Duty Free Talks

Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი

Leisure KA ↓ 82 episódios

DutyFree Talks გულახდილი პოდკასტია, რომელშიც ნაინო და ბარბარა განიხილავენ ემიგრაციას, ოჯახს, კარიერას, ბავშვებს, მეგობრობას და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ თემას. ბარბარა პარიზიდან ერთვება, ნაინო კი - თბილისიდან. ისინი უკვე 20 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან და დისტანციასაც არ უშინდებიან. ტრანზიტულ ბონუს ეპიზოდებში ნაინოს უერთდება იუმორისტი საბა, სადაც საუბრობენ პოლიტიკით დაწყებული, პოპკულტურით დამთავრებული, ყველაფერზე.უსმინეთ ჩვენს გულწრფელ საუბრებს და გვემეგობრეთ.

Não deixe de visitar o site do podcast e apoiar quem o produz: podcasters.spotify.com

Autor

Duty Free Talks

Categoria

Leisure

Site do podcast

podcasters.spotify.com

Último episódio

4 de mai de 2026

Onde ouvir?

Podcasts no app Replaio Radio Em breve

Os podcasts estão chegando ao app. Instale agora e seja o primeiro a descobrir um jeito totalmente novo de curtir podcasts

Baixe no Google Play Instale grátis Android 5 mi+ downloads · nota 4,8 iOS em breve

Episódios

32. მე, ბებია, გლოვა და ვინჩესტერი 16.06.2024

ამ ეპიზოდში ვაზიარებთ ჩვენს მნიშვნელოვან დანაკარგებს, ბარბარა აანალიზებს, დაკარგა თუ არა ქართველობა და ვიგებთ, რამდენი ბებია ყავდა ნაინოს.

31. რა გვაცინებს? 09.06.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რა ენაზე ხუმრობს თავის კენიელ ჯგუფელთან, ნაინო ცოტა ეჭვიანობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასზე მეტი გაეგება იუმორში.

30.⁠ ⁠ცხოვრების გზაგასაყრები 01.06.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რომელ ახალ პროფესიას ეუფლება, ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს და ვიგებთ, თუ რატომ არ არის ნაინო მხატვარი.

29. ცუდი პიცა და წილხვედრი ქვეყანა 25.05.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება როგორ დასრულდა მისი იტალიური თავგადასავალი, ვიხსენებთ საყვარელ ადგილებს საქართველოში და ისევ ვერ ვითმენთ, რომ არ ავაყვავოთ ტურიზმი. P.S. დაითვალეთ რამდენჯერ ვამბობთ სიტყვა კუსკუსას? გამოგვიგზავნეთ თქვენი აუდიო კომენტარი ამ მისამართზე: dutyfreetalks@gmail.com

28. განსაკუთრებულად კრიტიკული დღეები 16.05.2024

ამ ეპიზოდში ნაინოს აქვს პიემესი, განვიხილავთ მენსტრულურ ციკლს, ჰორმონების გავლენას, ფიზიოლოგიური მოვლენების ტაბუს და ქალად დაბადების რაობას 05:55 ვიდეო ჰორმონებზე 30:40 - ჯგუფი ცხოვრება ენდომეტრიოზით

27. უნდა დავაქენსელოთ? 10.05.2024

ამ ეპიზოდში ვეხებით საქართველოში მიმდინარე პროტესტს, ვარკვევთ ვმიჯნავთ თუ არა სპორტს და პოლიტიკას, განვმარტავთ და განვიხილავთ cancel culture-ს და ვმსჯელობთ პოლიტკორექტულობაზე. https://youtu.be/uWM2E9oHlhA?si=-SCaB41AMJZf8a5r

26. კამპერვენი და მართვის მოწმობა 02.05.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება თავგადასავალზე რომელშიც ოჯახთან ერთად კამპერვენით (camping van) გადაეშვა ორი თვით, ნაინო იხსენებს მერამდენე ცდაზე აიღო მართვის მოწმობა და როგორ შეხვდა პირისპირ ტრაილერს.

25. რამ შემქმნა მილენიალად? 25.04.2024

ამ ეპიზოდში ვიხსენებთ რა გზა გამოვიარეთ თინეიჯერობიდან ადრეულ 20-იანებამდე, რამ განაპირობა ჩვენი პიროვნებების ფორმირება, რა გვაქვს საერთო მილენიალებს ჯენზისთან და რა განგვასხვავებს.

24. ვინ იხდის? 18.04.2024

ამ ეპიზოდში განვიხილავთ ვინ უნდა გადაიხადოს დეითზე ფული, ცოტათი გადავწვდებით გენდერულ სტერეოტიპებს და სიყვარულის ენებს და ნაინო გვიზიარებს ფემინიზმის მისეულ აღქმას.

23. ფული ჯოჯოხეთს ანათებს? 11.04.2024

ამ ეპიზოდში განვიხილავთ პერსონალური ფინანსების მართვას, ინვესტიციებს, საფონდო ბირჟას, საპენსიო ფონდს, ბარბარა გვიზიარებს, როგორ ხდება ვოლსტრიტის მგელი და ნაინოს აფიქრებს მომავალზე.

22. შაბათის ბაზარი და კიმჩის მწნილი 04.04.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება პარიზის ბაზარში სიარულის ყოველკვირეულ ტრადიციაზე, განვიხილავთ ჩვენი საჭმლის მზადების რუტინებს და tradwifeს ტიკტოკ ტრენდს.

21. პირველი სტარბაქსი და შოტლანდიური ვისკი 28.03.2024

ამ ეპიზოდში ნაინო იხსენებს თავის პირველ სტარბაქსის ყავას, ბარბარა გვიზიარებს ვისკის არომატიან შოტლანდიურ თავგადასავლებს და აღმოვაჩენთ, რომ თბილისის გარდა, კიდევ არის ქალაქი, რომელშიც ერთად ვიცხოვრებდით.

