Duty Free Talks
Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი
DutyFree Talks გულახდილი პოდკასტია, რომელშიც ნაინო და ბარბარა განიხილავენ ემიგრაციას, ოჯახს, კარიერას, ბავშვებს, მეგობრობას და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ თემას. ბარბარა პარიზიდან ერთვება, ნაინო კი - თბილისიდან. ისინი უკვე 20 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან და დისტანციასაც არ უშინდებიან. ტრანზიტულ ბონუს ეპიზოდებში ნაინოს უერთდება იუმორისტი საბა, სადაც საუბრობენ პოლიტიკით დაწყებული, პოპკულტურით დამთავრებული, ყველაფერზე.უსმინეთ ჩვენს გულწრფელ საუბრებს და გვემეგობრეთ.
Author
Duty Free Talks
Category
Podcast website
Latest episode
May 4, 2026
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
32. მე, ბებია, გლოვა და ვინჩესტერი 16.06.2024 43:25
ამ ეპიზოდში ვაზიარებთ ჩვენს მნიშვნელოვან დანაკარგებს, ბარბარა აანალიზებს, დაკარგა თუ არა ქართველობა და ვიგებთ, რამდენი ბებია ყავდა ნაინოს.
31. რა გვაცინებს? 09.06.2024 50:47
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რა ენაზე ხუმრობს თავის კენიელ ჯგუფელთან, ნაინო ცოტა ეჭვიანობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასზე მეტი გაეგება იუმორში.
30. ცხოვრების გზაგასაყრები 01.06.2024 1:01:33
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რომელ ახალ პროფესიას ეუფლება, ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს და ვიგებთ, თუ რატომ არ არის ნაინო მხატვარი.
29. ცუდი პიცა და წილხვედრი ქვეყანა 25.05.2024 52:58
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება როგორ დასრულდა მისი იტალიური თავგადასავალი, ვიხსენებთ საყვარელ ადგილებს საქართველოში და ისევ ვერ ვითმენთ, რომ არ ავაყვავოთ ტურიზმი. P.S. დაითვალეთ რამდენჯერ ვამბობთ სიტყვა კუსკუსას? გამოგვიგზავნეთ თქვენი აუდიო კომენტარი ამ მისამართზე: dutyfreetalks@gmail.com
28. განსაკუთრებულად კრიტიკული დღეები 16.05.2024 41:02
ამ ეპიზოდში ნაინოს აქვს პიემესი, განვიხილავთ მენსტრულურ ციკლს, ჰორმონების გავლენას, ფიზიოლოგიური მოვლენების ტაბუს და ქალად დაბადების რაობას 05:55 ვიდეო ჰორმონებზე 30:40 - ჯგუფი ცხოვრება ენდომეტრიოზით
27. უნდა დავაქენსელოთ? 10.05.2024 54:35
ამ ეპიზოდში ვეხებით საქართველოში მიმდინარე პროტესტს, ვარკვევთ ვმიჯნავთ თუ არა სპორტს და პოლიტიკას, განვმარტავთ და განვიხილავთ cancel culture-ს და ვმსჯელობთ პოლიტკორექტულობაზე. https://youtu.be/uWM2E9oHlhA?si=-SCaB41AMJZf8a5r
26. კამპერვენი და მართვის მოწმობა 02.05.2024 51:00
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება თავგადასავალზე რომელშიც ოჯახთან ერთად კამპერვენით (camping van) გადაეშვა ორი თვით, ნაინო იხსენებს მერამდენე ცდაზე აიღო მართვის მოწმობა და როგორ შეხვდა პირისპირ ტრაილერს.
25. რამ შემქმნა მილენიალად? 25.04.2024 44:49
ამ ეპიზოდში ვიხსენებთ რა გზა გამოვიარეთ თინეიჯერობიდან ადრეულ 20-იანებამდე, რამ განაპირობა ჩვენი პიროვნებების ფორმირება, რა გვაქვს საერთო მილენიალებს ჯენზისთან და რა განგვასხვავებს.
24. ვინ იხდის? 18.04.2024 50:54
ამ ეპიზოდში განვიხილავთ ვინ უნდა გადაიხადოს დეითზე ფული, ცოტათი გადავწვდებით გენდერულ სტერეოტიპებს და სიყვარულის ენებს და ნაინო გვიზიარებს ფემინიზმის მისეულ აღქმას.
23. ფული ჯოჯოხეთს ანათებს? 11.04.2024 50:15
ამ ეპიზოდში განვიხილავთ პერსონალური ფინანსების მართვას, ინვესტიციებს, საფონდო ბირჟას, საპენსიო ფონდს, ბარბარა გვიზიარებს, როგორ ხდება ვოლსტრიტის მგელი და ნაინოს აფიქრებს მომავალზე.
22. შაბათის ბაზარი და კიმჩის მწნილი 04.04.2024 50:06
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება პარიზის ბაზარში სიარულის ყოველკვირეულ ტრადიციაზე, განვიხილავთ ჩვენი საჭმლის მზადების რუტინებს და tradwifeს ტიკტოკ ტრენდს.
21. პირველი სტარბაქსი და შოტლანდიური ვისკი 28.03.2024 46:20
ამ ეპიზოდში ნაინო იხსენებს თავის პირველ სტარბაქსის ყავას, ბარბარა გვიზიარებს ვისკის არომატიან შოტლანდიურ თავგადასავლებს და აღმოვაჩენთ, რომ თბილისის გარდა, კიდევ არის ქალაქი, რომელშიც ერთად ვიცხოვრებდით.
