Marketer.ge
Marketer.ge Podcast
Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
მარკეტერის პოდკასტი | ელექტრონული კომერცია საქართველოში 16.08.2021 41:21
ამ პოდკასტში საქართველოში ელექტრონულ კომერციასა და „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ კვლევაზე ვსაუბრობთ. 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ბაზარი 3.2- ჯერ გაიზარდა და უფრო მეტიც, კვლევის ავტორები, მომდევნო 4 წელიწადში ბაზარს კვლავ ზრდასა და 1.1 მილიარდიანი ნიშნულის მიღწევას უწინასწარმეტყველებენ. რას ფიქრობენ ელ. კომერციის ბაზრის მთავარი მოთამაშეები? როგორ უნდა განვითარდეს სექტორი? მომა...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ავაშენოთ ბედნიერი ორგანიზაცია, კრაკენის გზა 14.07.2021 41:50
ორმა ყოფილმა წყალბურთელმა მეგობარმა, 2014 წელს გადაწყვიტა, სააგენტო შეექმნა - „კრაკენი“, რომელიც კომპანიებს გადაუჭრელ ამოცანებთან გამკლავებას შემოქმედებითი გზით ჰპირდებოდა. დაფუძნებისას იმაზე არ უფიქრიათ, რომ წლების შემდეგ, მათს ინტელექტუალურ ბიზნესს ბაზრის უდიდესი მოთამაშე , „ალმა” დაუპარტნიორდებოდა, თუმცა პანდემია შესაძლებლობად აქციეს და ყველაზე რთულ პერიოდში სააგენტო ქუთაისშიც გააფართოეს. მარკე...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ შევქმნათ მარკეტინგის გუნდი? 29.06.2021 1:04:31
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი. ვსაუბრობთ როგორ შევქმნათ მარკეტინგის გუნდი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ www.podcast.ge
მარკეტერის პოდკასტი | დაუმარცხებელი თამაში, მიხო სვიმონიშვილი 22.06.2021 1:00:49
მარკეტერის პოდკასტის ახალი ეპიზოდის სტუმარია მიხო სვიმონიშვილი, მარგებელი ჰოლდინგის დამფუძნებელი და დირექტორი. ვსაუბრობთ ნაბეღლავის შექმნის ისტორიაზე, კომპანიის გზაზე და გეგმებზე. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი
მარკეტერიის პოდკასტი | ტექნოლოგიები დაზღვევაში 15.06.2021 38:54
ტექნოლოგიები დაზღვევაში - მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გიორგი ბარათაშვილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი
მარკეტერის პოდკასტი | გადაწყვეტილებები, რომელმაც შექმნა „მეამა" 07.05.2021 51:03
მილიონი კაფსულა გააფუჭეს, რათა შემდეგი ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩაიფიქრეს. ეს ყველაფერი კი 2016 წელს დაიწყო, როდესაც ქართული ყავის ბრენდის იდეა გაჩნდა. საბოლოო პროდუქტამდე მისასვლელი გზა გრძელი იყო, მაგრამ დღეს უკვე რეალობაა და „მეამა“ ადამიანებს ყოველი დღისგან უფრო მეტის მიღებაში ეხმარება. გადაცემის სტუმრები არიან ლუკა კაპანაძე - „მეამას” გენერალური დირექტორი და ნათია ჩომახაშვილი, კომპანიის მარკ...
მარკეტერის პოდკასტი | კინობიზნესი 13.04.2021 37:46
რას გულისხმობს დღევანდელ მსოფლიოში კინო-ბიზნესი სად არის ამ მიმართულებით საქართველო? რა შესაძლებლობები და რა გამოწვევებია? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია აკო მაჭავარიანი, სარკე სტუდიას პარტნიორი და წარმოების დირექტორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ www.podcast.ge
მარკეტერის პოდკატსი | კერძო სექტორის როლი პლანეტის გადასარჩენად 03.04.2021 48:14
„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა, პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა(WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები. ისტორიულად, “დედამიწის საათი”...
მარკეტერის პოდკასტი | სტარტაპის გზა 26.02.2021 1:06:23
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია - გაგა დარსალია. ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო რედბერის დამფუძნებელი და თბილისის კომუნიკაციების სკოლის ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს ვისაუბრებთ სტარტაპებზე და გზაზე, რომელსაც სტარტაპები გადიან. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ www.podcast.ge-ზე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვაქციოთ პრობლემა ბიზნეს შესაძლებლობად? 17.02.2021 1:07:07
როგორ ვაქციოთ პრობლემა ბიზნეს შესაძლებლობად? დღევანდელი პოდკასტს ორი სტუმარი ყავს გეგა წურწუმია, რომელიც არის სტარტაპ ფეიზის თანადამფუძნებელი და გაბრიელ მელივა სტარტაპ კვალიფიკას ასევე თანადამფუძნებელი. ცოტა ხნის წინ ორივე სტარტაპი 500 Startups-ის ხუთეულში მოხვდა. ვსაუბრობთ გზაზე და მეთოდებზე, რომელსაც შეუძლია პრობლემა დიდ შესაძლებლობად აქციოს. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართ...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ მუშაობს ტანსაცმლის რითეილი? 09.02.2021 39:02
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია რეზო მაღალაშვილი, რითეილ ჯგუფ ჯორჯიას დირექტორი. ეს ჯგუფი საქართველოში ისეთ ცნობილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა: ZARA, Massimo Dutti, Stradivarius, Mango, GAP, Marks & Spencer, Pull&Bear და ა.შ. რეზოს 10 წელზე დიდი გამოცდილება აქვს Fashion რითეილში და მისი დახმარებით, საქართველოს ბაზარს არაერთი დიდი ბრენდი შემოუერთდა. როგორ მუშაობს Fashion რითეილი? როგორ ად...
