დირექცია/Film Office
დირექცია/Film Office
პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში.თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country).წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. Welcome to the Georgian Film industry Podcast, your source for all things film and film production in the Georgia. We'll be talking to filmmakers, actors, producers, and other industry professionals about the latest news and trends in Georgian cinema. We are your host Gocha and Kote, we are excited to take you on a journey to explore the world of film in Georgia.
Author
დირექცია/Film Office
Category
Podcast website
Latest episode
Mar 31, 2024
Where to listen?
Podcasts in the app Replaio Radio Coming soonPodcasts are coming to the app soon. Install now and be the first to see a whole new take on podcasts
Episodes
ქართული ფილმების პანორამა მონპელიეს კინოფესტივალზე. სტუმარი ლევან ლომჯარია. დირექცია ს2 ეპ 18 06.11.2022 32:39
ჩვენი სტუმარია ლევან ლომჯარია - კინოცენტრის კინოექპორტის დეპარტამენტის უფროსი თემები: 1. ქართული ფილმების რეტროსპექტივა მონპელიეს კინოფესტივალზე 2. ვინ არჩევს და როგორ ფილმებს პანორამისთვის 3. არსებობს თუ არა გეგმა ან პროგრამა ამ პროექტის და როგორ ზომავდთ შედეგებს? 4. ქართული კინოს არაევროპული ბიუჯეტები 5. შემოსავლები უცხოური გაქირავებიდან ...
ახალი თაობა ახალი ქართული კინოთი. სტუმარი - რეჟისორი სოსო ბლიაძე. პოდკასტი დირექცია ს2 ეპიზოდი 17 23.10.2022 40:10
თემები 1. თაობათა ცვლა 2. პანდემიის დროს გადაღებული ფილმი "ჩემი ოთახი" კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 3. კინო სახელმწიფო დაფინანსების გარეშე 4. კინოცენტრის პოლიტიკა და დავა კონკურსის გამო 5. ოსკარზე გასაგზავნი ფილმების კონკურსი, "ოთარის სიკვდილი" 6. ქართული კინო მაყურებლის ძიებაში 7. ონლაინ პლატფორმები და ონლაინ პრემიერების გამოცდილება &nbs...
"დიდი შესვენება" - გზა ოსკარამდე. რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე დირექციაში ს2 ე16 09.10.2022 31:51
ფილმი "დიდი შესვენების "გზა ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა დავით ფირცხალავას მხატვრულმა ფილმმა "დიდი შესვენება". ასევე, ფილმი ტორონტოს ფესტივალის ძირითად კონკურში მოხვდა. სტუმრები ფილმის სცენარისტი და რეჟისორი დათა ფირცხალავა და პროდიუსერი თედო დოლიძე 1. ნახეთ თუ არა სხვა ფილმები? 2. როგორ მოახერხეთ...
ახალგაზრდა ფესტივალის ძველი გამოწვევები. ჩვენი სტუმარია კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი. "დირექცია" ქუთაისის მოკლე ფილმების ფესტივალზე 01.10.2022 20:32
კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო მოკლე ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გუნდის წევრია. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის ახალი სიტყვა- საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანამედროვე რეალობაში მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლები ყურადღება ეთმობა და მათი პოპულარიზაციაც იშვიათად ხდება. იმის...
ნახევრადდაფინასებული ქუთაისის მოკლე ფილმების კინოფესტივალი. სტუმარი ნინო მხეიძე ს2 ეპ15 24.09.2022 26:06
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც მეორეჯერ ტარდება ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა, მაყურებლისა და ფინანსების ძიებაში, ჩვენი სტუმარია გენერალური დირექტორი ნინო მხეიძე. თემები: 1. ფესტივალის კონცეფცია 2. ორგანიზაციული და ფინანსური გამოწვევები 3. ფესტივალის მიზნობრივი აუდიტორია 4. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა 5. მოხალისეე...
ორი ფესტივალი ერთ ჭერქვეშ - ქ. ბათუმში. ლევან შუბაშვილი ესაუბრება CinéDOC-Tbilisi დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორს არჩილ ხეთაგურს. 23.09.2022 15:35
CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe). CinéDOC-Tbilisi ჰიბრიდულ კინოფესტივალად გარდაიქმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობს, რომ შემოქმედებითი დოკუმენტურ...
