Duty Free Talks
Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი
DutyFree Talks გულახდილი პოდკასტია, რომელშიც ნაინო და ბარბარა განიხილავენ ემიგრაციას, ოჯახს, კარიერას, ბავშვებს, მეგობრობას და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ თემას. ბარბარა პარიზიდან ერთვება, ნაინო კი - თბილისიდან. ისინი უკვე 20 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან და დისტანციასაც არ უშინდებიან. ტრანზიტულ ბონუს ეპიზოდებში ნაინოს უერთდება იუმორისტი საბა, სადაც საუბრობენ პოლიტიკით დაწყებული, პოპკულტურით დამთავრებული, ყველაფერზე.უსმინეთ ჩვენს გულწრფელ საუბრებს და გვემეგობრეთ.
Author
Duty Free Talks
Category
Podcast website
Latest episode
May 4, 2026
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
#5 ტრანზიტული ეპიზოდი 26.06.2025 1:42:42
ქართული იუმორი, ჩვენი იუმორი, ბრიტანული იუმორი, ზოგადად იუმორი და ცოტა ფილოსოფიაც. ამ ეპიზოდში ნაინო და საბა საუბრობენ ცოტას ჭამაზე, ცოტას ფილოსოფიაზე და ბევრს იუმორზე - ანუ მართლა გაგართობენ! მართლა!
2.13. მოტეხილი ფეხი და ახალი ბავშვი 16.06.2025 58:53
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ახალშობილის გაჩენის შემდეგ, ნაინო კი გვიზიარებს, რა კავშირია მის მოტეხილ კოჭსა და ძროხის ჩლიქებს შორის.
#4 ტრანზიტული ეპიზოდი 21.05.2025 1:06:12
რა შეიძლება აღმოგვაჩენინოს ტომ სოიერის დიდობაში წაკითხვამ, იცვლება თუ არა ხალხი და სამყარო? რატომ ვერ იტანენე ერთმანეთს ლიბერალები, ვის როგორ გვესმის განსხვავებული აზრის პრინციპი და ბაყაყების გადარჩენა აუზებში.
2. 12. ევროპული ოჯახი და ნაინო მერად 11.05.2025 1:06:32
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, როგორ გადაკვეთა 8 თვის ორსულმა საფრანგეთი მანქანით, და ნაინო იხსენებს, როგორ მიიღო მონაწილეობა მერობის არჩევნებში. ეპიზოდის ბოლოში გვაქვს სახალისო ბონუსი!
ტრანზიტული ეპიზოდი #3 03.05.2025 56:09
ამ ეპიზოდის ტრანზიტი უფრო ხავერდოვნად წაიღო, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა დაიხვეწა. ამ ეპიზოდში საბა და ნაინო განიხილავენ ვიეტნამსა და კამბოჯაში წარმოქმნილ უცნაურ ბიზნეს ბუმს. ბარბის (თოჯინის) ფენომენზე - როგორც პოპ-კულტურის მოვლენაზე და რა თქმა უნდა, მათი შინაგანი ბავშვობის დროინდელი ტრავმებიც გაჰკივიან 90-იანების ტკივილზე და პატარ-პატარა სალბუნებზე
ტრანზიტული ეპიზოდი #2 22.04.2025 1:22:18
*ლეობის რომანტიზება, მაფია, ბოდი იმიჯი, სერიალები. ამ ეპიზოდში ნამდვილ ტრანზიტებს გთავაზობთ, ჯერ კომფორტულად ფრენაზე ვსაუბრობთ, მერე საყვარელ შოუებსა და სერიალებზე, იუმორის ხელოვნებაზე, მაფიაზე და ბავშვობის კომპლექსებზე. რას უსმენთ? - ყველაფერი რაც კარგია - ეს ეპიზოდი ამ ფრაზის განსხეულებაა 😀
ტრანზიტული ეპიზოდი #1 (სატესტო) 13.04.2025 35:02
(პირველი 8 წუთი ნაინოს მიკროფონს აქვს ხარვეზი, ბოდიში მოგვითხოვია) საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური თოქშოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოლფიო პოპკულტურა ნაინო და საბა ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ.
2.11. ტოქსიკური ურთიერთობები 06.04.2025 1:01:12
ამ ეპიზოდში ვკითხულობთ ერთმანეთის ამბებს და, ჩვენი მსმენელის ინსპირაციით, განვიხილავთ ჩვენს გამოცდილებებს ტოქსიკურ ურთიერთობებთან პირად და კორპორატიულ გარემოში.
2.10. სტუმრად ორჯერ ამერიკაში - ოცნება, პოპკულტურა და პოლიტიკა 02.03.2025 1:18:52
ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ შორეულ ამერიკას, საბა გვიყვება ამერიკაში ემიგრაციაზე, ვიკვლევთ, როგორია ცხოვრება ნიუ იორკში, ვერკვევით ამერიკის პოლიტიკის ანა-ბანაში და ვიგებთ სიმართლეს ამერიკული პოლიციის შესახებ. საბას პოდკასტი "ორჯერ ამერიკაში"
2.9. სტუმრად ისლანდიაში - პოლიცია და ორსულობა 23.02.2025 1:10:38
ამ ეპიზოდში გაიგებთ: იცნობს თუ არა ბიორკს პირზე კოცნით ჩვენი მეგობარი ნინო (პიკო), ჭირდება თუ არა პოლიცია ისლანდიას და, როგორია ორსულობა და მშობიარობა გეიზერების ქვეყანაში.
