Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
საუბრები ნაპოლეონზე
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის...
Koniecznie odwiedź stronę podcastu i wesprzyj twórcę: napoleontalk.podbean.com
Autor
Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
Kategoria
Strona podcastu
Ostatni odcinek
23 gru 2024
Gdzie słuchać?
Podcasty w aplikacji Replaio Radio Już wkrótcePodcasty trafią do aplikacji już wkrótce. Zainstaluj teraz i jako pierwszy zobacz nowe podejście do podcastów
Odcinki
ნაწილი 87: ნაპოლეონ III და მეორე იმპერია 23.12.2024 2:40:38
გრძელი პაუზის შემდეგ, დავუბრუნდით საყვარელ საქმეს, ამჯერად ნაპოლეონ III-სა და საფრანგეთის მეორე იმპერიის აღზევებასა და დაცემაზე სასაუბროდ.
ნაწილი 86: ეჰ რიდლი, რიდლი.... 27.11.2023 51:50
დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით ახალი ჩანაწერით, რისი მიზეზიც სერ რიდლი სკოტის ახალი მხატვრული ფილმი, "ნაპოლეონია." დიდი იმედები გვქონდა რომ სერ რიდლი ჯეროვნა წარმოაჩენდა ნაპოლეონის ეპოქას, მაგრამ სამწუხაროდ ფილმი საკმაოდ მოიკოჭლებს...
ნაწილი 85: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 4 09.06.2022 45:55
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ბარონ ვინსენთან ქალაქ ერფურტში 1808 წელს. ნაპოლეონსა და ავსტრიელი ელჩს შორის დგას ტალეირანი, ხოლო რუსეთის მეფე ალექსანდრე ნახატის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. (ნიკოლას კოსეს ნახატი) დღეს ვსაუბრობთ ტალეირანის და ნაპოლეონის ურთიერთობაზე 1807-1809 წლების გარდამტეხ პერიოდში როდესაც ტალეირანმა თანდათანობით დაუპირისპირდა იმპერატორს.
ნაწილი 84: ნაპოლეონის ანდერძი, 1821 წ. 05.05.2022 37:27
დღეს ნაპოლეონის გარდაცვალების 201-ე წლისთავია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონის ანდერძის თაობაზე.
ნაწილი 83: უკანასკნელი ბრძოლა -წმ. ელენეს კუნძული, 1815-1821 წწ. 18.04.2022 48:29
"ნაპოლეონის გარდაცვალება" (ბარონ შარლ სტობენის ნახატი) დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, წმ. ელენეს კუნძულზე გატარებულ წლებს.
ნაწილი 82: გზა წმ. ელენესკენ 16.11.2021 50:54
ნაპოლეონი ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" 1815 წელს (უილიამ ორცარდსონის ნახატი) ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „საუბრები ნაპოლეონზე" ბრუნდება ახალი ეპიზოდით, რომელშიც ჩვენ ვისაუბრეთ ვატერლოოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმპერატორის განწყობასა და მომავლის ხედვაზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე; შევეხეთ ნაპოლეონის გადადგომის გარემოებებს, მისი საფრანგეთიდან ამერიკაში უსაფრთხოდ გაყვანის გეგმებს, მ...
ნაწილი 81: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 2 30.04.2021 1:01:01
ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლის დროს (იპოლიტ ბელანჟეს ნახატი)
ნაწილი 80: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 1 13.01.2021 43:06
ნაპოლეონი (ერნესტ კროფტის ნახატი, 1888 წ.) დღეს დავიწყეთ ნაპოლეონის უკანასკნელი კამპანიის მიმოხილვა, ვისაუბრეთ ნაპოლეონის და მისი მოტოქეების ჯარების ზოგად განლაგებაზე და გეგმებზე.
ნაწილი 79: "ასი დღე," 1815 წლის მარტი-ივლისი 15.12.2020 47:21
ფრანგული კარიკატურა რომელიც ადარებს ნაპლეონს მეფე ლუდოვიკო XVIII-ს დღეს მიმოვიხილავთ ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდს, რომელიც გაგრძელდა 110 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე.