ბათუმის საავტორო კინოფესტივალი 2022წ სახელწიფო მხარდაჭერის გარეშე, სტუმარი გიორგი გოგიბერიძე ს2 ეპ14 14.09.2022 31:03
ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ტარდება. მე-17 წელს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფესტივალის ორგანიზატორებს მხარდაჭერაზე უარი უთხრა, შედგება თუ არა ფესტივალი? ჩვენი სტუმარია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე. #ერთადჩავატაროთფესტივალი 1. ფესტივალის კონცეფცია 2. ორგანიზაციუ...
უსისტემოდ ქცეული სისტემა. ჩვენი სტუმარია სცენარისტი და რეჟისორი სანდრო ნავერიანი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი 13 14.08.2022 42:16
სანდრო ნავერიანი მრავალი სერიალისა და მხატვრული ფილმის სცენარისტია, მათ შორის სერიალ "ტიფლისისა" და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "სველი ქვიშის." ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების "ჰალკი" და "ზებრას" რეჟისორია. სანდრო ასევე მუშაობს დოკუმენტურ კინოშიც. სანდრო ნავერიანის ერთ-ერთი პროექტი "დაბადება" კინოცენტრის მიერ გამოცხადებული სრულემტრაჟიანის ფილმების კონკურსის მონაწილე იყო და მე-3...
წარმოება კინოსა და რეკლამაში, განსხვავება და სპეციფიკა. ქართული კონტენტის თავისებურებანი. ჩვენი სტუმარია რეჟისორი და პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე. პოდკასტი "დირექცია" ს1 ეპ12 31.07.2022 1:07:08
უნიკალური გამოცდილება კინოდან -რეკლამაში და ისევ კინოში რა სპეციფიკური განსხვავებაა რეკლამისა და კინოს წარმოებას შორის? მიმდინარე პროექტები - ფილმები & სერიალი ორი სიტყვა კინოცენტრის ბოლო კონკურსის შესახებ როგორ უნდა მუშაობდეს კინოცენტრი? საით მიდის ქართული ინდუსტრია? შესაძლებელია თუ არა გლობალური კონტენტის შექმნა? ჩვენი სტუმარია "ფილმ ასილუმის" დამფუძნებელი, რეჟისორი დ...
რა არის და როგორ მუშაობს კინოფონდი "ევრიმაჟი?" ჩვენი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე. პოდკასტი "დირექცია ს1 ეპ11 17.07.2022 1:14:15
„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ, ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას. საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. 2011 -21 წწ ევრიმაჟის საწევრო გად...
რა არის ეროვნული კინოპროექტი? ჩვენი სტუმარია რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე. "დირექცია" სეზონი 1 ეპიზოდი10 03.07.2022 50:48
საერთო ეროვნული პროექტების რეალიზაციისა და ვიზუალიზაციის იდეა დიდიხანია საზოგადოების დაკვეთაა, ამას კინოს პროფესიონალებიც ხვდებიან და სხვადასხვა დროის მთავრობებიც, მაგრამ მიუხედავად მცდელობებისა, მეტნაკლებად წარმატებული პროეტები არ ჩანს. რა იყო და რა იქნება გვესაუბრება რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძე 1. ქართული მეტანარატივი კინოში? 2. ქართული კინო - შ...
ქართული სერიალების წარმოება და კომერცია. ჩვენი სტუმარია პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1 ეპიზოდი 9 19.06.2022 43:00
2022წლის 18 აპრილიდან 1-ლ არხზე, კვირაში 4 ჯერ გადის სერიალი "სიყვარულის მიღმა" ჩვენი სტუმარია სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე თემები: 1. ძველი გამოცდილებიდან აქამდე: სიტკომიდან სერიალამდე 2. ტექნიკურად რამდენად ადვილია/ ძნელია 3. აუდიტორიის მიზნობრიობა - მარკეტინგი - რეიტინგები 4. სერიალების სოციალური დანიშნულება 6. Youtube vs TV 7. კონკურენტები 8. რიმეიკი, ფრანშიზა თუ საკ...