2.8. ქართველსა - გული რკინისა, აბჯარი - თუნდაც ხისაო! 09.02.2025 54:58
ამ ეპიზოდში ვცდილობთ მივაგნოთ პასუხს კითხვაზე: “გვეშველება რამე?!”
2.7. ტაილანდური მასაჟი - ნაწილი 2 28.01.2025 46:29
ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში განვიხილავთ, შევჭამდით თუ არა ჩიტის ნერწყვის სუპს, რა არის ტაილანდური პინგ-პონგ შოუ, როგორია ტაილანდური დრეგ კულტურა და ტაქსი ტაილანდში.
2.7. ტაილანდური მასაჟი - ნაწილი 1 28.01.2025 50:35
ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში ნაინო გვიზიარებს, როგორია შვებულება უცხო ადამიანებთან ჯგუფური ტურით, რატომ ეძახიან ტაილანდს “ღიმილის ქვეყანას” და მოყვება თუ არა happy end ტაილანდურ მასაჟს.
2.6. პროტესტი, პროპაგანდა და პოზიტივი 22.12.2024 52:03
ამ ეპიზოდში ნაინო საუბრობს მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის პოზიტიურ ემოციებზე, და ბარბარა გვიყვება, როგორია პროტესტის კულტურა საფრანგეთში.
2.5. სტუმრად "ლევიოსაში" - როგორ დავიწყოთ ბიზნესი 17.11.2024 1:02:37
ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ ჩვენი მეგობრის, თამთა ჯაფარიძის, სტუდია “ლევიოსას”. თამთა გვიზიარებს, როგორ დაიწყო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, რა წინააღმდეგობები გადალახა და რა ამოტივირებს. ბარბარა იხსენებს წამოწყებულ ბიზნესებს საქართველოში და საფრანგეთში, ნაინო განიხილავს, რატომ არ ხსნის საშაურმეს და ყველანი ერთად ვიხსენებთ ჩვენი მეგობრობის ისტორიებს.
ემიგრანტის სევდა 10.11.2024 22:21
ამ მოკლე ამონარიდ ეპიზოდში, ბარბარა გვიზიარების სამშობლოს დატოვების გლოვის ეტაპებს და განვიხილავთ ახალ ქვეყანაში ინტეგრაციის სირთულეებს
2.4. სტუმრად ტოკიოში 02.11.2024 50:42
ამ ეპიზოდში ვმოგზაურობთ ტოკიოში, ჩვენი მეგობარი ტოტო გვიყვება, როგორ გახსნა ქუჩის გალერეა უცხო ქვეყანაში, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და ერთად ვიხსენებთ, როდის დავლიეთ პირველად არაყი “აბსოლუტი”.
2.3 ჩვენ ერთი წლის გავხდით 21.10.2024 1:01:28
ამ ეპიზოდში გავხდით 1 წლის! ბარბარა გვიზიარებს როგორია დატა ანალიტიკის სტაჟიორის ცხოვრება საფრანგეთში და ვაჯამებთ ჩვენი პოდკასტის პირველ წელს.
2.2 ცვლილებები და ტრადიციები 12.10.2024 41:00
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რა ცვლილებები მოხდა ამჯერად მის ცხოვრებაში, ნაინო გვიზიარებს, რა ტრადიცია აკავშირებს მარნეულთან და ერთად ვეძებთ შთაგონებას ოჯახური ტრადიციებისთვის.
2.1. როგორ გავატარეთ ზაფხული 26.09.2024 47:20
ამ ეპიზოდში გიყვებით, როგორ გავატარეთ ზაფხული, რა ვაკეთეთ ერთად თბილისში. ნაინო გვიზიარებს თავისი ბოლო დეითის შედეგებს და ბარბარა ჩივის რა რთულია მშობლის ხვედრი.
იკიგაი და ჰობის სამსახურად ქცევა 21.07.2024 11:59
მონაკვეთი ჩვენი მე-7 ეპიზოდიდან, სადაც განვიხილავთ დრიმ ჯობის რაობას. სრული ეპიზოდი იხილეთ აქ.
01 სეზონის დახურვა 14.07.2024 14:29
ამ მინი-ეპიზოდში ვხურავთ პირველ სეზონს, ბარბარა გვიზიარებს თავისი პროექტის პროგრესს და ნაინო იხსენებს მის საყვარელ სტერეოტიპულ ძველ ანეკდოტს.
35. მაკიაჟი და კაცები კაბებში 07.07.2024 44:15
ამ ეპიზოდში ვიხსენებთ, რა ფრად იღებავდა ტუჩებს ბარბარა და აღმოვაჩენთ, რა კავშირია კვარას, რონალდოს და დრეგ ქვინებს შორის.
34. რას ვუსმენთ? 30.06.2024 50:08
მსმენელების ინსპირაციით ამ ეპიზოდში გიზიარებთ პოდკასტებს, რომლებსაც ჩვენ ვუსმენთ: ოფისით დაწყებული, ნუტრიციით და ასტროფიზიკით გაგრძელებული, დამთავრებული ბრიჯერტონითაც კი!
33. სანტექნიკა, ბერლინი და რუტინა 23.06.2024 46:11
ამ საჭორაო ეპიზოდში ყველაფერს მივედ-მოვედეთ: ნაინოს ცხოვრებისეული პრობლემებით დაწყებული, გაგრძელებული მეტალ კონცერტით და დამთავრებული ტანსაცმლის დაუთოვების უსამართლობით.
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.