მარკეტერის პოდკასტი | რომელი ხარ შენ? დათო გოგიჩაიშვილი 26.01.2021 22:26
„დაწოლიდან დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.“ ეს სიტყვები გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის და ალბათ ყველას გვსმენია, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხშირად ვფიქრობ ამაზე? დღეს მარკეტერის პოდკასტის სტუმარია დათო გოგიჩაიშვილი, სპიკერი და ბიზნეს კონსულტანტი. მომდევნო 20 წუთში იგი შეეცდება დაგაფიქროთ გარემოზე და საკუთარ თავზე, პოდკასტის ბოლოს კი შეძლებთ...
მარკეტერის პოდკასტი | რა არის და როგორ მუშაობს ლინ მენეჯმენტი? 15.12.2020 56:04
რა ხდება მაშინ, როცა აღმოაჩენ, რომ ბიზნესს, თურმე, ინტუიციით მართავდი და თავდაპირველი გამართლების შემდეგ, შეგრძნებებით ნაკარნახევი ყოველი მორიგი ნაბიჯი ახლა უკვე საზიანოა? გიორგი ლომსაძემ რესტორანი 《ეზო》, პარტნიორებთან ერთად, 2015 წელს დააფუძნა, რომელსაც მალევე, 《თბილისის სავიზიტო ბარათის》 სტატუსიც ერგო. თუმცა, ერთ დღეს, გიორგიმ აღმოაჩინა, რომ რესტორანს არ ჰქონდა მენეჯმენტის სისტემა, ბიზნესი ი...
მარკეტერის პოდკასტი | სპორტის მენეჯმენტი 08.12.2020 53:37
„თბილისის ლოკომოტივმა“ დაუვიწყარი წუთები და ემოციები შექმნა. ევროტურნირებზე ქართულმა კლუბმა მასზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსის მქონე ჯერ რუმინული „კრაიოვა“, შემდეგ კი, „მოსკოვის დინამო“ გამოთიშა. ვინ არის ასეთი მომენტების ავტორი? მხოლოდ ის ხალხი, ვისაც მოედანზე ვხედავთ? თუ ისიც, ვინც ჩრდილშია? რას ნიშნავს სპორტის მენეჯმენტი, როგორ შეიძლება, სპორტული კლუბისგან წარმატებული ორგანიზაცია ან ბიზნეს...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვთქვათ უარი მილიონზე და გავყიდოთ საკუთარი ფრანჩაიზი 19.11.2020 50:14
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ლაშა ანთაძე - Shelf.network-ის დამფუძნებელი. ლაშა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერია. საკუთარ სტარტაპში, მან მილიონების მოზიდვა შეძლო და ინვესტიციის ნაწილზე უარიც კი თქვა! ვსაუბრობთ: სტარტაპ გარემოში გუნდის შენებაზე სრულიად ახალ ბიზნეს ინდუსტრიაში ფოკუსის, საკუთარი ხედვის ქონისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე აქსელერაციაზე, სწრაფად განვითარების ტაქტიკაზე...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ბიზნეს მოდელი ჩვენი ბიზნესისთვის? 15.11.2020 48:15
როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ბიზნეს მოდელი ჩვენი ბიზნესისთვის? რა უბიძგებთ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ? სხვა ადამიანების როლი ჩვენი საქმის წარმატებისთვის, როგორ დავიცვათ ბალანსი ცხოვრებასა და სამსახურს შორის და რატომ არის გამოწერის ბიზნესი კარგი გზა ბიზნესის სტაბილურობისთვის. ამ თემებზე მარკეტერის პოდკასტში Spacefarm-ის დამფუძნებელს, ტუსა ღარიბაშვილს ვესაუბრეთ. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდ...
მარკეტერის პოდკასტი | "ReThink" - ლავირება ახალ რეალობაში 29.10.2020 34:54
COVID 19-ის კრიზისის გავლენა ბიზნესზე გრძელდება. შედეგები სხვადასხვა ბიზნესისთვის სხვადასხვაგვარი არის და იქნება. აუდიტორულმა კომპანია BDO-ს გლობალურმა ოფისმა შეიმუშავა მოდელი, რომელიც ორგანიზაციებს ძირითად ეტაპების გააზრებაში და გადააზრებაში ეხმარება. "გადააზრება" Re Think ან "ახლებურად დანახვა" ეს არის დღევანდელი პოდკასტის მთავარი თემა, მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ზურაბ ლალაზაშვილი, აუდიტორული...
