Alexander Mikaberidze and Nika Khoperia

საუბრები ნაპოლეონზე

History KA ↓ 88 episodes

’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის...

Be sure to visit the podcast's website and support the creator: napoleontalk.podbean.com

Author

Alexander Mikaberidze and Nika Khoperia

Category

History

Podcast website

napoleontalk.podbean.com

Latest episode

Dec 23, 2024

Where to listen?

Podcasts in the app Replaio Radio Coming soon

Podcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts

Get it on Google Play Install for free Android almost 10M downloads · 4.8 rating iOS soon

Episodes

ნაწილი 62: პლეიშვიცის დაზავება, 1813 წ. ივნისი-აგვისტო 19.09.2019

ნაპოლეონი და მეტერნიხი დრეზდენში შეხვედრის დროს, 1813 წლის 26 ივნისი.   დღეს განვიხილავთ პლეიშვიცის დაზავებას რომელიც დაიდო ნაპოლეონსა და მოკავშირეებს შორის 1813 წლის ივნისში. მომდევნო ცხრა კვირის განმავლობაში ორთავე მხარე აქტიურად აწარმოებდა დიპლომატიური მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ავსტრია განუდგა ნაპოლეონს და მხარი დაუჭირა მეექვსე კოალიციას.

ნაწილი 61: "ორი ბიჭის ამბავი" - ნაპოლეონი და მისი შთამომავლობა 28.08.2019

ელეონორა დენუელი დე ლა პლანი, ნაპოლეონის პირველი ვაჟის დედა.   მართალია ნაპოლეონის ერთადერთი კანონიერი შვილი გარდაიცავალ უშვილოდ 1832 წელს, დღეისათვის არსებობს 100-ზე მეტი პიროვნება რომელთა უშუალო წინაპარი ნაპოლეონია, მათ უმეტესობაა ნაპოლეონის უკანონო შვილების, შარლ ლეონის და ალექსანდრე ვალევსკის, შთამომავლობა.

ნაწილი 60: იმპერიის საპასუხო დარტყმა, 1813 წლის გაზაფხულის კამპანია 25.08.2019

  ნაპოლეონი 1813 წელს (ერნესტ კროფტსის ნახატი)   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ფრანგული ჯარის აღორძინებას რუსეთში დამარცხების შემდეგ და მის მიერ 1813 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ წარმატებულ კამპანიას.

ნაწილი 59: "ყველაზე უმანკო ადამიანი": დომენიკ-ჟან ლარეი 09.08.2019

დომენიკ-ჟან ლარეის პორტრეტი (ან-ლუი ჟიროდე-ტრიოსონის ნახატი, ლუვრის მუზეუმი) ჟან-დომენიკ ლარეი... ამ კაცის სახელი დღესდღეობით არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში ლარეი მთელს ევროპაში იყო ცნობილი და მას დიდ პატივს სცემდნენ. ლარეი იყო ფრანგული ჯარის მთავარი ქირურგი და სამხედრო მედიცინის უბადლო ნოვატორი რომელმაც ათასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. "თუ ოდესმე საჭირო გახდ...

ნაწილი 58: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 4: მოსკოვის ხანძარი და უკან დახევა 06.08.2019

("ნაპოლეონის უკან დახევა", პოლონელი მხატვარი ჟერზი კოსაკი) ამ ეპიზოდში ჩვენ ვაგრძელებთ ნაპოლეონის 1812 წლის რუსული კამპანიის განხილვას და ვეხებით მის მეორე ეტაპს - მოსკოვის დაკავებას, ნაპოლეონის საბედისწერო შეყოვნებას რუსეთში და ხანგრძლივ და რთულ უკან დახევას, რომელმაც „დიდი არმია“ შეიწირა.

ნაწილი 57: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 3: ბოროდინოს ბრძოლა 26.06.2019

ბოროდინოს ბრძოლა, მხატვარი ლუი ლეჟენი, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში (მსახურობდა მარშალ დავუს კორპუსში) დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ბოროდინოს ბრძოლას, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლას სადაც, 1812 წლის 7 სექტემბერს, თორმეტ საათიანი ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონის ჯარმა ვერ შეძლო რუსული არმიის დამარცხება, თუმცა მეორე დღეს რუსმა მთავარსარდალმა მიხეილ კუტუზოვმა უკანდახევის ბრძ...

ნაწილი 56: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 2: ნემანიდან სმოლენსკამდე 17.04.2019

დღეს განვიხილავთ რუსეთის კამპანიის პირველ ნახევარს. ნაპოლეონის დიდმა არმიამ გადალახა მდინარე ნემანი მაგრამ ვერ შეძლო რუსებისათვის ბრძოლის თავზე მოხვევა. რუსული ჯარები სმოლენსკისაკენ უკან იხევენ.

