Marketer.ge

Marketer.ge Podcast

Business KA ↓ 172 episodes

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Author

Marketer.ge

Category

Business

Podcast website

www.marketer.ge

Latest episode

Sep 11, 2025

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android 5M+ downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

მარკეტერის პოდკასტი | სტარტაპიდან გლობალურ ბრენდამდე: Edumentors-ის ისტორია 11.09.2025

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი. ვსაუბრობთ გზაზე რომელიც სტარტაპმა გაიარა. მარკეტერის პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე | მანუჩარ მარკოიშვილი | საინტერესო პოდკასტი 24.08.2025

„საინტერესო პოდკასტის“ დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ჩვენი გუნდის გასვლას ევრობასკეტზე და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ელის. მანუჩარი გვიზიარებს საკუთარ ხედვას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო წლების პროგრესზე, ასევე თაობათა ცვლის, გუნდში ახალი ტალანტების გამოჩენის...

სტრესის უხილავი სამყარო | ნინო მარგველაშვილი | საინტერესო პოდკასტი 18.08.2025

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან გონებაში რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვხვდებით "საფრთხეს"? მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს სტრესის არარ...

სუხიშვილები და „თაკარას“ უნიკალური გამოცდილება | თამარ დვალი | საინტერესო პოდკასტი 12.08.2025

„საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე, ტრადიციის თანამედროვე ფორმებთან შერწყმაზე და ქართულ ცეკვაში ახალი სუნთქვის პოვნაზე.

„რეჰანის“ Youtube გასტრონომია | ანა კოშაძე | საინტერესო პოდკასტი 11.08.2025

იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის. ანა გვიყვება თავისი გზის შე...

ქართული ალტერნატიული მუსიკა ვირუსულ ეპოქაში | Mechanical Rainbow 07.08.2025

თუ ფიქრობთ, რომ ტიკ-ტოკი და ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთს არ ეწყობა, დადუ დონაძემ და ცოტნე ბაღდავაძემ სულ სხვანაირად იფიქრეს და დაამტკიცეს კიდეც. Mechanical Rainbow - ეს არის ის ბენდი, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენა ისე შეცვალა, რომ ხშირად არც ესმით, რა მოხდა. მათი ისტორია შეიძლება სტუდიაში იწყება, თუმცა საკუთარ ფორმას  ინტერნეტ სამყაროში იძენს.როგორ მუშაობს ქართული ალტერნატიული მუსიკა...

ობიექტივი და მოგზაურობა – რეზი ყენიას თვალით | საინტერესო პოდკასტი 03.08.2025

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს განსაზღვრავს? რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიის სფეროში? ამ და სხვა მნიშ...

პადელის ბუმი საქართველოში – სპორტი, ბიზნესი და მომავალი | ქეთი ყიფიანი 31.07.2025

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია პადელის ასოციაციის ხელმძღვანელი — ქეთი ყიფიანი, რომელიც საქართველოში პადელის ბუმის და ასოციაციის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება. ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ქეთი შეეხება პადელის პოპულარობის მიზეზებს, ასოციაციის როლს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, ასევე იმას, თუ როგორია სპორტის ამ სახეობის მომავალი.

ანიმაცია, რომელიც იზრდება ბავშვებთან ერთად – გიორგი მარშანიას ისტორია | საინტერესო პოდკასტი 28.07.2025

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტს“ ესტუმრა გიორგი მარშანია, ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციის — „ჟირაფი ჟოზეს“ შემქმნელი, რომელმაც თავისი გამოცდილება და ხედვები გაგვიზიარა. გიორგი საუბრობს დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნის სპეციფიკაზე, თავისი ახალი პროექტის — „დრაკონი დუქსის“, საქართველოში ანიმაციის სფეროს პერსპექტივებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს...

ციფრული ჰორიზონტი – ლადო კანდელაკი ელექტრონულ კომერციაზე | საინტერესო პოდკასტი 24.07.2025

ელექტრონული კომერცია იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად, რაც მეტყველებს ინტერნეტის ძალაუფლებაზე, მოხერხებულობის მიმზიდველობაზე, სწრაფი მიწოდების მნიშვნელობასა და ნივთების სახლიდან შეძენის უპირატესობაზე - საქართველოში ელექტრონული კომერცია 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან გააქტიურდა და და პიკს 2020-იანი წლებისთვის მიაღწია. საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი ლადო კანდელაკი...

