის იმპერიასთან.
ნაწილი 14: იტალიური კამპანიის მეორე ეტაპი, 1796 წ. ივნისი-ნოემბერი 18.11.2016 38:53
ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796-1797 წლების იტალიურ კამპანიაზე და მიმოვიხილავთ პავიის აჯანყებას ფრანგთა წინააღმდეგ, ნაპოლეონის გალაშქრებას მდინარე მინჩიოს გადაღმა, ფელდმარშალ ვურმზერის არმიასთან ბრძოლის მეორე ეტაპს და ავსტრიელთა კონტრშეტევას ფელდმარშალ იოზეფ ალვინცის მეთაურობით.
ნაწილი 13: ლოდისთან ბრძოლა და ლომბარდიის დაპყრობა 04.11.2016 36:54
ამ პოდკასტში ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის 1796 წლის იტალიური კამპანიის შესახებ, მიმოვიხილავთ პიემონტის ომიდან გამოთიშვის შემდეგ არსებულ სიტუაციას, ფრანგების ახალ შეტევას ავსტრიელებზე და ბრძოლას ლოდისთან (1796 წ. 10 მაისი) რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ნაპოლეონზე.
Replaio nie jest wydawcą podcastów; nazwy audycji, okładki i audio należą do ich autorów i są rozpowszechniane przez publiczne kanały RSS