Marketer.ge

Marketer.ge Podcast

Business KA ↓ 172 episodes

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Author

Marketer.ge

Category

Business

Podcast website

www.marketer.ge

Latest episode

Sep 11, 2025

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android 5M+ downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

საინტერესო პოდკასტი | გეიმინგი: რატომ ვთამაშობთ დიდები და პატარები? როგორ “ვითამაშოთ” ერთად? 24.08.2022

გეიმინგი: რატომ ვთამაშობთ დიდები და პატარები? როგორ “ვითამაშოთ” მშობლებმა და შვილებმა ერთად ჰარმონიულად? საინტერესო პოდკასტის სტუმრები არიან: გეიმერები ვილიამ აბაშიძე, უჩა აბაშიძე და მელანია ჩარგაზია - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, მენტალ ჰაბი საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

საინტერესო პოდკასტი | როგორ ვიცხოვროთ უფრო ჯანმრთელად და ხანგრძლივად? 18.08.2022

ინფორმაციისა და მედიცინის განვითარების არსებული დონით, შესაძლებელია, რომ ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე ჩვენვე გვქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა. თანამედროვე მედიცინაზე, ცხოვრების წესზე, აკრძალვებზე, ნორმებზე, ბალანსზე, პრევენციაზე - ვსაუბრობთ ექიმ არჩილ მარშანიასთან. #საინტერესო #საინტერესოპოდკასტი

საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე ქალაქს? 10.08.2022

რა გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე ქალაქს? საინტერესო პოდკასტის სტუმარია ურბანისტიკის დოქტორი, ლექტორი და გეოგრაგი ლევან ალფაიძე. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

საინტერესო პოდკასტი | რა ვიცით ღვინის შესახებ ? 03.08.2022

ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი. ღვინო კომპლექსური სუბიექტია, რომელზე საუბრის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ ისტორია, ტრადიციები, კულტურა და ენაც კი იმ ადამიანებისა და ქვეყნისა, რომელშიც ღვინო კეთდება. რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ ღვინის შესახებ? საინტერესო პოდკასტის სტუმარია ნიკა დევიძე, სომელიე და ღვინის ენთუზიასტი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

საინტერესო პოდკასტი | დეპრესია: როგორ ამოვიცნოთ ის? 27.07.2022

დეპრესია უხილავია და მარტივი არ არის მისი გვესმოდეს. როგორ ამოვიცნოთ ის ჩვენში ან ახლო ადამიანში და როდის გვჭირდება დახმარება? საინტერესო პოდკასტის სტუმარია აკაკი ბურკაძე, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკა მენტალ ჰაბის დამფუძნებელი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

საინტერესო პოდკასტი | NFT: მოლოდინები VS აღმოჩენები 19.07.2022

NFT - ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ტოპ ხსენებადი სიტყვაა, რომელიც ყველამ, ყველა არხში, ყველა ტიპის ადამიანისგან მოვისმინეთ, პერის ჰილტონიც კი ამაზე გვესაუბრება და ნუ, ბოლოს და ბოლოს, ასე თუ ისე, გასაგები გახდა ადამიანების ნაწილისთვის მისი მნიშვნელობა და დანიშნულება. შესაბამისად, ეს პოდკასტი არ იქნება იმაზე, თუ რა არის ნფტ. დღეს ვისაუბრებთ რა გვეგონა და რა აღმოჩნდა, რამდენად სასარგებლო გამოდგა და...

მარკეტერის პოდკასტი | მეწარმეობა საქართველოში 14.07.2022

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია თაკო ჯაფარიძე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი. ვსაუბრობთ როგორ იქმნება საკუთარი თავის უფროსი თაობა და მეწარმეობაზე საქართველოში

საინტერესო პოდკასტი | სამყარო და მისი წარმოუდგენელი მასშტაბები 12.07.2022

გიფიქრიათ ოდესმე, რა ზომისაა სამყარო? რამდენად აღგიქვამთ თქვენს წარმოდგენაში მიახლოებით მაინც, რა მასშტაბებზეა საუბარი? Pale Blue Dot - მკრთალი ლურჯი წერტილი - ასე უწოდა 1990 წლის 14 თებერვალს Voyager 1-ს მიერ გადაღებულ დედამიწის ფოტოს ამერიკელმა ასტრობიოლოგმა და ავტორმა კარლ სეიგანმა. ალბათ, ხვდებით საიდან გამომდინარეობს ეს დასახელება და მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსმენილმა, შესაძლოა, თავი უფრო შე...

