რადიო თავისუფლება

შინ - უცხოეთში

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

Autor

რადიო თავისუფლება

Categorie

Society

Site-ul podcastului

www.radiotavisupleba.ge

Cel mai nou episod

10 apr. 2026

Unde asculți?

Podcasturi în aplicație Replaio Radio În curând

Podcasturile ajung în curând în aplicație. Instaleaz-o acum și fii primul care descoperă o abordare complet nouă a podcasturilor

Descarcă din Google Play Instalează gratuit Android aproape 10 mil. descărcări · nota 4,8 iOS în curând

Episoade

მანანა ხორბალაძე: გულში ნატარები სამშობლო ანტვერპენში 09.07.2023

მანანა ხორბალაძე ბელგიაში, ანტვერპენშია თითქმის 24 წელიწადი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მიწერა: „ვფიქრობდი, ღმერთო თუ ჩემი სამშობლოს შორს უნდა ვიცხოვრო, მომეცი ძალა, თუნდაც სულ მცირე ვაკეთო მისთვის". ახლა, უკვე ცხრა წელია ქართულ სკოლას და ლიტერატურულ თეატრს ხელმძღვანელობს.

მელი თურმანიძე მილანში: იმ ადგილის ვალში ვარ, სადაც გავიზარდე 01.07.2023

მილანის ქართული ლიტერატურული რესტორანი, იქვე ბიბლიოთეკა, პირველი საინტერნეტო ტელევიზია ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიაში, - ამ ყველაფერს ემიგრანტები უმადლიან მელი თურმანიძეს, რომელმაც 17 წლის წინ დატოვა სამშობლო. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მელი ეუბნება, აუცილებლად დავბრუნდები მერისშიო.

ილია მირინაშვილი ბელგიაში: დედასამშობლო შილდაში იწყება 25.06.2023

ბელგიაში, ბრიუსელთან, ზავენტემში ცხოვრობს ილია მირინაშვილი, ნაფიცი თარჯიმანი, მასწავლებელი... ილია მირინაშვილი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უყვება, რატომ უყართ ის მოწაფეებს განსაკუთრებით, რომ ვერ ეხმარება თარჯიმნობისას თანამემამულეებს და როგორ სურს პაპის მარანი შილდაში სულ სავსე იყოს ღვინით.

ჯაბა გამრეკელაშვილი - 20 წელი უცხოეთში, ღუზის ჩაუშვებლად 03.06.2023

პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლის მკვლევარზე, იმუნოლოგზე, დოქტორ ჯაბა გამრეკელაშვილზე. მან დოქტორის ხარისხი გერმანიაში მიიღო, სამი წელი იმუშავა აშშ-ში. იმუნიტეტი, ანთება, უჯრედი, მკვლევრის ცხოვრება უცხოეთში...

ეკა ბერიშვილის კვლევა და ბრძოლა დიაბეტთან. თბილისი, ნიუ-იორკი, ჟენევა 28.05.2023

პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევარზე, პროფესორ ეკა ბერიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში, ქსოვილოვანი ინჟინერიის და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.

დავით შალამბერიძე - ყველაზე ახალგაზრდა უფროსი ექიმი გერმანიაში 13.05.2023
ექიმი და მწერალი რეზო ჯორბენაძე: გულისა და ფიქრის ჰანგები 06.05.2023

რეზო ჯორბენაძე თითქმის 20 წელია გერმანიაშია, შტუტგარტის ცენტრალურ კლინიკაში უფროსი კარდიოლოგი, აღიარებული მწერალი და პიანისტია.

ანა არეშიძე: ახლა ცხოვრებას მე ვმართავ 26.04.2023

ანა არეშიძე საავტომობილო კონცერნ „ფოლკსვაგენის“ საფინანსო სამსახურების სააქციო საზოგადოებაში იურისტია. ანა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს გერმანიაში გატარებულ წლებზე - იქ ჩემი თავის შეცნობა შევძელიო, ამბობს ვაჟის დედა და "შინ - უცხოეთში" თავის წარმატებასა და გამოწვევებზე ჰყვება.