დისციპლინა, ფოკუსი და მებრძოლი სული – კარატეს გზა ლევან როგავასთან 21.07.2025

სახელწოდება “გოჯუ-რიუ კარატე” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძლიერი და რბილი კარატეს სკოლას”. 1930 წელს, ტოკიოში საყოველთაო იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებისას, ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა ჩოჯუნ მიაგის სტუდენტს, საბრძოლო ხელოვნების რომელ სკოლაში სწავლობდიო. ოკინავაზე დაბრუბებისთანავე სტუდენტმა მოახსენა ჩოჯუნ მიაგის ამ შემთხვევის თაობაზე. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თავისი სტილისთის  Gōjū-ryū...

საქართველოს ბანკის AI ტრანსფორმაცია 15.07.2025

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბანკი თქვენს ფინანსურ ჩვევებს უკეთ იცნობს ვიდრე თქვენ საკუთარს. სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტერმინი, არამედ ყოველდღიური რეალობა, რომელიც ცვლის ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას. ეს არ არის მომავლის ფანტაზია - ეს ხდება აქვე, ჩვენს თვალწინ. საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ვაჟა მანტუასთან და მიხეილ ნადარეიშვილთან ერთად ვსაუბროთ საქარველოს ბანკის AI...

სტრატეგია, შოუ და მაფია – გიორგი მგალობლიშვილის თამაში რეალურ ცხოვრებაში 04.07.2025

ზოგი მოთამაშე ირგებს მაფიის წევრის როლს, ზოგი კი ხდება ,დანაშაულით სავსე საზოგადოების, სამოქალაქო პირი. ყოველ ღამე მაფია კლავს ერთ ადამიანს, ყოველდღე მშვიდობიან მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მკვლელობა, აირჩიონ ეჭვმიტანილები და ერთ -ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯონ. ქართული იუთუბის მაფია უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი წამყვანი არხია სოციალურ სივრცეში, რომელსაც თითქმის 200 ათასი გამომწერი და...

ფიქრი, წერა და ცხოვრება – ქუცა რუხაძე ფრიალანსზე და მეტზე 04.07.2025

ქოფირაითერების იდეების დახმარებით ჩვენამდე უამრავი ისტორია მოდის - ამის უკან კი უამრავი წაკითხული წიგნი, მოსმენილი ალბომი, ნანახი ფილმი და გამოცდილებებია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს გვაკავშირებს. გიორგი ქუცა რუხაძესთან ერთად „საინტერესო“ პოდკასტში“ განვიხილავთ იდეების გენერირებს სხვადასხვა ხერხებს და პროფესიისთვის დამახასიათებელ მომენტებს. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ციფრული მკურნალი: Healo-ს გზა და მისია | ანკა მანჯგალაძე 04.07.2025

თანამედროვე ცხოვრების სტრესი, ურთიერთობების სირთულეები, ტრავმული გამოცდილება, დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები ხშირად საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. ფსიქოთერაპია არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით - ის მეტყველებს ადამიანის ძლიერებაზე და სურვილზე, გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება. Healo-ს დამფუძნებელთან, ანკა მანჯგალაძესთან ერთად ვსაუბრობთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და...

მარკეტერის პოდკასტი | გზამკვლევი მარკეტერებისთვის 2025 19.03.2025

2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა Tbilisi School of Communication-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს. მარკეტერის პოდკასტში Comm School-ის დირექტორთან, ნინა ქარჩხაძესთან ვსაუბრობთ ახალ მიგნებებზე მარკეტინგში, ქ...

მარკეტერის პოდკასტი | Agile v2: From Good to Grea 17.03.2025

როგორ მოვახდინოთ ეჯაილის ლეველაპი და თეორიული წესებიდან ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგება. როგორ არ უნდა შეუშინდეს კომპანია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მთავარი მიზნის/შედეგების მისაღწევად. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი გადაცემის სტუმარია ევროპაბეთის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი - თეო ცერაძე.

მარკეტერის პოდკასტი | პლუსი - ლოიალობის სტანდარტი 15.08.2024

როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან? ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამის Plus-ის 7 წლის იუბილე, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა. ამ თე...

მარკეტერის პოდკასტი | ის რაც დროს გაუძლებს 01.08.2024

მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება. „ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი ესტუმრნენ. როგორ ახორციელებს ალიანს ჰაილაინი ისტორიული არქიტექტურული პრინციპების გამოყენებას დიზაინში? როგო...

