NEXT.On.ge

შემდეგი პოდკასტი

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

Husk å besøke podkastens nettsted og støtte skaperen: nextonge.podbean.com

Forfatter

NEXT.On.ge

Kategori

Science

Podkastens nettsted

nextonge.podbean.com

Siste episode

1. okt 2026

Hvor kan du lytte?

Podkaster i appen Replaio Radio Kommer snart

Podkaster kommer snart til appen. Installer nå, og bli den første som ser en helt ny tilnærming til podkaster

Last ned på Google Play Installer gratis Android nesten 10 mill. nedlastinger · 4,8 i vurdering iOS snart

Episoder

როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო 01.10.2026

რა არის ცნობიერება და როგორ ჩნდება "მე"? შეიძლება არსებობდეს ინტელექტი ცნობიერების გარეშე და შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ცნობიერი გახდეს?   პოდკასტის ახალ ეპიზოდში ფილოსოფოს თამარ ცხადაძესთან ერთად ვსაუბრობთ ცნობიერების ბუნებაზე, თანამედროვე თეორიებზე, ფილოსოფიურ ზომბებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. 🎙️ სტუმარი: თამარ ცხადაძე 🎙️ წამყვანი: დათო სამნიაშვილი

რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო 15.09.2026

დემოკრიტეს "განუყოფელი" ატომიდან კვარკებამდე — საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებამ მატერიის სულ უფრო ღრმა შრეები აღმოაჩინა. ფიზიკოს ჯუანშერ ჯეჯელავასთან ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ნაწილაკებზე, კვანტურ ველებზე, სტანდარტულ მოდელზე და მთავარ კითხვაზე — მივაღწიეთ თუ არა რეალობის ყველაზე ფუნდამენტურ დონეს?

ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება | ნინო ჩხობაძე 27.07.2026

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში კლიმატის ცვლილებასა და ელ-ნინიოზე ვსაუბრობთ — კლიმატურ მოვლენაზე, რომლის დროსაც ეკვატორული წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლები ჩვეულებრივზე მეტად თბება. ამ პროცესს შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდსა და კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის | ზაალ კოკაია 23.07.2026

შემდეგი პოდკასტის სტუმარი ზაალ კოკაიაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერია, რომელიც მრავალი წელია იკვლევს თავის ტვინის დაავადებებს და მუშაობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის დაზიანებების აღდგენაზე.

ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან 20.05.2026

ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ. ეს დაავადება მილიონობით ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებისგან სრულად განკურნვა შეუძლებელია, თუმცა ახალი კვლევა შეიძლება ამაში დაგვეხმაროს. პოდკასტის სტუმარია ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

როგორია ძაღლების ფსიქოლოგია — რა უნდა ვიცოდეთ ოთხფეხა მეგობრებზე 19.05.2026

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე ვსაუბრობთ. რატომ არის ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი ქუჩებში, როგორ უნდა მოვეპყროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და რა უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობისას. ჩვენი სტუმარია ცხოველების უფლებადამცველი ნინო ჩლაიძე.

რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება 14.04.2026

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში მეცნიერების ფილოსოფიაზე ვისაუბრებთ. მოვიცავთ ფილოსოფიის დარგს, რომელიც შეისწავლის მეცნიერული ცოდნის საფუძვლებს, მეთოდებს, მოდელებს, ლოგიკასა და მეცნიერული კვლევის ვალიდურობას. პოდკასტის სტუმარია ფილოსოფიის დოქტორი თაზო თოხაძე.

ადამიანები მთვარისკენ მიფრინავენ — ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ 07.04.2026

NASA-მ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ გაგზავნა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯი გადადგმულია.  პოდკასტის სტუმარია ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილის. ვსაუბრობთ მთვარის ძველსა და ახალ მისიებზე. 

როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს 15.03.2026

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამხედრო ტექნოლოგიების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი.

ხელოვნური ინტელექტის როლი ენის სწავლის პროცესში 27.02.2026

როგორ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უცხო ენის სწავლა და რა ახალი მეთოდები არსებობს ამისთვის? შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის მეთოდებზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია ინგლისურის მასწავლებელი და "ბექას სკოლის" დამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი    

როგორი იყო სამყაროს დასაწყისი 30.01.2026

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში სამყაროს პირველ წამზე, გრავიტაციულ ტალღებსა და სივრცე-დროის ოსცილაციაზე ვსაუბრობთ. პოდკასტის სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.