აზა მანთაშაშვილი - ნეიროფსიქოთერაპევტი ნიუ-იორკში 09.04.2023

ნიუ-იორკში, Brain Wellness Center-ში ნეიროფსიქოთერაპიის და ნეიროფითბექის დეპარტამენტს განაგებს აზა მანთაშაშვილი. ის პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს ეუბნება: დედა არის შეუცვლელი, საქართველო ჩემი დედაა და სადაც დედაა, სახლიც იქ არის... აზა მანთაშაშვილი - შინ-უცხოეთში.

ეკა მუქერია: ჩემი მიღწევა არის ჩემი შვილები 25.03.2023

ირლანდიაში ცხოვრობს ეკა მუქერია - პროფესიით ექიმი და ორი შვილის დედა. ახლა იქ სამედიცინო ტექნიკის ამერიკულ კომპანიაში მუშაობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს თავის გზაზე შორეულ ირლანდიამდე.

ირაკლი ჯავახიშვილი - ვებსტერის უნივერსიტეტის პირველი ქართველი პროფესორი 19.03.2023
ნუცა ბურდული: ყველა ადამიანი რაღაცას გვასწავლის 12.03.2023

ნუცა ბურდული სტოკჰოლმში ცხოვრობს, სამეფო სამედიცინო ინსტიტუტის დოქტორანტია. ის კიბოს სამკურნალო - „ბუნებრივი მკვლელი უჯრედების“ კვლევაშია ჩართული. 13 წელი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც ბიოქიმია ისწავლა. ახლა კი, ფლორიდაში მოქმედი კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტია.

ნუგზარ ჟორჟოლიანი: „კმაყოფილი ვარ, ბედნიერი - არა“ 26.02.2023
ერეკლე ინაშვილი - ნიჭი, შრომა და მიზანსწრაფულობა 18.02.2023
პროფესია: დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი 12.02.2023

რეიკიავიკის მცხოვრებთა დიდი ნაწილი უსმენდა ორკესტრს, როცა მას დირიჟორობდა მირიან ხუხუნაიშვილი. დღეს თავისი პროფესიის საიდუმლოებებზე და იმაზეც გიამბობთ, რომ ნიკო ხუხუნაიშვილი (მირიანსონი) ამ ქალაქში გაჩნდა.

თამარ გამრეკელაშვილი ძლევიჯვრიდან შინ - ბერლინში 28.01.2023

გაბედეთ, შრომა ყოველთვის ფასდება, - ეუბნება ოქროპირ რუხაძეს, „ბერლინელი“ თამარ გამრეკელაშვილი, რომელიც ჰყვება განვლილ გზაზე ძლევიჯვრიდან ბერლინამდე და იმაზე, როგორ მოუწია "უფსკრულის" გადალახვა განათლების და ცოდნის დონეს შორის სამშობლოსა და გერმანიაში.

მანანა სიფრაშვილის მისია ჯაკომო ლეოპარდის ქალაქში 21.01.2023

პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გაგაცნობთ მანანა სიფრაშვილს. ის იტალიაში, რეკანატიში - ჯაკომო ლეოპარდისა და ბენიამინო ჯილის ქალაქში - ცხოვრობს. იტალიური ენის მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი თბილისში იტალიური კულტურის ცენტრის თანახელმძღვანელია.

ანნა ჭინჭარაული: ხევსურეთშია ჩემი სახლი 14.01.2023

ანნა ჭინჭარაული ხევსურების ბარში ჩასახლების, ვაინახი ხალხების ძალით აყრის და მათი მიწების ქართველებისთვის გადაცემის საკითხებს იკვლევს. საერთოდ, ამ ადამიანების ტრაგიკული ბედია მისი ინტერესის თემა. ახლახან მან ბერლინის ბიბლიოთეკებში იმუშავა წყაროების გასაცნობად.  