საინტერესო პოდკასტი | ქრონიკული ტკივილი, შეუძლია ტვინს მკურნალობა? 21.06.2022

ქრონიკული ტკივილით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იტანჯება, მიუხედავად არაერთი გამოკლევისა, ექიმები ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობენ გამომწვევ მიზეს. აქ კი ჩნდება კითხვა, რამდენად სწორ ადგილას ვეძებთ პასუხს? ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული ტკივილის ერთადერთი გამოწვევი და მკურნალიც ჩვენი ტვინია. საინტერესო პოდკასტში გიყვებით პროფესორ ლორიმერ მოსლის, ჯავერია ჰაშმის და ფსიქოლოგ ალან გორდონის გამოცდილებაზე....

საინტერესო პოდკასტი | რა არის სუპერ აპი? 14.06.2022

დღევანდელი ჩვენი ცხოვრება აპლიკაციების გარეშე წარმოუდგენელია. მათ ძალიან დიდი როლი აქვთ ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაში, თუმცა, დღეს უკვე ვდგავართ ისეთი მოცემულობის წინაშე, როდესაც ბაზარზე აპლიკაციების ერთგვარი ოვერდოზია. რა არის სუპერ აპი და რა სარგებლობა მოაქვს მას? საინტერესო პოდკასტის სტუმარია საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი - ლევან კობახიძე. გადაცემი...

მარკეტერის პოდკასტი | როგორ შეუძლიათ ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გასვლა? 08.06.2022

როგორ შეუძლიათ ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გასვლა? რა მიზნით შეიქმნა გლობალაიზი. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სალომე კუკავა. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

მარკეტერის პოდკასტი | საქართველოს აიტი ტრანსფორმაცია, როგორ მოვემზადოთ? 27.05.2022

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ნინა ქარჩხაძე, თბილისის კომუნიკაციის სკოლის ოპერაციების დირექტორი. ვსაუბრობთ აიტი ტრანსფორმაციაზე და იმაზე თუ როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა და ბიზნეს სექტორი მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

მარკეტერის პოდკასტი - თეატრის მენეჯმენტი 06.05.2022

კრიზისი ყოველთვის იარსებებს, ასე რომ, ვისაც თეატრის კეთება უნდა, ხელები დაიკაპიწოს და აკეთოს. კანტორი გაიხსენეთ... გაიხსენეთ, მისი თეატრი ნანგრევებში, აფეთქებულ ბინებში... თუ საზოგადოებას არ აინტერესებს ის თეატრი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ესეც ჩვენი ბრალია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მაყურებელი და არა პირიქით! ესეც შემოქმედებითი საკითხია! მხოლოდ ორმოცდაათი მაყურებელი, მხოლოდ სამი - სულ ერთია - თეატრის კეთებ...

მარკეტერის პოდკასტი | ფინტექების და ტექნოლოგიების ეპოქა - Visa კავკასიის რეგიონში 14.04.2022

Marketer.ge-ს პოდკასტის სტუმარია Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში - დიანა კიღურაძე. გამოწვევებით სავსე გზა, რომელიც არაერთხელ დაიწყო ნულიდან, ყველაზე მკაფიო ბავშვობის მოგონება, რომელიც სოხუმიდან იწყება და გზა თბილისამდე. როგორ შეიცვალა ცხოვრება და როგორი იყო ოჯახის ნულიდან დაწყების იდეის რწმენა.  გზა არც სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ ყოფილა მარტივი, თუმცა DNA-ში გამჯდარი რწმენა, რო...