ნაწილი 55: "უშიშარი მარშალი" ნიკოლა შარლ უდინო 15.03.2019

მარშალი ნიკოლა შარლ უდინო, რეჯიოს ჰერცოგი (ლევეზუ დე ვეზინის ნახატი)   1812 წლის კამპანიის დროს თავი გამოიჩინა მარშალმა ნიკოლა შარლ უდინომ, ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მისი ცხოვრების მოკლე მიმოხილვა.

ნაწილი 54: რუსეთის კამპანია, 1812 წ. ნაწილი 1: დიპლომატიური და სამხედრო სამზადისი 21.02.2019

ფრანგული ჯარის გადასვლა მდინარე ნემანზე, 1812 წ. ივნისში (მაირბახის ნახატი) პოდკასტში ვსაუბრობთ ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობაზე 1810-12 წლებში; მიმოვიხილავთ რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომის გამომწვევ მიზეზებს, ძალთა ბალანსსა და სტრატეგიებს.

ნაწილი 53: ნაპოლეონის ომები სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, 1807-1811 წწ. 13.02.2019

ბრიტანული ფლოტის დამარცხება გრან პორტის ბრძოლაში 1810 წელს (პიერ-ჟულიენ გილბერტის ნახატი).    დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ომების ზეგავლენას სამხრეთ აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ბრძოლას მასკარენის კუნძულებისათვის, ბრიტანული ხელისუფლების დამყარება ინდოეთში, ბრიტანული ექსპედიცია მაკაოში და "ნაგასაკის ინცინდენტი."

ნაწილი 52: ბრიტანული ექსპედიციები სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში (1806-1807 წწ.) 16.01.2019

  გენერალ ბერესფორდის და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის დანებება ბუენოს აერესში 1806 წელს (მხატვარი შარლ ფუქერე, 1909 წ.)   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ბრიტანეთის მიერ მოწყობილ ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში, 1806-1807 წწ.

ნაწილი 51: "Rule, Britannia, rule the waves! ტრაფალგარის ბრძოლა, 1805 წ. 06.12.2018

    ტრაფალგარის ბრძოლა (ოგიუსტ მაიერის ნახატი). წინა პლანზე განადგურებული ხომალდი არის ფრანგული სახაზო გემი Bucentaure.   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ ტრაფალგარის ბრძოლას, 1805 წლის 21 ოქტომბერს, სადაც ადმირალ ჰორაციო ნელსონის ფლოტმა გაანადგურა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული საზღვაო ძალები.    

ნაწილი 50: "Le Grand Empire" - ნაპოლეონის იმპერია 1809-1811 წლებში 24.10.2018

   1805-1809 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად ნაპოლეონს მიეცა საშუალება შეექმნა დიდი იმპერია რომელიც, მის წარმოდგენაში, აწი უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერიის ადგილს დაიკავებდა და ევროპის გაერთიანებას დაისახავდა მიზნად. ნაპოლეონის ამ მისწრაფებამ, მიუხედავად იმისა რომ ის ხანმოკლე აღმოჩნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების და საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში. იმპ...

ნაწილი 49: "დიდი არმიის ნესტორი" - მარშალი ფრანსუა ეტიენ კელერმანი 12.10.2018

   ფრანსუა ეტიენ კრისტოფ კელერმანი საფრანგეთის არმიისთვის სიმამაცისა და გამოცდილების სიმბოლოს წარმოადგენდა. ამავე დროს პატიოსნობითა და სამართლიანობით განთქმულ კელერმანს დიდ პატივს სცემდნენ ჯარში. თვით ნაპოლეონმაც ჯეროვნად დააფასა მისი დამსახურებები და საფრანგეთის საპატიო მარშლობა უბოძა. ნაპოლეონის მარშლების უმრავლესობისაგან განსხვავებით, კელერმანმა თავისი წარმატებების დიდ ნაწილს სწორედ ძველი რეჟიმ...

ნაწილი 48: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 4 11.10.2018

  ნაპოლეონის ვაგრამის ბრძოლის დროს (ორას ვერნეს ნახატი)   დღეს ჩვენ ვასრულებთ მეხუთე კოალიციის ომის განხილვას და ვსაუბრობთ ვაგრამის ბრძოლაზე, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უდიდეს შეტაკებაზე რომელიც ნაპოლეონმა მოიგო 1809 წლის 5-6 ივლისს.    ერცჰერცოგი კარლი 1809 წლის კამპანიის დროს (იოჰან პიტერ კრაფტის ნახატი)

ნაწილი 47: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 3 17.09.2018

  ბრძოლა ასპერნ-ესლინგთან (ფერნანდ კორმონის ნახატი)   ნაპოლეონის დაბრუნება ლობაუს კუნძულზე ასპერნ-ესლინგთან ბრძოლის შემდეგ (ანტონ რიტერ ვონ პერგერის ნახატი)    დღეს ვსაუბრობთ ასპერნ-ესლინგის ბრძოლაზე რომელმაც ორივე მხრიდან 45 ათასი მებრძოლის, მათ შორის ნაპოლეონის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავრის, მარშალი ლანის სიცოცხლე შეიწირა.