მარკეტერის პოდკასტი | ინვესტიციის ანბანი 13.10.2020 46:04
გარკვეულ ეტაპზე, ნებისმიერ ორგანიზაცია თუ ადამიანი დგება ინვესტიციის მოზიდვის ან ფულის დაბანდების საჭიროების წინაშე. ასეთ დროს, ყველა გამოცდილ გზას ეძებს. დღეს, გიორგი ფაილოძესთან ერთად, ვსაუბრობთ ინვესტიციებზე - როგორ ხდება მისი მოზიდვა კომპანიისთვის, რა როლი/ინსტრუმენტი აქვს ამაში საინვესტიციო ბანკს. ასევე ვსაუბრობთ სად ან როგორ შეუძლიათ ფიზიკურ პირებს ინვესტირება. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგე...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ჩამოვაყალიბოთ პიარ სტრატეგია და გუნდი, რომელიც მას აღასრულებს 06.10.2020 52:25
რა არის PR სტრატეგია? რაში გვჭირდება ან ვინ უნდა იმუშაოს ამ დოკუმენტზე? როგორ მივხვდეთ, PR საკონსულტაციო კომპანია გვჭირდება თუ ძლიერი PR გუნდი? ასევე, როგორ განვსაზღვროთ PR სტრატეგია და როგორ გავზომოთ შედეგები? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია კახა მაღრაძე, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. www.podcast.g...
მარკეტერის პოდკასტი | ამბის თხრობის ხელოვნება 11.09.2020 43:57
„ამბის თხრობას, ე.წ. „სთორითელინგს” აქვს ძალა, აუდიტორიამდე, მაქსიმალურად, სრულყოფილად და საინტერესოდ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. თხრობისთვის კი, ყველა სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ - იქნება ეს ამბების კადრებით, ტექსტით, ფოტოებით, მხატვრობით, მუსიკით და ა.შ. მოყოლა. დღეს, როცა ადამიანების ყურადღების მიპყრობა განსაკუთრებულად რთულია, ყველა სფეროში, მათ შორის, მარკეტინგშიც, „სთორითელინგის” უნიკალური...
მარკეტერის პოდკასტი | როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საუკეთესო გაყიდვების გუნდი? 26.08.2020 55:02
როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საუკეთესო გაყიდვების გუნდი? ამ თემაზე სასაუბროთ დავით ჩიკვაიძე მოვიწვიეთ, რომელიც საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერია. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს www.podcast.ge
500 სტარტაპის პირველი თაობა 09.08.2020 53:05
2020 წელს, უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი - 500 Startups - საქართველოში შემოვიდა. ამ პოდკასტში, პროექტის პირველ თაობასთან ვსაუბრობთ. ყველა დეტალს ნიკა გაბუნია, მარიამ რუსიშვილი და ვანო ჩალაძე გვიყვებიან - როგორ მოხვდნენ, რა ისწავლეს, როგორ განვითარდნენ და რა მოლოდინები აქვთ. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად, ეწვიეთ www.podcast.ge
მარკეტერის პოდკასტი | გარდაუვალი ცვლილებები დავით ბირმანი 30.07.2020 59:08
კრიზისი საუკეთესო დროა ძველი პროცედურების გადასახედად. მომხმარებელი შეიცვალა და ცვლილებებიც გარდაუვალია. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ციფრული პროდუქტებისა და მარკეტინგის სპეციალისტი დავით ბირმანი. ვსაუბრობთ ახალ რეალობაზე და იმაზე, თუ როგორ დავიწყოთ გარდაუვალი ცვლილებების დანერგვა და განხორციელება. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად...
მარკეტერის პოდკასტი | კაიზენი იაპონური მართვის ფილოსოფია 16.07.2020 1:02:10
„კაიზენი” იაპონური ტერმინია, რაც ნიშნავს „ცვლილებას უკეთესობისკენ“, ასევე, „უწყვეტ გაუმჯობესებას“. ეს იაპონური ბიზნესის ფილოსოფიაა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიაში ეკონომიკურ მენეჯმენტსა თუ თანამშრომლების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს მუდმივად აუმჯობესებს. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გიორგი ჯოხაძე, „კაიზენ ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი საქართველოში. ვსაუბრობთ „კაიზენზე...
მარკეტერის პოდკასტი | TikTok-ერი. როდის უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი ბრენდი ტიკტოკზე? 08.07.2020 45:24
ვსაუბრობთ TikTok-ზე - აპლიკაციაზე, რომელიც ვირუსული სისწრაფით ვრცელდება და საკუთარ პლატფორმაზე უკვე ბიზნესსაც იწვევს. "ნუ შექმნით რეკლამას, შექმენით ტიკტოკები" - სწორედ ესაა TikTok-ის მთავარი გზავნილი, ბრენდების მისამართით. უნდა ვიყოთ თუ არა ტიკტოკზე ჩვენი ბრენდით? თუ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ? ვსაუბრობთ საქართველოს ბანკის სოციალური მედიის მიმართულების უფროსთან - მარიამ ფერიშვილთან ერთად და ვეძ...
Similar podcasts
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.