NEXT.On.ge

შემდეგი პოდკასტი

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

Husk at besøge podcastens hjemmeside og støtte skaberen: nextonge.podbean.com

Forfatter

NEXT.On.ge

Kategori

Science

Podcastens hjemmeside

nextonge.podbean.com

Seneste episode

18. nov. 2026

Hvor kan du lytte?

Podcasts i appen Replaio Radio Kommer snart

Podcasts kommer snart til appen. Installer nu, og vær den første til at se en helt ny tilgang til podcasts

Hent den på Google Play Installer gratis Android 10 mio.+ downloads · 4,7+ i bedømmelse iOS snart

Episoder

შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი 22.05.2024

დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმ...

რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას 26.04.2024

მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.

რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია 22.03.2024

სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუ...

კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი 12.03.2024

1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა. ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ე...

ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა 14.02.2024

პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია! თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან...

გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში 06.02.2024

გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებე...

CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები 01.02.2024

სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბ...

კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი 14.01.2024

კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შ...

თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია 13.12.2023

თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია. - როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები? - რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა? - რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა...

თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში 05.12.2023

ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან...

ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო 29.11.2023

ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც. დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი. შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრო...

თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი 31.10.2023

რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს. ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ. თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალ...

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი — სამხედრო ტექნოლოგია 25.10.2023

7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი. გავრცელდა (დაუდასტურებელი) ინფორმაცია იმაზე, რომ ისრაელი რკინის სხივს, ლაზერულ თავდაცვით სისტემასაც იყენებს. ამის პარალელ...

ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა 08.10.2023

ჩვენამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენ (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის ვართ, მაგრამ აქამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა. მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება. და მაინც, რას ნიშნავს ეს? როგორ გაჩნდა ჰო...

ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი 04.10.2023

სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება. ფიზიკოსების...

რა არის სიცოცხლე — შეგვიძლია თუ არა მისი გახანგრძლივება 31.08.2023

სიცოცხლე და სიკვდილი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ბიოლოგიაში ეს ორი ერთმანეთს ავსებს. შესაბამისად, სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . . თუმცა, დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც. სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება და მნიშვნელო...

46 000 წლის გაყინული ჭიები გააცოცხლეს — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში 27.08.2023

მეცნიერებმა ციმბირის მზრალ ქანებში არსებული, 46 000 წლის განმავლობაში მიძინებული ნემატოდები გააცოცხლეს. ჭიები იმდენად გამძლე არიან, რომ მკაცრ პირობებშიც კი სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებენ. ეს კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ხდება.   რაც მნიშვნელოვანია, კვლევას ქართველი მეცნიერი, მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი, თეიმურაზ კურცხალია ხელმძღვანელობდა.   შემდეგი პოდკასტის 82-ე ეპიზოდ...

ჯეიმს ვები 1 წლისაა — ტელესკოპის მთავარი აღმოჩენები და მიღწევები 26.07.2023

1 წლის წინ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდა. ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა. ვებმა შეისწავლა, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკები, ისე უშუალოდ ჩვენი მზის სისტემაც. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც მეცნიერები ამბობენ, აისბერგის მწვერვალი. წინ უამრავი აღმოჩენა და გასაოცარი სიახლეა. შემდეგი პოდკასტის 81-ე ეპიზოდში ტელესკოპის პირველ სა...

დნმ — მონაცემთა ბუნებრივი და სინთეზური ბაზა 18.07.2023

ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს ყველაფერი ხდება მიკროსკოპულ დონეზე. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს. ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება — მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ...

ნეიტრინოების ემისიის აღმოჩენა — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში 11.07.2023

ისტორიაში პირველად, ირმის ნახტომის ცენტრიდან მომავალი ნეიტრინოს ემისია დააფიქსირეს. ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია. კვლევის შედეგად ირმის ნახტომის ე.წ. ნეიტრინო რუკაც შეიქმნა. ამ ყველაფერში კი ქართველი მეცნიერი — გიორგი ჯაფარ...

კახოვკის ჰესი — რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა 25.06.2023

6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკას ჰესი დააზიანეს. ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩა, დაინგრა სახლები და დაიტბორა მიწები. ექსპერტებმა მოვლენას ეკოციდი უკვე უწოდეს. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჰესის აფეთქებამ საბოლოოდ შავ ზღვაზეც უარყოფითად იმოქმედა. ჩნდება შეკითხვები, რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა ახლა და რო...

შემდეგი პოდკასტი: TikTok — აიკრძალება თუ არა სოციალური ქსელი 02.06.2023

ტიკტოკმა რეკორდულ დროში მოახერხა მსოფლიოს დაპყრობა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ბევრს ის ყველაზე პერსპექტიულ პლატფორმად მიაჩნია. თუმცა, წარმატების პარალელურად ტიკტოკი შეკითხვებს აჩენს. შეკითხვები განსაკუთრებით უსაფრთოხებასთან არის დაკავშირებული.  აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა სურთ . სენატში კომპანიის აღმასრულებელი...

გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო 20.05.2023

გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.  გრავიტაციული ტალღების არსებობა პირველად ფარდობითობის თეორიამ იწინასწარმეტყველა. უკვე 2015 წელს, ასი წლის თავზე, მათი პირველად დაფიქსირება მოხდა. გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს...

იუპიტერი — მზის სისტემის გიგანტი 07.05.2023

იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება — გიგანტი მასით მზის სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს 2.5-ჯერ აღემატება. იუპიტერს შეუმდგარ ვარსკვლავსაც ეძახიან. პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით ასია. რაც მთავარია, თანამგზავრებზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს. ეს კი იუპიტერის მიმართ ინტერესს აასმაგებს. შესაბამისად, იუპიტერისა და მისი მთვარეებ...

GPT-4 — განახლებული მოდელის შესაძლებლობები და გამოწვევები 26.04.2023

Open AI-ის ჩეთბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ ჩეთბოტმა ყველა რეკორდი მოხსნა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს უამრავი რამ შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14 მარტს...

Lyt til podcasten შემდეგი პოდკასტი i Replaio

Radio og podcasts i én app - gratis og uden tilmelding. Installer i dag, og gå ikke glip af lanceringen

Hent den på Google Play

Replaio er ikke podcastudgiver; programmernes navne, coverbilleder og lyd tilhører deres ophavsmænd og distribueres via offentlige RSS-feeds.