მარკეტერის პოდკასტი | როგორ მუშაობს ავტობიზნესი? 07.04.2022

როგორ მუშაობს ავტობიზნესი? როგორ პასუხობს პორშე ავტოინდუსტრიის გამოწვევებს და როგორი შეიძლება იყოს ტრანსპორტის მომავალი? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია პორშე საქართველოს გენერალური დირექტორი - პაატა წაქაძე. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

მარკეტერის პოდკასტი | მოაზროვნე ეკონომიკაში 17.02.2022

საზოგადოების ნაწილი მას ინტელექტკლუბიდან და თამაშ "რა სად როდის?"-დან იცნობს. პროფესიით ფიზიკოსია. ისე, ერთ დროს, დირიჟორობა უნდოდა და გახდა კიდეც.  დღეს მისი ძირითადი საქმიანობა ეროვნულ ბანკშია, პრეზიდენტის მრჩეველია, ასწავლის სტუდენტებს, დიდ დროს უთმობს საკუთარ ჰობის და კლასიკურ მუსიკას.  მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე.  პოდკასტში განვიხილავთ მის გზას ეროვ...

მარკეტერის პოდკასტი | სინამდვილეში, ახლავე შეგიძლია გახდე ინვესტორი, მართლა 03.02.2022

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ანა რამაზაშვილი, ქართველი ახალგაზრდა უოლ სტრიტიდან! ფინანსების მიმართ ინტერესმა, მსოფლიოს TOP უნივერსიტეტ კელოგამდე მიიყვანა. შემდეგ, უოლ სტრიტზე დასაქმდა. წლების განმავლობაში. ანა საინვესტიციო ბანკირი იყო Bank of America-ში. მოგვიანებით კი, ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - მიატოვა სამსახური და თავად გახდა ინვესტორი. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემაც ინვესტი...

მარკეტერის პოდკასტი | როგორ იწრთობოდა "პიარი" საქართველოში 27.01.2022

🕯 პირველი ნაბიჯები ჩამოშლილ ინდუსტრიულ ქალაქ ქუთაისში გადაიდგა. ეს ის დროა, საქმიანი/პოლიტიკური ცხოვრება მზის ჩასვლასთან ერთად რომ სრულდება და ხალხი შუა ქუჩაში დადის. არა, ეს სეირნობა არ იყო, შუა ქუჩაში სიარული იმ დროს უსაფრთხოებისთვის საჭიროებამ განაპირობა. 💡 შემდეგ, იყო ხედვის მქონე განსაკუთრებული კომპანიების აღმოჩენის ხანა, წერტილებიის შეერთების მომენტები, სფეროს და პროფესიის პოპულარიზაციის დღ...

მარკეტერის პოდკასტი | მენეჯმენტი და მოსაგები ბრძოლა 31.12.2021

2021 წლის ბოლო პოდკასტის სტუმარია დავით გოგიჩაიშვილი. ვსაუბრობთ: როგორ "დავისვენოთ" და აღვიდგინოთ ძალები როგორ დავიწყოთ მუშაობა ახალ პოზიციაზე და ახალი როლით როგორ ვმართოთ ჰიბრიდული გუნდი? უნდა იყოს სამსახურში ოჯახური გარემო? სამსახური ჩვენს მეორე ოჯახად უნდა მიგვაჩნდეს თუ არა? რას გვიშვება ჩვენივე ტვინი და რატომ სწავლობენ მენეჯერები ტვინის ხაფანგებს?  2022 წელს მოსაგები ბრძოლა მარკეტერის პოდ...

მარკეტერის პოდკასტი | ჯანდაცვის მენეჯმენტი და თოდუას გზა 23.12.2021

„ჩუმად ვიჯექი სკამზე, თვითონ მკაცრი თვალებით მიყურებდა, თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ არ მეუბნებოდა. მერე გულმა ვერ მოუთმინა და მაინც მითხრა. მითხრა ზუსტად ისე მოკლედ და კონკრეტულად, როგორც უყვარდა: უნდა გამოგივიდეს, შენი იმედი მაქვსო.“ - ეს სიტყვები, ფრიდონ თოდუამ, 18 წლის შვილიშვილს, გიორგი დიასამიძეს გარდაცვალებამდე უთხრა. დღეს გიორგი თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერია, ვსაუბრობთ ჯანდაცვის...

