Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
საუბრები ნაპოლეონზე
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის...
N'hésitez pas à visiter le site du podcast et à soutenir son créateur : napoleontalk.podbean.com
Auteur
Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
Catégorie
Site du podcast
Dernier épisode
23 déc. 2024
Où écouter ?
Les podcasts dans l'appli Replaio Radio Bientôt disponibleLes podcasts arrivent très bientôt dans l'appli. Installe-la dès maintenant et découvre en avant-première une toute nouvelle façon de vivre les podcasts
Épisodes
ნაწილი 12: პირველი იტალიური გამარჯვებები 25.10.2016 23:20
1796 წლის აპრილში გენერალ ბონაპარტის „იტალიის არმია" ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით სარდინია-პიემონტში შეიჭრა და იქ განლაგებულ ავსტრიელ და სარდინიელ ჯარებზე იერიში მიიტანა. ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის მეტად წარმატებული გამოდგა. 11-15 აპრილს ბონაპარტმა მოიპოვა გამარჯვებები მონტენოტესთან, მილეზიმოსთან, კოსერიასთან და დეგოსთან. შედეგად, მან შეძლო მოკავშირეთა პოზიციების გარღვევა და ცე...
ნაწილი 11: მზადება იტალიაში ლაშქრობისათვის, 1796 წლის გაზაფხული 18.10.2016 32:28
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის პირველი იტალიური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდს (1796 წლის თებერვალი-აპრილი), პოლიტიკურ სიტუაციას, მებრძოლ მხარეთა სამხედრო ძალებს, რიცხოვნობას და მიზნებს. პოდკასტის დასაწყისში გამოვიყენეთ ცნობილი ფრანგული სამხედრო სიმღერა La Chanson de l'oignon. J'aime l'oignon frit à l'huile, J'aime l'oignon quand il est bon. J'aime l'oignon frit à l'huile, J'aime l'oig...
ნაწილი 10: ნაპოლეონი და ომის ხელოვნება 11.10.2016 44:09
ცოტა გრძელი პაუზის შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს და დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის სამხედრო ხელოვნებას.
ნაწილი 9: "გენერალი ვანდემიერი," 1795 წლის ოქტომბერი 30.09.2016 30:55
საუბარი გვაქვს ნაპოლეონის ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე - ვანდემიერის ამბოხების ჩახშობაშაზე. გენერალი ბონაპარტი პარიზში იყო როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ბონაპარტმა რომელმაც. აქამდე უპრეცედენტო საშუალებით, მოქალაქეთა წინააღმდეგ არტილერიის გამოყენებით, დაამარცხა აჯანყებ...
ნაწილი 8: ომი და სიყვარული: 1794-1795 წწ. 29.09.2016 44:15
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1794-1795 წლებზე, რომლებიც ნაპოლეონისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. ქალაქ ტულონის აღების შემდეგ მან გენერლის წოდება მოიპოვა, პოლიტიკური კავშირებიც გააბა, და თითქოს აღმასვლის გზას დაადგა. მაგრამ 1794 წლის ივლისში იაკობინელთა ხელისუფლება დაემხო და გენერალი ბონაპარტი პოლიტიკურად არასაიმედო პირად იქცა. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო და შეიყვარა ახალგაზრდა ეჟენი დეზირე კლარი, მაგ...
ნაწილი 7: ტულონი, 1793 წ. 21.09.2016 26:02
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ ნაპოლეონის ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე, ქალაქ ტულონის ალყაზე, სადაც მან პირველად გამოიჩინა თავი და დიდება მოიხვეჭა. გენერალი ჟან ბატისტი კარტო; მის მიერ შესრულებული მეფე ლუი მე-16-ს პორტრეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ . პოდკასტში გამოვიყენეთ რამოდენიმე სიმღერა: 1. Le Bonnet de la Liberté - 1793 წელს დაწერილი სიმღერაა რომლის სათაური რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე...
ნაწილი 6: კორსიკული ოცნებების დამსხვრევა, 1793 წ. 16.09.2016 35:22
დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ 1792 წლის ზაფხულში პარიზში მომხდარ მოვლენებზე და ნაპოლეონის (და მისი ოჯახის) კორსიკიდან გაძევებაზე. კორსიკული ოცნებები, იდეალიზმი, ახალგაზრდული აღტაცება უკვალოდ გაქრა... ნაპოლეონი ამიერიდან უფრო ფხიზელი და პრაქტიკული ხდება. 1792 წლის 20 ივნისის ამბოხებაზე საუბრისას, გამოვიყენეთ ცნობილი რევოლუციური სიმღერა, Ça ira, რომელიც მეტად პოპულარული იყო რადიკალურად განწყობილი პა...
ნაწილი 5: საფრანგეთსა და კორსიკას შორის: ნაპოლეონი 1791-1792 წწ. 14.09.2016 31:47
მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო! ცოტაოდენ დაგვიანებით გთავაზობთ პოდკასტის ახალ გამოშვებას რომელიც საფრანგეთში და კორსიკაზე 1791-1792 წლებში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. პოდკასტის ჩაწერისას გამოვიყენეთ რამოდენიმე რევოლუციური სიმღერაც: თავდაპირველად გთავაზობთ ნაწყვეთს La Carmagnole-დან, რომელიც 1792 წლის ზაფხულში შეიქმნა და მეტად პოპულარული იყო რევოლუციონერებს შორის. შემდეგ, ომზე საუბრისას, თქვენ მ...
ნაწილი 4: ნაპოლეონი, რევოლუცია და კორსიკა 07.09.2016 23:04
პოდკასტის მორიგ გამოშვებაში ვსაუბრობთ კორსიკაზე მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებზე და ნაპოლეონსა და პასკუალე პაოლის შორის დაპირისპირებაზე.
ნაწილი 3: ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლები, 1785-1789. 29.08.2016 33:05
გთავაზობთ ახალ პოდკასტს - ამჯერად ვსაუბრობთ ნაპოლეონის ახალგაზრდობის წლებზე, პარიზის სამხედრო სკოლის დასრულებიდან რევოლუციის დაწყებამდე.
ნაწილი 2: ნაპოლეონის ბავშვობა და სკოლის წლები 21.08.2016 39:18
პოდკასტის მეორე ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის ბავშვობაზე, კორსიკაზე გატარებულ წლებზე და შემდეგ საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრებაზე.
ნაწილი 1: კორსიკა და ბუონაპარტეები 18.08.2016 44:57
პოდკასტის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ კორსიკაზე და ნაპოლეონის ოჯახის წარმომავლობაზე. მართალია ცოტა გრძელი გამოგვივიდა და მცირეოდენის ტექნიკური პრობლემები გადაგვხდა, მაგრამ მგონი პირველი ცდისათვის ცუდი საუბარი არ გამოგვივიდა.
შესავალი 18.08.2016 2:35
მოგესალმებით ნაპოლეონის ეპოქის თემაზე შექმნილი პირველი ქართული პოდკასტის გვერდზე! პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე" შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. მიმოხილული იქნება დიდი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის...
Replaio n'est pas éditeur de podcasts ; les noms des émissions, les visuels et l'audio appartiennent à leurs auteurs et sont diffusés via des flux RSS publics