ორი კომისია - ერთი გამარჯვებული. ჩვენი სტუმარია მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი. პოდკასტი დირექცია სეზონი 1 ეპიზოდი7 05.06.2022 31:15
ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიური კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ 2022წლის 14 თებერვალს დაამტკიცა, კომისიას გადაეცა კონკურსში მონაწილე 15 პროექტი და თავის რიგებიდან თავმჯდომარეც აირჩია. განისაზღვა სამუშაო გრაფიკიც და ვადებიც. 2022წლის მარტში გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფ...
რა არის და რას სთავაზობს კავეა პლუსი მაყურებელს და პროდიუსერებს? პოდკასტი "დირექცია" სეზონი1, ეპიზოდი 6 22.05.2022 31:38
სტუმარი: სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. https://anchor.fm/filmoffice https://www.instagram.com/geofilmoffice/&nbs...
კანის ფესტივალის ამბები - ლევან შუბაშვილი ესაუბრება ჟურნალისტს მარიკა ბაკურაძეს 22.05.2022 19:12
მიუხედავად პოლიტიკური მოვლენებისა, როგორც ყოველ წელს, რიგით 75-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2022 წლის 17 მაისიდან 28 მაისამდე მიმდინარეობს. კინო და არამარტო კინო ამბებზე ლევან შუბაშვილი ესაუბრება ფესტივალზე მომუშავე ჟურნალისტს მარიკა ბაკურაძეს.
რამდენი ადამიანი დადის კინოში საქართველოში? პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1, ეპიზოდი 5 08.05.2022 30:55
მოსახლეობის რომელი ფენა დადის ყველაზე ხშირად კინოში? რამდენი კინოდარბაზია თბილისში? აპირებს თუ არა კავეა გაფართოებას? რა ჟანრის ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მაყურებელები? ჩვენი სტუმრები არიან გვანცა გარმელია - კავეა კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი და სალომე კუპრაშვილი - კავეა პლუსის პროექტის მენეჯერი პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომა...
როგორი გვინდა იყოს კინოცენტრი? მე-2 ნაწილი. პოდკასტი "დირექცია" - სეზონი 1, ეპიზოდი 4 24.04.2022 55:10
პოდკასტი ქართულ კინოსა და მედია წარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში. ვაგრძელებთ საუბარს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, დღეს ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილი
ჩვენს შესახებ - ტრეილერი / Trailer - About Us 24.04.2022 0:50
ტრეილერი - "დირექცია" - პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმეობაზე, ადრე, ახლა და მომავალში. თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Trailer - Podcast About Film&Media Production in Georgia (Country). წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი
როგორი გვინდა იყოს კინოცენტრი? ნაწილი 1 პოდკასტი "დირექცია" სეზონი 1 ეპიზოდი 3 10.04.2022 59:32
კინოცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენები კინემატოგრაფისტებისა და საზოგადოების განხილვის საგნად იქცა, როგორ მუშაობდა, მუშაობს ან მომავალში როგორ უნდა იმუშაოს ამ ორგანიზაციამ? ნაწილი 1 ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი ვანო არსენიშვილი.
როგორ დაიწყო და როგორ მუშაობს კინომწარმოებლებისთვის "Cash rebate" პროგრამა საქართველოში? 27.03.2022 46:41
"Сash rebate" პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი, თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის...
კინო ქრონიკები -ჩვენი მეხსიერება - გუშინ, დღეს და ხვალ. 12.03.2022 46:53
როგორ ქმნიდნენ კინო ქრონიკებს ადრე, იყო ის თუ არა ტოტალიტარული სისტემის ნაწილი და ხდებოდა თუ არა ისტორიული მოვლენების შერჩევითი შენახვა? რა ხდება ახლა, როდესაც სისტემა აღარ არსებობს? როგორი უნდა იყოს მომავალში ეს პროცესი ორგანიზებული და რა უნდა შევინახოთ? ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების დოქტორი ვაჟა ზუბაშვილი.
Replaio is not a podcast publisher; show names, artwork and audio belong to their authors and are distributed through public RSS feeds.