2025 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები 21.01.2026

პოდკასტში 2025 წლის მთავარ სამეცნიერო მიღწევებზე ვსაუბრობთ. ეს წელი რთული იყო საქართველოსთვის, მაგრამ გამორჩეული იყო კოსმოსური მისიებით, მიღწევებით მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ტექნოლოგების მხრივ და მათ შორის საინტერესო კვლევებით უშუალოდ საქართველოში. გასულ წელს NEXT.On.ge-ის გუნდი აჯამებს.

უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე 06.12.2025

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი სახეობების არქეოლოგიურ კვლევებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია არქეოლოგი და ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ წიქარიძე. ნიკოლოზი გადაშენებული ნეანდერტალელების სახეობის კვალს აქტიურად სწავლობს და პოდკასტში ბოლო აღმოჩენებს გვიზიარებს.

ვირუსები და ბაქტერიები — როგორია დაავადებების ისტორია 16.10.2025

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში დაავადებების ისტორიაზე ვსაუბრობთ. ვიხსენებთ თუ როგორ ჩნდებოდა ეპიდემიები და როგორ ებრძოდნენ მათ მაშინდელი ადამიანები. პოდკასტის მეორე ნახევარში ვსაუბრობთ თანამედროვე და მომავლის მედიცინაზე — განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დაავადებების დამარცხება. პოდკასტის სტუმარია მოლეკულური ბიოლოგი და ლუგარის ლაბორატორიის მკვლევარი გვანცა ბრაჭველი.

როგორ გაჩნდა სიცოცხლე და რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის 03.07.2025

ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ — როგორ დაიწყო ის და როგორ მოვიდა აქამდე. ასევე განვიხილავთ იმას, თუ რამდენად მრავალფეროვანია სიცოცხლე და როგორი შეიძლება იყოს ის მომავალში. პოდკასტის სტუმარია ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი.

Robo Battle 2025 — თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება 18.06.2025

2025 წლის ივლისში თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება. შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ შეჯიბრებაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას, თუ როგორი სანახაობა იქნება შეჯიბრება და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. ჩვენი სტუმარია ღონისძიების ორგანიზატორი ავთანდილ მღებრიშვილი.

ვართ თუ არა სამყაროში მარტო — შავი ხვრელები, როგორც მყარი დისკები 02.06.2025

შემდეგ პოდკასტში არამიწიერ სიცოცხლესა და მის დაფიქსირების მეთოდებზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის. ასევე ვეხებით ქართველი ფიზიკოსების გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ კვლევას, რის მიხედვითაც, ზეცივილიზაციებმა შავი ხვრელები კვანტური კომპიუტერების მყარ დისკებად შეიძლება გამოიყენონ. პოდკასტის სტუმარია ფიზიკოსი ზა...

რისგან შედგება სამყარო — "მოჩვენება ნაწილაკის" ისტორია 02.05.2025

შემდეგ პოდკასტში ფუნდამენტურ ფიზიკაზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რისგან შედგება სამყარო, როგორ მუშაობს ელემენტარული ნაწილაკები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ნეიტრინოებს, იგივე მოჩვენება ნაწილაკებს. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ქისტაური.

რას ცვლის DeepSeek — კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის 24.02.2025

როგორი მომავალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად კონკურენტულია ამ მხრივ აშშ-სთვის ჩინეთი — რამ განაპირობა DeepSeek-ის ჩატბოტის ასეთი სწრაფი წარმატება და რატომ ეცემა ტექ გიგანტი კომპანიების აქციები?   ეს ის საკითხებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე

სიცოცხლის მოკლე ისტორია — როგორ დაიწყო ყველაფერი 20.02.2025

ბოლო კვლევების თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე 4.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ მინიმუმ 5 მასიური გადაშენება იყო. ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე გიყვებით — ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე და როგორ მოვიდა აქამდე. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.

SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში 12.07.2024

SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება,  პლატფორმაზე შევიდეთ  და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის.   როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება...

დეზინფორმაციის ტექნოლოგიები — პროპაგანდა ციფრულ სამყაროში 25.06.2024

ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. პოდკასტში სწორედ ამ...

შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი 22.05.2024

დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმ...

რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას 26.04.2024

მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.

რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია 22.03.2024

სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუ...

Hør på podkasten შემდეგი პოდკასტი i Replaio

Radio og podkaster i én app - gratis og uten registrering. Installer i dag, og ikke gå glipp av lanseringen

Last ned på Google Play

Replaio er ikke podkastutgiver; programnavn, omslag og lyd tilhører opphavspersonene og distribueres via offentlige RSS-feeder.