დირექცია/Film Office

დირექცია/Film Office

Tv KA ↓ 46 épisodes

პოდკასტი ქართულ კინოსა და კინოწარმოებაზე ადრე, ახლა და მომავალში.თავისუფალი პლატფორმა თანამედროვე მედია კონტენტის შემქმნელებისთვის. Podcast About Film&Media Production in Georgia (Country).წამყვანები: კოტე ჩლაიძე, გოჩა ჟორჟოლიანი. Welcome to the Georgian Film industry Podcast, your source for all things film and film production in the Georgia. We'll be talking to filmmakers, actors, producers, and other industry professionals about the latest news and trends in Georgian cinema. We are your host Gocha and Kote, we are excited to take you on a journey to explore the world of film in Georgia.

Auteur

დირექცია/Film Office

Catégorie

Tv

Site du podcast

gochazh.wordpress.com

Dernier épisode

31 mars 2024

Où écouter ?

Les podcasts dans l'appli Replaio Radio Bientôt disponible

Les podcasts arrivent très bientôt dans l'appli. Installe-la dès maintenant et découvre en avant-première une toute nouvelle façon de vivre les podcasts

Télécharger sur Google Play Installe-la gratuitement Android 5 M+ de téléchargements · note de 4,8 iOS bientôt

Épisodes

დოკუმენტური კინო - მაყურებლის ძიებაში. სტუმარი კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა. დირექცია ს4 ეპ40 31.03.2024

ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად. 2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ რეპერტუარს ადგნენ და აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებებზე დასწრებისთვის ბილეთების შეძენაა საჭირო, რ...

მითები, პროპაგანდა და ისტორიული კინოს ვნება. სტუმარი დიმიტრი სილაქაძე. პოდკასტი "დირექცია" ს4 ე39 17.03.2024

ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან ისტორიკოსები შინაარსი: 00:00 - შესავალი 02:37 - უნდა ასახავდეს თუ არა ფილმი ისტორიულ სინამდვილეს? 07:36 - ვინ და...

გასეირნება პოტსდამზე თიკო ნადირაშვილთან ერთად სეზონი 4 ბონუს ეპიზოდი 2 10.03.2024

ბერლინში, პოტსდამზე, კინოპროდიუსერ თიკო ნადირაშვილს შევხვდით. თიკო სერიალების წარმოებაზე, ბერლინალეს ტალანტ კამპუსზე, ფესტივალის საკონკურსო ფილმებსა და ქალაქზე გვიყვება. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. 15-25 თებერვალი, 2024 წ.

ბერლინალეს ევროპულ კინომარკეტზე ირინა გელაშვილთან ერთად სეზონი 4 ბონუს ეპიზოდი 1 03.03.2024

ირინა გელაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მწარე შაქარის“ პროდიუსერია, რეჟოსორ ანა ბარჯაძესთან ერთად ბერლინში ევროპული კინო მარკეტზე კოპროდისერებს ხვდება და ბაზრობის მუშაობის სპეციფიკას გვაცნობს. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი.  15-25 თებერვალი, 2024 წ.

ბერლინური ჩვენებები - საუბარი ლანა ღოღობერიძესთან პოდკასტი დირექცია სეზ4 ეპ38 25.02.2024

2024 წლის თებერვალს ქ. ბერლინში, "ბერლინალეს" ფორუმის სექციაში ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ჩვენებები გაიმართა. ფილმის ავტორსა და რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს ევროპული პრემიერის შემდეგ ესაუბრა ლევან შუბაშვილი.

სტენდების ბრძოლა ბერლინში - სტუმარი კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი. პოდკასტი დირექცია ს4 ეპ37 11.02.2024

2024 წელს ბერლინის ევროპულ კინო ბაზრობაზე საქართველოს ორი სტენდი ექნება ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს კინო ინსტიტუტის. რისთვის შეიქმნა საქართველოს კინო ინსტიტუტი, რა გეგმები აქვს და რას წარადგენს ბერლინში, ჩვენი სტუმარია კინო ინსტიტუტის პრეზიდენტი, კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი. შინაარსი 00:00 - მისალმება 00:25 - სტუმრის წარდგენა 00:44 - რა არის საქართველოს კინო ინსტიტუტი? 03:34 - იქნ...