ნაწილი 78: უელინგტონის ტრიუმფი, ნაწილი 2 10.11.2020 59:52
ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი (თომას ლოურენსის ნახატი) პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ომების ბრიტანელ მხედართმთავარზე, სერ ართურ უელესლიზე, უელინგტონის ჰერცოგზე. ძირითადი თემა არის ნახევარკუნძულის ომი (Peninsular War), რომელიც 1808-დან 1814 წლამდე გაგრძელდა. განვიხილავთ უელინგტონის მოღვაწეობას პორტუგალიასა და ესპანეთში, მის ბრძოლას ნაპოლეონის მარშლებთან და ინგლისელების შეჭრას საფრან...
ნაწილი 77:”რკინის ჰერცოგი,” ართურ უელესლი, ნაწილი 1 10.09.2020 1:00:53
26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი) დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე. უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნ...
ნაწილი 76:"არწივის გადაფრენა," 1815 წ. მარტი. 15.08.2020 43:03
დღეს ნაპოლეონის დაბადების 251-ე წლისთავია, ხოლო ჩვენი პოდკასტის მეოთხე დაბადების დღე! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, თქვენს გარეშე ეს პროექტი ნამდვილად არ იარსებებდა! ნაპოლეონის და ჯარისკაცების შეხვედრა დაბა ლაფრეითან, 1815 წლის 7 მარტს დღეს გთავაზობთ მორიგ ეპიზოდს, რომელშიც განვიხილავთ "არწივის გადაფრენას" - ნაპოლეონის მსვლელობას ხმელთაშუაზღვის სანაპიროდან პარიზამდე 1815 წლის მარტში.
ნაწილი 75: ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე, 1814 წ. მაისი-1815 წ. თებერვალი 19.06.2020 43:30
ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე (ორას ვერნეს ნახატი) პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლების პერიოდზე, მის რეფორმებსა და კუნძულის აღმშენებლობაზე; ასევე ვენის კონგრესის მონაწილე ქვეყნების გეგმებზე, საფრანგეთში არსებულ მდგომარეობაზე და ნაპოლეონის კიდევ ერთ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე.
ნაწილი 74: ნაპოლეონის გამოსათხოვარი, 1814 წ. აპრილი 17.06.2020 1:10:14
ნაპოლეონი ემშვიდობება იმპერიული გვარდიის ნაწილებს ფონტენბლოში, 1814 წლის 20 აპრილს. დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ 1814 წლის აპრილის მოვლენები როდესაც ნაპოლეონმა და მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ფონტენბლოს ხელშეკრულებას და ნაპოლეონი წავიდა თავის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე.
ნაწილი 73: "მოღალატე მარშალი?" ოგიუსტ მარმონი 26.04.2020 1:46:56
დღევანდელ პოდკასტში გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონი მარშალზე ოგიუსტ მარმონზე, რომელმაც საინტერესო და რთული ცხოვრება განვლო. ნაპოლეონის ახალგაზრდობის მეგობარი, მას მრავაწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ნაპოლეონთან, მრავალი დაბრკოლება გადალახა და დიდი წარმატებებსაც მიაღწია. მაგრამ ყოველივე ამას ხაზი გადასვა 1814 წლის აპრილის პირველ კვირას. მას შემდეგ მარმონი აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ Rag...
ნაწილი 72: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 4 24.04.2020 57:14
ამ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ 1814 წლის კამპანიის ბოლო ეტაპზე - კრაონის, ლაონისა და არს სიურ ობის ბრძოლებზე, ნაპოლეონისა და მოკავშირეების ბოლო საზავო მცდელობაზე. 1814 წლის 31 მარტს მოკავშირეებმა აიღეს პარიზი.
ნაწილი 71: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 3 15.04.2020 19:54
ნაპოლეონი 1814 წელს (პოლ დელაროშის ნახატი) დღეს ვასრულებთ 1814 წლის კამპანიის მეორე ეტაპის განხილვას როდესაც ნაპოლეონმა შეძლო მოკავშირეთა რიცხობრივად უპირატესი ჯარების შეცერება და უკუგდება. მაგრამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე მოპოვებული წარმატების მიუხედავად, ნაპოლეონმა ვერ შეძლო სტრატეგიული წარმატების მოპოვება და ომი გაგრძელდა.