20. ბავშვის პროექტი 21.03.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება ორსულობის დაგეგმვის ექსელებზე და ბავშვის მოვლის დეტალებზე, რომლებიც მოსწონს ევროპაში და საუბარს ვაგრძელებთ ქალების ნაყოფიერებასა და კვერცხუჯრედების გაყინვაზე საქართველოში.

19. სიურპრიზი პარიზში 14.03.2024

ამ ეპიზოდში გიყვებით სიურპრიზზე რომელიც მეგობრებმა ბარბარას მოვუწყვეთ, სიზმარივით ვიხსენებთ, როგორ გავატარეთ ერთად 3 დღე პარიზში, სად ვჭამეთ, რა ვსვით და როგორ ვეზიარეთ ხელოვნებას.

18. როგორ ვისვენებთ 07.03.2024

ამ ეპიზოდში განვიხილავთ დასვენების ტიპებს, გიყვებით როგორ ვგეგმავთ თრიფებს, ვიხსენებთ ჩვენს მოგზაურობებს ერთად და ცალ-ცალკე და ახალი მოგზაურობების შთაგონებებიც გვეწვევა. 34:50 - მოგზაურობა კენპინგ ვენით

17. ნაინო სუნთქავს ჰოლოტროპულად 29.02.2024

ამ ეპიზოდში ნაინო გვიზიარებს ჰოლოტროპული სუნთქვის გამოციდლებას და უნებლიეთ ვეხებით გურუების, კულტების და სექს-ორგიების თემებს. 41:24 - The Mastery of Self: A Toltec Guide to Personal Freedom

16. ღარიბების მალდივები 22.02.2024

ამ ეპიზოდში განვიხილავთ, როგორ ვგეგმავთ შვებულებას; ნაინო გვიყვება, როგორ დაისვენა მალდივებზე და გაჭირვებით პასუხობს ბარბარას კითხვას ადგილობრივ სამზარეულოზე.

15. ვისი გორისაა ნაინო? 15.02.2024

ამ ეპიზოდში ნაინო გვიზიარებს თავისი დნმ ანალიზის შედეგებს, განვიხილავთ მოპარული ბავშვების პრობლემატიკას და ბარბარა გვიყვება, რატომ არ დებს თავისი შვილის სურათს სოციალურ ქსელებში.

14. დეითინგი ციფრულ ერაში [ნაწილი 2] 08.02.2024

ამ ეპიზოდში განვიხილაბთ ონლაინ დეითინგს, ნაინო გვიზიარებს კურიოზებს და ბარბარა გვიყვება როგორ გაიცნო თავისი მეუღლე. 39:23 - წყვილების შეხვედრის ადგილის სტატისტიკა

13. დეითინგი ციფრულ ერაში [ნაწილი 1] 01.02.2024

ამ ორნაწილიანი ეპიზოდის პირველ სერიაში ვლაპარაკობთ მაჭანკლობაზე, პარტნიორის გაცნობის გზებზე და ბარბარა გვიყვება როგორ გაიცნო მოდელი ბიჭი პარიზის ქუჩებში.

12. ჩვენს დაბადებას შუშხუნები მოჰყვა? 24.01.2024

ამ ეპიზოდში ნაინო გვიყვება როგორ აღნიშნა თავისი დაბადების დღე, ვიხსენებთ ჩვენს ღირშესანიშნავ დაბადების დღეებს და აღმოვაჩენთ, რატომ არ აღნიშნავდნენ ქალები დაბადების დღეებს მე-12 საუკუნემდე.

11. "როდესაც მამამ პარიზში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა" 11.01.2024

ამ ეპიზოდში განვიხილავთ უცხო ენებს, რა ენებზე ვსაუბრობთ, როგორ და რატომ ვსწავლობთ ენებს, ნაინოს ებადება ეჭვები დისლექსიაზე და გვიყვება ენების არევის კურიოზებს. 08:27 - ენების კლასიფიკაცია სირთულით 14:19 - დუოლინგოს რეპორტი 1 15:53 - დუოლინგოს რეპორტი 2

10. საახალწლო რეზოლუციები 04.01.2024

ამ ეპიზოდში განვიხილავთ წლის შეჯამებებს, რა განსხვავებაა რეზოლუციას და მიზანს შორის და პასუხს ვცემთ კითხვას ვინ არის იანუსი და რა კავშირი აქვს ახალ წელთან. 26:45 - Sahil Bloom ტვიტერ პოსტი 29:11 ⁠- FutureMe - გაუგზავნე წერილი საკუთავს თავს მომავალში⁠

9. ეს არი ევროპაააა?! 28.12.2023

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება საფრანგეთის მოქალაქეობის გასაუბრებაზე, განვიხილავთ მითებს და რეალობას ევროპაზე და ექსპერტებივით ვმსჯელობთ საქართველოს ეკონომიკაზე.

8. ნაინოს ცხვირი და თავის მოვლა 21.12.2023

ამ ეპიზოდში ნაინო გვიყვება როგორ გაისწორა ძგიდე, განვიხილავთ რას ნიშნავს ჩვენთვის თავის მოვლა (self-care) და ეპიზოდის ბოლოს 2 წლის თინა გასწავლით როგორ თქვათ "ბაყაყი".

Ouça o podcast Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი no Replaio

Rádio e podcasts em um só app - grátis e sem cadastro. Instale hoje e não perca o lançamento

Baixe no Google Play

O Replaio não é o publicador dos podcasts; os nomes dos programas, as capas e o áudio pertencem aos seus autores e são distribuídos por feeds RSS públicos