თანამედროვე ქართული ანიმაციის ტენდენციები - სტუმარი ნათია ნიკოლაშვილი ს04ეპ36 28.01.2024

რა ტენდენციებია მსოფლიო ანიმაციაში, სად და რა ეტაპზეა ქართული ანიმაცია, სირთულეები და გამოწვევები. ჩვენი სტუმარია სტუდია "ანიმატორის" თანადამფუძნებელი, რეჟისორი და ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი შინაარსი: 00:00 - ქუდი 00:22 - წარდგენა 01:33 - ანიმაციის თანამედროვე ტენდენციები 04:30 - რა ღირს ანიმაციის წარმოება 06:33 - ანიმაცია როგორც ბიზნესი 10:26 - ანიმაციური პროექტი “სოხუმი” 11:57 - შემოქ...

შეჯამება - ქართული კინოს 2023 წლის ტენდენციები. პოდკასტი დირექცია ს3 ეპ35 14.01.2024

2023 წელს მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართულ კინო სფეროში, ტენდენციები რომელიც გასულ წელს გაჩნდა მომავალ წლებზეც იქონიებს გავლენას. წლის შეჯამება პოდკასტში "დირექცია" შინაარსი: - შესავალი - სახელმწიფო და კინო - აფხაზეთის თემა კინოში - ქართული დოკუმენტური ფილმები - ოსკარზე გასაგზავნი ფილმები - ონლაინ პლატფორმები - სერიალები და კომერცია - ოთარ იოსელიანის სამახსოვროდ - შეჯამება

ცხელი ზაფხულის სამი თვე - კინორეჟისორ სანდრო კობერიძის ბოიკოტი. პოდკასტი "დირექცია" სეზონი 3 ეპ 34 17.09.2023

ზაფხული კინო სფეროსთვის დაძაბული გამოდგა, კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლამ და რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დათხოვნამ კინემატოგრაფისტების დიდ ჯგუფში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია. ხოლო 2023 აგვისტოდან 500-მდე კინემატოგრაფისტი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა და ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვა კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრთან, ჩვენი სტუმარია ამ მოძრაობის წარმომადგენელი კინორეჟის...

კინორეჟისორ ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო ს02 ეპ33 16.07.2023

რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე.  პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციის...

კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები დირექციაში. სეზონი 2 ეპიზოდი 32 02.07.2023

თანამშრომელთა “ამბოხი” სტუმრები კინოცენტრის თანამშრომელი ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე კინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურ...

ეროვნული კინოცენტრის შექმნის სათავეებთან. სტუმრად დირექციაში რეჟისორი ლევან კიტია. ს02 ეპ31 18.06.2023

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შექმნის იდეა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა, ამ პროცესს ელდარ შენგელაია ედგა სათავეში, რომელმაც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები შემოიკრიბა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა ეს იდეა 2001 წელს წარმატებით განხორციელდა. რა ვითარებაში და რა პერიპეტიები გადახდა ამ იდეის ინიციატორებს მოგვითხრობს ამ პროცესების უშუალო მონაწილე რეჟისორი და პროდიუსერი ლევან კიტია. ასევ...

უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? ს02 ეპ30 28.05.2023

კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები? დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია. მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნ...

ემუქრება თუ არა ევროპულ პროგრამას დახურვა? სტუმრად დირექციაში კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე ს02 ეპ29 14.05.2023

შემოქმედებითი ევროპის პროგრამას - Creative Europe Georgia - დახურვა ემუქრება თუ არ იქნა ცვლილებები შეტანილი კანონში. არა მარტო საქართველოს შემოქმედებითად აქტიურმა ადამიანებმა შეიძლება დაფინანსება დაკარგონ, არამედ შესაძლებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ქვეშ დადგეს, რადგან ამ ცვლილებების მიღება ასევე 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2023 წლის 24 თებერვალს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა...