მარკეტერის პოდკასტი | ნებისმიერი პრობლემის მომგვარებელი ბიზნესი 25.07.2024

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სანდრო თავხელიძე. ყოფილი მორაგბე, რომელიც წარმატებული სტარტაპერი გახდა. სანდრომ პირადი გამოცდილება ბიზნეს იდეად აქცია. საკუთარი იდეის ძალიან დაიჯერა, სხვებიც დაარწმუნა და მათთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. ამ გზაზე იყო ბევრი უარი, წარუმატებლობა, მაგრამ "ვემპლერმა" არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები რომ ცდებოდნენ. მალევე სტარტაპმა 500 000-ზე მეტი აშშ დოლარის ინ...

მარკეტერის პოდკასტი | ხელოვნური ინტელექტის როლი რეკრუტინგში 16.07.2024

Helio. AI არის ასისტენტი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს რეკრუტინგში, ამარტივებს კანდიდატურის შერჩევის პროცესს და მოკლე დროში ფილტრაცს რეზიუმეებს არასაჭირო ინფორმაციისგან.    მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია იაკო ჯიქია, helio. AI-ს თანადამფუძნებელი, რმომელიც მოგვიყვება:    როგორ შეიქმნა helio. AI? როგორ იქცა იდეა სტარტაპად და შემდეგ ბიზნესად? როგორ ეხმარება იგი HR-ებსა და დამფუძნებლებს რეკ...

საინტერესო პოდკასტი | Mind Mapping - ვისწავლოთ, როგორ ვისწავლოთ 04.07.2024
საინტერესო პოდკასტი | კონტენტი 25.06.2024

კონტენტი - სიტყვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად გვესმის, თუმცა ბოლომდე არ გვესმის თუ რას გულისხმობს. კონტენტ კრეატორების საქმიანობამ სრულიად შეცვალა როგორც მაყურებლის ქცევა, ასევე ბიზნესის და მარკეტინგის გუნდების პრიორიტეტები. საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით უკვე აქტიურად ხდება პლატფორმების ათვისება და კონტენტის წარმოება. 30 ივნისს თბილისში კოტენტ კრეატორების პირველი ფესტივალი ჩა...

მარკეტერის პოდკასტი | Extra-ს რებრენდინგი 21.06.2024

მარკეტერის პოდკასტის ამ ეპიზოდში EXTRA-ს რებრენდინგზე ვსაუბრობთ.  სულ ცოტა ხნის წინ, წამყვანმა ქართულმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ რებრენდინგი განახორციელა. პოდკასტის სტუმრები არიან EXTRA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Highway VFX-ის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი. ვსაუბრობთ გუნდის შიგნით არსებულ ამოცანაზე, პროექტის განხორციელების პროცესზე და იმაზე ,თუ რას ნიშნავს „ყ...

მარკეტერის პოდკასტი | ინფლუენსერობა და საკუთარი ბიზნესი 07.05.2024

ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ბევრი ბრენდის კომუნიკაციაში უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, მოდით გავერკვეთ: * რას ნიშნავს ინფლუენსერობა საქართველოში, დღეს? * როგორია ინფლუენსერის ჯილდო და რა ძალისხმევას საჭიროებს მისგან ეს საქმე? ვსაუბრობთ მარიამ დავითაძესთან, იგივე Acidwv-თან ერთად. ბევრი მას TikTok-დან, Instagram-დან და YouTube-დან იცნობთ. მარიამმა ცოდნა და გამოცდილება, ინფლუენსერული პროექტი...

Similar podcasts

ღია პოდკასტი — ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ღია პოდკასტი – ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის Business · KA · 8 episodes 头条分享优化方案,在线全自动下单助力文章曝光和用户互动增长 头条分享优化方案,在线全自动下单助力文章曝光和用户互动增长 Business · KA · 5 episodes 互动层级细化与执行标准完善推动在线全自动下单场景持续拓展 互动层级细化与执行标准完善推动在线全自动下单场景持续拓展 Business · KA · 5 episodes 创新自动化平台,提升品牌曝光,增加用户互动,拓展市场边界 创新自动化平台,提升品牌曝光,增加用户互动,拓展市场边界 Business · KA · 5 episodes 破解发现页流量衰减难题,自动化平台保障内容持续曝光稳定 破解发现页流量衰减难题,自动化平台保障内容持续曝光稳定 Business · KA · 5 episodes 直播内容互动氛围构建下的流量提升路径与自动化平台实践 直播内容互动氛围构建下的流量提升路径与自动化平台实践 Business · KA · 5 episodes 从内容沉淀角度理解流量提升在专业平台中的作用 从内容沉淀角度理解流量提升在专业平台中的作用 Business · KA · 5 episodes 对比多种运营方式后发现,自动化平台更利于统一执行标准 对比多种运营方式后发现,自动化平台更利于统一执行标准 Business · KA · 5 episodes

Listen to the Marketer.ge Podcast podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.