ნაწილი 70: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 2 19.03.2020 25:44
დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციას რომელიც "ექვს დღიანი კამპანიის" სახელითაა ცნობილი. 1814 წლის 9-14 თებერვალს ნაპოლეონმა გამოიყენა მოკავშირეთა მიერ დაშვებული შეცდომები და ოთხ დღეში ოთხჯერ დაამარცხა ბლიუხერის სილეზიის არმია.
ნაწილი 69: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 1 28.01.2020 47:54
ჟან-ლუი-ერნესტ მესონიეს ცნობილი ნახატი, "საფრანგეთის კამპანია, 1814 წ." პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონისა და მეექვსე კოალიციის ომს 1814 წლის ზამთარში, მათ შორის დაზავების მცდელობას და საბრძოლო მოქმედებებს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში.
ნაწილი 68: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 3 13.12.2019 43:00
მრავალსახოვანი ტალეირანი (1815 წელს გამოცემული ფრანგული კარიკატურა) დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1800-1806 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.
ნაწილი 67: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 2 14.11.2019 36:27
ტალეირანი 1817 წელს (პიერ პაულ პრუდონის ნახატი) დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1794-1799 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი იმყოფებოდა უცხოეთში ხოლო საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა და დაინიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად.
ნაწილი 66: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 1 17.10.2019 1:09:23
შარლ მორის დე ტალეირან პერიგორის შესახებ ბევრ ადამიანს სმენია... მასზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ იმ გარემოებას რომ 1780 წლიდან მოყოლებული, 50 წლის განმავლობაში, მან ემსახურა, და საბოლოოდ ზურგი შეაქცია, საფრანგეთის ყველა მთავრობას. დღეისათვის საზოგადოების წარმოდგენაში ტალეირანი გაიგივებულია ორ-პირა, გაიძვერა პიროვნებასთან რომელმაც არ იცის რა არის მრწამსი თუ პრინციპები, და პირადი სარგებლობის სურ...
ნაწილი 65: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასასრული - "ერების ბრძოლა" ლაიფციგთან 15.10.2019 41:50
ბრძოლა ლაიფციგთან (ალექსანდრე ზაუერვეიდის ნახატი) 1813 წლის 16-19 ოქტომბერს ქალაქს ლაიფციგთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონსა და მეექვსე კოალიციის ძალებს შორის. ეს ბრძოლა, რომელმაც მალევე "ერების ბრძოლის" (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) სახელი მოიხვეჭა, ნაპოლეონის ომების ყველაზე მსხვილი სამხედრო დაპირისპირება იყო. მოკავშირეთა მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ ბოლო ბოუღო ნაპოლეონის ბატონობას...
ნაწილი 64: 1813 წლის შემოდგომის კამპანიის დასაწყისი 12.10.2019 23:06
ახალ ეპიზოდში განვიხილავთ 1813 წლის შემოდგომის კამპანიის პირველ ნაწილს - ნაპოლეონმა დაამარცხა მოკავშირეები დრეზდენთან მაგრამ ეს გამარჯვება ამაო გამოდგა...
ნაწილი 63: ნაპოლეონის დიდი მეტოქე: კლემენს ფონ მეტერნიხი, ნაწილი 1 23.09.2019 50:12
დღეს ჩვენთან სტუმრად არის პროფ. თორნიკე შარაშენიძე, ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი, ევროპის დიპლომატიის ისტორიაზე არაერთი წიგნის ავტორი. ჩვენი საუბრის თემაა სახელგანთქმული ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი კლემენს ვენცელ ლოთარ ფონ მეტერნიხი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ნაპოლეონის დამარცხებაში 1813-1815 წწ. პოდკასტის ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ მის ადრეულ ცხოვრებას და კარიერას 181...
Replaio nie jest wydawcą podcastów; nazwy audycji, okładki i audio należą do ich autorów i są rozpowszechniane przez publiczne kanały RSS