საუნივერსიტეტო კარიერის დასასრული და ქართული კინოს მომავალი. სტუმრად დირექციაში ვახო ჯაჯანიძე ს2 ე28 30.04.2023

13 წლის მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა კინორეჟისორი ვახო ჯაჯანაძე თავის მომავალს ვეღარ ხედავს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ფეისბუკის პოსტით ყოფილ კოლეგებსა და საზოგადოებას უნივერსიტეტისა და ქართული კინოს პრობლემებზე სასაუბროდ იწვევს. 00:00 - შესავალი 00:30 - წარდგენა 01:15 - რას ემსახურებოდა თქვენი პოსტი? 04:01 - პიროვნული დაპირისპირება თუ სისტემური პრობლემა 05:45 - რატომ მიმართეთ საჯარ...

კინოთეატრების ბედი მე-20 საუკუნის საქართველოში - სტუმრად დირექციაში ლევან გელაშვილი ს02 ეპ27 08.04.2023

კინოს მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი მოგვითხრობს მის მიერ გამოცემულ ახალი წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 1920-1990წწ ქრონიკები" შესახებ 00:00 - შესავალი 00:46 - რა იყო წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 20-90 წლების ქრონიკები" შექმნის მიზანი? 04:04 - რა პერიოდებს მოიცავს წიგნი? 06:17 - რა იყო კინოთეატრების რეპერტუარი? 09:50 - ტაპიორების მუშაობის შესახებ 10:49 -...

მუნიციპალური კინოთეატრი და დღევანდელი კინოპოლიტიკა - სტუმრად დირექციაში ალექსანდრე გაბელია ს2 ეპ26 02.04.2023

რას საქმიანობს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა გაერთიანება "სინექსპრესი", როგორ გეგმავენ მუნიციპალურ კინოთეატრის გახსნას და რას ფიქრობენ თანამედროვე ქართულ კინოსა და კინოპოლიტიკაზე? სტუმარი "სინექსპრესის" წარმომადგენელი, კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ალექსანდრე გაბელია. პრომო: 00:10 - 00:40 1. წარდგენა 00:40 - 2:33 2. სინექსპრესის პლატფორმის შესახებ 2:33 - 6:00 3. რა ფასეულებებ...

კინოაკადემიის აღდგენილი კინოდარბაზი და ახალი შესაძლებლობები. ნიკა აბრამიშვილი დირექციაში ს2 ეპ25 19.03.2023

სტუმარი კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროდიუსერი ნიკა აბრამიშვილი  1.  წარდგენა  2. რა ეტაპზეა კინოდარბაზის აღდგენა  3. მომავალი კინოდარბაზის ტექნიკური დეტალები  4. კინოდარბაზის მენეჯმენტი, კონტრაქტი დამქირავებელთან და პოზიციონირება  5. კინოაკადემიაში გაწევრიანების წესები: ძველი და ახალი წევრები  6. კინოაკადემიის ახალი ფუნქციები თანამედროვე კინო ინდუსტრიაში&nbsp...

ეროვნული კინოარქივის ძველი და ახალი გამოწვევები - სტუმრად დირექციაში გიორგი კაკაბაძე ს2 ე24 05.03.2023

სტუმარი კინო ფოტო ფონო დოკუმენტების ცენტრალური  არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე   1. რა სპეციფიკაა კინო ფოტო ფონო დოკუმენტების არქივის მუშაობაში?  2. რამდენი ფირის რესტავრაცია მოხდა ბოლო წლებში?  3. მომავალში რა არის დაგაგმილია ამ მიმართულებით?   4. როგორი დასწრებაა გარესტავრირებულ ფილმების ჩვენებებზე?  5. შესაძლებელია თუ არა კერძო პირებმა მიმართონ თავისი კოლექციები...

ბერლინალე-2023 რითი გამოირჩევა წლევანდელი კინოფესტივალი? კინომიმომხილველი დათო ლობჟანიძე დირექციაში 25.02.2023

ბერლინის 2023 წლის, რიგით 73-ე საერთშორისო კინოსფესტივალის მოკლე მიმოხილვა.   სტუმარი: ონლაინ ჟურნალ "ლიტაგორას" @litagora  დამფუძნებელილი და რედაქტორი, კინომიმომხილველი დათო ლობჟანიძე  წამყვანი ლევან შუბაშვილი   თემები:   1. საკონკურსო და პარალელური პროგრამის მოკლე მიმოხილვა.  2. წლევნადელი ფესტივალის ფილმების თემატიკა.  3. კინოკრისტიკოსთა შეფასება.  4. ფეს...