მღვდელი გრიგოლ ჭეჟია ინგოლშტადტში: ღმერთისთვის სასურველი მე ვარ ჩემი ბუნებრიობით 07.01.2023

ინგოლშტადტის ქართული სამრევლო, გერმანიაში, ხალხის სურვილით, მღვდელმოწამის, გრიგოლ ფერაძის სახელობისაა.  ქრისტესშობის დღეს პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე სამრევლოს მღვდელთან, გრიგოლ ჭეჟიასთან შეგახვედრებთ. 

ქეთი აბიათარი-მევიოლინე და მომღერალი იტალიაში 31.12.2022

ქეთი აბიათარი იტალიაში, კოპწია ქალაქ პეზაროში ცხოვრობს. მუსიკოსია, მევიოლინე და მომღერალი. საშობაო მუსიკას რომ ვასრულებ, თავს ისე ვგრძნობ როგორც წირვაზეო, უთხრა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს. შობა-ახალი წლის პერიოდში ავსტრიაშია, ტიროლის საფესტივალო ორკესტრთან ერთად უკრავს.

ქეთევან შავლიაშვილი, ექიმი ნიუ-იორკში - „დღეგრძელობის მედიცინა“ 24.12.2022

პოდკასტში ნიუ-იორკში მცხოვრებ ექიმ ქეთევან შავლიაშვილს მოუსმენთ. ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ექიმი, ფუნქციონალურ მედიცინაზე ესაუბრება. ასევე, რჩევებსაც გვაძლევს და გვიამბობს, როგორ განვითარდა მისი სამედიცინო კარიერა პორტუგალიაში და შემდეგ აშშ-ში.

„ქვევრის გოგო“ - თაკო ჭიჭიბოშვილი რომში 17.12.2022

რომში სომელიედ მუშაობს თაკო ჭიჭიბოშვილი, რომელსაც იტალიელმა თანაკურსელებმა, როცა ამ ხელოვნებას სწავლობდა, "ქვევრის გოგო" შეარქვეს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, თაკოსთან ერთად მის საქმეზე, სხვათა შორის, ყვარლიდან რომში წაღებულ ცოდნაზე და იტალიის დედაქალაქში თავის ცხოვრებაზე გიამბობთ.

რუსკა ჟორჟოლიანი – იტალიურენოვანი ქართველი მწერალი პალერმოში 10.12.2022

სიცილიაზე, პალერმოში ცხოვრობს რუსკა ჟორჟოლიანი, იტალიურენოვანი ქართველი მწერალი, რომანების ავტორი. მესტიაში დაბადებული ქალი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს სიცილიის დედაქალაქის დუმილზე, თავის სურვილზე, რაიმე უთხრას მეორე სამშობლოს ლიტერატურის გზით, იტალიელ დედობილ-მამობილზე...

თემო პოტასკაევი - სოხუმიდან სტოკჰოლმამდე სიკეთის და კარგის კეთება 19.11.2022

თემო პოტასკაევი სამი წლისა იყო, როცა ოჯახმა სოხუმი დატოვა. იურისტი და მგალობელი ახლა სტოკჰოლმში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე თემოსთან ერთად გიამბობთ გზაზე სოხუმიდან სტოკჰოლმამდე, მის ბაბუაზე, რომელიც უკრაინიდან წამოიყვანეს სულ პატარა მეორე მსოფლიო ომის დროს.

მარიამ ბაზმანი: „იტალიამ მეტი მოგვცა, ვიდრე საქართველომ“ 12.11.2022

მარიამი 12 წელია იტალიაში ცხოვრობს და ამბობს, „ნახევრად იტალიელი ვარო.“ პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ დაწერა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში “სიღარიბის თემა დოსტოევსკის ნაწარმოებებში” და რამ უბიძგა ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიური ენის სახელმძღვანელოს შექმნისკენ.

Ascultă podcastul შინ - უცხოეთში în Replaio

Radio și podcasturi într-o singură aplicație - gratuit și fără înregistrare. Instaleaz-o azi și nu rata lansarea

Descarcă din Google Play

Replaio nu este editorul podcasturilor; numele emisiunilor, coperțile și materialul audio aparțin autorilor lor și sunt distribuite prin fluxuri RSS publice