მარკეტერის პოდკასტი | აგრობიზნესი და დიდი შესაძლებლობები 09.12.2021

როგორ გავაკეთოთ ინვესტიცია აგრობიზნესში? რა ცოდნა და უნარები დაგვჭირდება სოფლის მეურნეობაში წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის? რატომ არის სოფლის მეურნეობა დიდი შესაძლებლობების მოედანი და რა პროდუქციაზე არის დღეს მოთხოვნა? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ირაკლი ჩიქავა, აგროსოლუშენ ჯგუფის დამფუძნებელი და შარქ თენქ საქართველოს მონაწილე. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

მარკეტერის პოდკასტი | ლიდერობამ რა ჰქმნა? 04.11.2021

რას ნიშნავს ნამდვილი ლიდერი? როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ლიდერის თვისებები საკუთარ თავში და როგორ უნდა ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე? რატომ გვჭირდება ლიდერები სამუშაო გარემოში? როგორ შეუძლია ორგანიზაციას ლიდერული ტრანსფორმაცია და ლიდერების მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაში? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია თამარა ქლიბაძე - ტექ და ონლაინ ინდუსტრიის HR პროფესიონალი. პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნე...

Marketer.ge მარკეტერის პოდკასტი | როგორ იცვლება დასაქმების ბაზარი? 28.10.2021

როგორ შეიცვალა დასაქმების ბაზარი, ბოლო წლებში? რატომ იმატა შემთხვევებმა, როდესაც სამსახურის მაძიებლები გასაუბრების შემდეგ იკარგებიან? (Candidate Ghosting-ის ფენომენი)როგორ მოვემზადოთ პანდემიის შემდეგ ოფისებში დასაბრუნებლად? როგორ მოვარგოთ ბიზნესი პანდემიისას წარმოქმნილ ახალ რეალობას და როგორ ვაქციოთ ჩვენი გარემო Z თაობისთვის უფრო მიმზიდველ სამუშაო ადგილად? - ამ თემებზე სასაუბროთ მედეა ტაბატაძე, HR...

მარკეტერის პოდკასტი | სოფლის შენებას რა უნდა? 15.10.2021

იდეა, რომელიც ოცნებას გავს, თუმცა სულ მალე რეალობად იქცევა - ირაკლი გაფრინდაშვილის გზა სათიბემდე, ანუ დასახლებამდე, სადაც ახლა მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს, მალე კი 200-მდე ოჯახი დასახლდება. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

მარკეტერის პოდკასტი - მუსიკალური ინდუსტრია და მისი კომერციალიზაცია 30.09.2021

ამ პოდკასტში ვსაუბრობთ მუსიკის ინდუსტრიაზე საქართველოში, რა შესაძლებლობები გააჩნიათ ქართველ მუსიკოსებს, რას გულისხმობს არტისტ მენეჯმენტი და რა პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიამ ლოკალური მუსიკალური სცენა. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ჯაბა შავიშვილი - არტისტ მენეჯმენტ კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი. მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Similar podcasts

ღია პოდკასტი — ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ღია პოდკასტი – ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის Business · KA · 8 episodes 头条分享优化方案,在线全自动下单助力文章曝光和用户互动增长 头条分享优化方案,在线全自动下单助力文章曝光和用户互动增长 Business · KA · 5 episodes 互动层级细化与执行标准完善推动在线全自动下单场景持续拓展 互动层级细化与执行标准完善推动在线全自动下单场景持续拓展 Business · KA · 5 episodes 创新自动化平台,提升品牌曝光,增加用户互动,拓展市场边界 创新自动化平台,提升品牌曝光,增加用户互动,拓展市场边界 Business · KA · 5 episodes 破解发现页流量衰减难题,自动化平台保障内容持续曝光稳定 破解发现页流量衰减难题,自动化平台保障内容持续曝光稳定 Business · KA · 5 episodes 直播内容互动氛围构建下的流量提升路径与自动化平台实践 直播内容互动氛围构建下的流量提升路径与自动化平台实践 Business · KA · 5 episodes 从内容沉淀角度理解流量提升在专业平台中的作用 从内容沉淀角度理解流量提升在专业平台中的作用 Business · KA · 5 episodes 对比多种运营方式后发现,自动化平台更利于统一执行标准 对比多种运营方式后发现,自动化平台更利于统一执行标准 Business · KA · 5 episodes

Listen to the Marketer.ge Podcast podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.