კინოფაკულტეტის დიპლომი, როგორც საგზური დიდ კინემატოგრაფში. დათო ჯანელიძე სტუმრად დირექციაში ს2 ეპიზოდი23 19.02.2023

სტუმარი კინორეჟისორი დავით ჯანელიძე - საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი 1. როგორი უნდა იყოს თანამედროვე კინო-ტელე ფაკულტეტი, რა უნდა მისცეს სტუდენტს ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ საზოგადოებას. 2. რა ძირითადი გამოწვევები და რა უნდა შეიცვალოს სწავლისა და პრაქტიკის მხრივ? 3. დამოკიდებულება კომერციულ კინო-ტელე ინსტიტუტებთ...

რა გეგმები აქვს დოკუმენტური კინოს ასოციაციას (დოკა)? სალომე ჯაში სტუმრად დირექციაში ს 2 ეპ 22 05.02.2023

2022 წლის დეკემბერში შეიქმნა დოკუმენტური კინოს ასოციაცია (დოკა). ასოციაცია ქართველ დოკუმენტალისტებს აერთიანებს და მათი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს. რა გეგმები აქვს და რას საქმიანობს ორგანიზაცია გვესაუბრება დოკას ერთ-ერთი დამფუძნებელი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში.   თემები  1.საიდან და რატომ გაჩნდა დოკუმენტური კინოს ასოციაციის შექმნის იდეა?   2.გარდა ზოგადი დეკლარაციისა, რა ამოცა...

ტელევიზიიდან იუტუბზე - ახალი შესაძლებლობები. კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი დირექციაში ს02 ეპ21 18.12.2022

ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი 1. ტელევიზიიდან იუტუბამდე. რატომ იუტუბი? მასობრივიდან ნიშურამდე. 2. იუტუბ სტრატეგია - ძირითადი მესიჯი - გზა აუდიტორიამდე 3. პერიოდულობა - სტატისტიკა, მონეტარიზაცია 4. crew- ჯგუფი 5. სოციალური მედია - მართვა, მარკეტინგი 6. ახალი შესაძლებლობები. 7. სამომავლო გეგმები. https://www.youtube.com/@tomachagelishvili72

რა ვნახოთ თბილისის 23-ე კინოფესტივალზე? დირექციაში ფესტივალის კოორდინატორი მარი გულბიანი. ს02 ეპ20 04.12.2022

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის კოორდინატორი რეჟისორი მარი გულბიანი   თემები:  1. წარდგენა - ფოკუსირება ქართულ ფილმებზე  2.ფესტივალზე წარდგენილი პროგრამების შესახებ (ევროპული ფორუმი, ოსკარის მაძიებლები, რუმინეთი ფოკუსში, უკრაინის ფერები და სხვა)    3. რამდენი ფილმი იყო გამოგზავნილი და როგორ შეირჩა?  4. შეიძლება თუ არა რაიმე ტენდენციებზე ლაპ...

როგორ უნდა განვითარდეს შემოქმედებითი კინოინდუსტრია? სტუმარი ელენე მარგველაშვილი დირექცია ს02 ეპ19 20.11.2022

ჩვენი სტუმარია კინოკომპანია "პარაშუტ ფილმს" პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი  თემები:  1. ასოციაცები და გაერთიანებები კინო დარგში  2. კვლევების მნიშვნელობა და მათი არარსებობა კინო ინდუსტრიაში  3. რა სამომავლო გეგმები აქვს "ქსელის" გაერთიანებას და რეგიონებში კინოჩვენებების პერსპექტივები  4. მიმდინარე და სამომავლო კინოპროექტები

Écoute le podcast დირექცია/Film Office sur Replaio

La radio et les podcasts dans une seule appli - gratuite, sans inscription. Installe-la dès aujourd'hui et ne rate pas le lancement

Télécharger sur Google Play

Replaio n'est pas éditeur de podcasts ; les noms des émissions, les visuels et l'audio appartiennent à leurs auteurs et sont diffusés via des flux RSS publics