ნაწილი 46: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 2 25.08.2018

ჟან-ბატისტ დებრე ნახატი, "ნაპოლეონის მიმართვა ბავარიელი ჯარისკაცებისადმი აბენსბერგის ბრძოლის წინ."    ლუი ჰერზენის ნახატი, "მუტონის შეტევა ლანდსჰუტის ხიდზე"

ნაწილი 45: 1809 წელი - იმპერატორის უკანასკნელი ტრიუმფი - ნაწილი 1 14.08.2018

ხვალე, 15 აგვისტოს, არა მხოლოდ ნაპოლეონის დაბადების დღეა, არამედ ჩვენი პოდკასტისაც. 2 წლის გავხდით! დიდი მადლობა ყველას ვინც ამ 24 თვის განმავლობაში გვამხვნევებდა და გვისმენდა. ამ ხნის განმავლობაში ჩავიწერეთ 45 ეპიზოდი რომლებიც ერთ 35 (!) საათიან ვრცელ საუბარს შეადგენენ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი და საუბარი გველის. დღეს ვსაუბრობთ 1809 წელს დაწყებულ მეხუთე კოალიციის ომზე. ნაპოლეონმა დაამარც...

ნაწილი 44: ერფურტის კონგრესი და ნაპოლეონის ესპანური კამპანია, 1808 წ. 19.07.2018

    ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ერფურტის კონგრესის დროს. მარჯვენა მხარეს სავარძელთან დგას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე (ნიკოლას გოსეს ნახატი) დღეს ვსაუბრობთ ქალაქ ერფურტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს და პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ დაუთმო მას. არადა, ნაპოლეონს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგანაც...

ნაწილი 43: "ნაპოლეონი და საქართველო" - ინტერვიუ პროფ. კალანდაძესთან 27.05.2018

  პროფ. მერაბ კალანდაძე (ფოტო დ. ბრაგვაძის ბლოგიდან) გთავაზობთ ჩვენს ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მერაბ კალანდაძესთან. პროფ. კალანდაძე უკვე მრავალი წელია იკვლევს და ასწავლის ნაპოლეონის ეპოქის ისტორიას საქართველოში და არის რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი. 

ნაწილი 42: ნაპოლეონი და იბერიის ნახევარკუნძული, 1807-1808 წწ. 19.04.2018

  პოდკასტში განვიხილავთ საფრანგეთისა და პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნების - ესპანეთისა და პორტუგალიის - ურთიერთობას, ნაპოლეონის ინტერესებს ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ ინტრიგებს, ფრანგულ სამხედრო ინტერვენციას და ე.წ. „ნახევარკუნძულის ომის" (Peninsular war) პირველ ეტაპს.

ნაწილი 41: კონტინენტური სისტემა 12.04.2018

    დღევანდელ პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, კონტინენტურ სისტემაზე, რომელიც წარმოადგენდა ნაპოლეონის განსაკუთრებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ევროპაში ინგლისის, როგორც დიდი სავაჭრო-საზღვაო იმპერიის წინააღმდეგ.    

ნაწილი 40: "შტაბის გენია" - მარშალი ლუი ალექსანდრე ბერტიე 01.04.2018

დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალზე, მარშალზე ლუი ალექსანდრე ბერტიეზე.

ნაწილი 39: პირველი პოლონური კამპანია (1806-1807წწ) და ტილზიტის ზავი. 06.03.2018

"ნაპოლეონის და ალექსანდრეს შეხვედრა მდინარე ნემანზე" (ადოლფ რენის ნახატი)   ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ პრუსიის განადგურების შემდგომ მოვლენებს (1807 წ.) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ომს რუსებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა ცნობილი ბრძოლები ეილაუსთან და ფრიდლანდთან და ტილზიტის ზავს - ნაპოლეონის ომების პირველი ეტაპის დამაგვირგვინებელ ფაზას.

ნაწილი 38: პრუსიის დაცემა, 1806 წ. 15.02.2018

  პოდკასტში განვიხილავთ 1806 წლის მოვლენებს: საფრანგეთისა და ევროპის სახელმწიფოების ურთიერთობებს მოსალოდნელი ომის ზღვარზე; პრუსია-საფრანგეთის ომის დასაწყისს, ბრძოლებს, ზაალფელდთან, იენასა და აუერშტადტთან, პრუსიის არმიის დევნასა და ბერლინის დაკავებას ნაპოლეონის მიერ.  

Listen to the საუბრები ნაპოლეონზე podcast in Replaio

Radio and podcasts in one app - free, with no sign-up. Install today and do not miss the launch

Get it on Google Play

Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.