20. ბავშვის პროექტი 21.03.2024 1:00:21
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება ორსულობის დაგეგმვის ექსელებზე და ბავშვის მოვლის დეტალებზე, რომლებიც მოსწონს ევროპაში და საუბარს ვაგრძელებთ ქალების ნაყოფიერებასა და კვერცხუჯრედების გაყინვაზე საქართველოში.
19. სიურპრიზი პარიზში 14.03.2024 50:29
ამ ეპიზოდში გიყვებით სიურპრიზზე რომელიც მეგობრებმა ბარბარას მოვუწყვეთ, სიზმარივით ვიხსენებთ, როგორ გავატარეთ ერთად 3 დღე პარიზში, სად ვჭამეთ, რა ვსვით და როგორ ვეზიარეთ ხელოვნებას.
18. როგორ ვისვენებთ 07.03.2024 47:33
ამ ეპიზოდში განვიხილავთ დასვენების ტიპებს, გიყვებით როგორ ვგეგმავთ თრიფებს, ვიხსენებთ ჩვენს მოგზაურობებს ერთად და ცალ-ცალკე და ახალი მოგზაურობების შთაგონებებიც გვეწვევა. 34:50 - მოგზაურობა კენპინგ ვენით
17. ნაინო სუნთქავს ჰოლოტროპულად 29.02.2024 46:21
ამ ეპიზოდში ნაინო გვიზიარებს ჰოლოტროპული სუნთქვის გამოციდლებას და უნებლიეთ ვეხებით გურუების, კულტების და სექს-ორგიების თემებს. 41:24 - The Mastery of Self: A Toltec Guide to Personal Freedom
16. ღარიბების მალდივები 22.02.2024 45:29
ამ ეპიზოდში განვიხილავთ, როგორ ვგეგმავთ შვებულებას; ნაინო გვიყვება, როგორ დაისვენა მალდივებზე და გაჭირვებით პასუხობს ბარბარას კითხვას ადგილობრივ სამზარეულოზე.
15. ვისი გორისაა ნაინო? 15.02.2024 45:14
ამ ეპიზოდში ნაინო გვიზიარებს თავისი დნმ ანალიზის შედეგებს, განვიხილავთ მოპარული ბავშვების პრობლემატიკას და ბარბარა გვიყვება, რატომ არ დებს თავისი შვილის სურათს სოციალურ ქსელებში.
14. დეითინგი ციფრულ ერაში [ნაწილი 2] 08.02.2024 44:25
ამ ეპიზოდში განვიხილაბთ ონლაინ დეითინგს, ნაინო გვიზიარებს კურიოზებს და ბარბარა გვიყვება როგორ გაიცნო თავისი მეუღლე. 39:23 - წყვილების შეხვედრის ადგილის სტატისტიკა
13. დეითინგი ციფრულ ერაში [ნაწილი 1] 01.02.2024 36:10
ამ ორნაწილიანი ეპიზოდის პირველ სერიაში ვლაპარაკობთ მაჭანკლობაზე, პარტნიორის გაცნობის გზებზე და ბარბარა გვიყვება როგორ გაიცნო მოდელი ბიჭი პარიზის ქუჩებში.
12. ჩვენს დაბადებას შუშხუნები მოჰყვა? 24.01.2024 46:38
ამ ეპიზოდში ნაინო გვიყვება როგორ აღნიშნა თავისი დაბადების დღე, ვიხსენებთ ჩვენს ღირშესანიშნავ დაბადების დღეებს და აღმოვაჩენთ, რატომ არ აღნიშნავდნენ ქალები დაბადების დღეებს მე-12 საუკუნემდე.
11. "როდესაც მამამ პარიზში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა" 11.01.2024 47:38
ამ ეპიზოდში განვიხილავთ უცხო ენებს, რა ენებზე ვსაუბრობთ, როგორ და რატომ ვსწავლობთ ენებს, ნაინოს ებადება ეჭვები დისლექსიაზე და გვიყვება ენების არევის კურიოზებს. 08:27 - ენების კლასიფიკაცია სირთულით 14:19 - დუოლინგოს რეპორტი 1 15:53 - დუოლინგოს რეპორტი 2
10. საახალწლო რეზოლუციები 04.01.2024 45:00
ამ ეპიზოდში განვიხილავთ წლის შეჯამებებს, რა განსხვავებაა რეზოლუციას და მიზანს შორის და პასუხს ვცემთ კითხვას ვინ არის იანუსი და რა კავშირი აქვს ახალ წელთან. 26:45 - Sahil Bloom ტვიტერ პოსტი 29:11 - FutureMe - გაუგზავნე წერილი საკუთავს თავს მომავალში
9. ეს არი ევროპაააა?! 28.12.2023 50:34
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება საფრანგეთის მოქალაქეობის გასაუბრებაზე, განვიხილავთ მითებს და რეალობას ევროპაზე და ექსპერტებივით ვმსჯელობთ საქართველოს ეკონომიკაზე.
8. ნაინოს ცხვირი და თავის მოვლა 21.12.2023 47:58
ამ ეპიზოდში ნაინო გვიყვება როგორ გაისწორა ძგიდე, განვიხილავთ რას ნიშნავს ჩვენთვის თავის მოვლა (self-care) და ეპიზოდის ბოლოს 2 წლის თინა გასწავლით როგორ თქვათ "ბაყაყი".
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.