რადიო თავისუფლება

შინ - უცხოეთში

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზითგადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებსმოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინასამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

Forfatter

რადიო თავისუფლება

Kategori

Society

Podcastens hjemmeside

www.radiotavisupleba.ge

Seneste episode

10. apr. 2026

Hvor kan du lytte?

Podcasts i appen Replaio Radio Kommer snart

Podcasts kommer snart til appen. Installer nu, og vær den første til at se en helt ny tilgang til podcasts

Hent den på Google Play Installer gratis Android næsten 10 mio. downloads · 4,8 i bedømmelse iOS snart

Episoder

გერმანიაში დაბადებული - ქართულად გაზრდილი სალომე კვანტალიანი 12.02.2022

უცხოეთში თვითონ არ წასულა სალომე კვანტალიანი. იქ დაიბადა, გერმანიაში, მიუნსტერში გაატარა ბავშვობა, სკოლის წლები და ახლა ბონში მედიცინას სწავლობს, პედიატრობა სურს. სალომეს მუსიკის თერაპიაში მცირე გამოცდილება უკვე აქვს, უმუშავია კიდეც ბავშვებთან, ონკოლოგიურ კლინიკაში. 20 წლის ახალგაზრდა ქალი არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მღერის და ბალეტიც უბრალოდ გატაცება არ არის.

ქართველი მკვლევარი - „ამაზონის“ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი 05.02.2022

პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, გიამბობთ ალექს ლობჟანიძეზე, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი კომპანიის, „ამაზონის“ სათავო ოფისში, სიეტლში, აშშ-ში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერზე.

რა ენატრება ნანა თაქთაქიშვილს ბარსელონაში 29.01.2022
ეკა რევაზიშვილი ოსნაბრიუკში: „იყო ნამდვილი ექიმი, რთულია“ 08.01.2022

ეკა რევაზიშვილი ექიმია გერმანიაში, ოსნაბრიუკის „კლინიკუმში“. მან საქართველოში პედიატრია ისწავლა, შემდეგ გერმანიაში გადასახლდა, მიუნსტერის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი გახდა.

საქართველო მეზობლებს კი არა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უნდა გაეჯიბროს 01.01.2022
სტამბოლის „ცისფერი ფრანის თეატრის“ ქართველი მსახიობი - მაკა ხუსკივაძე 21.11.2021

მაკა ხუსკივაძე სტამბოლში მოქმედი „ცისფერი ფრანის თეატრის“ მსახიობია. ის პოეტიც არის, ფსევდონიმად „ოკრიბელი“ აქვს აღებული. მსახიობი და პოეტი სამი ვაჟის დედაა. სცენაზე უკვე საქართველოში ავიდა, მაგრამ სულ ახალგაზრდა ბედმა თურქეთში გადააგდო, სტამბოლში დასახლდა და იქ მიაგნო "თავის" თეატრს.

ქართველი ექიმი ბერლინის "შარიტეში" 12.11.2021

ნინო ზურებიანის მიზანი კარგი ექიმობა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. ბერლინის სახელგანთქმულ კლინიკაში, შარიტეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ბავშვთა და მოზრდილთა განყოფილებაში მუშაობს. თავისი საქმით ბედნიერი ექიმი ამბობს, რომ მისთვის უდიდესი მადლობა მორჩენილი ბავშვის თვალების ნახვაა.

გაიოზ ცუცუნაშვილი ჩინეთში 07.11.2021
მღერის და გვიამბობს მარიამ ქირია 03.11.2021
ვასილ ბალიაშვილი რომში ქართველ კათოლიკეთა ისტორიას იკვლევს 23.10.2021
"თეთრი ბაირაღები“ პრაღის სცენაზე - თეატრის რეჟისორი ლევან მანია 16.10.2021
ქართველი ექიმი სან ფრანცისკოში - გოგი მიქელაძე 09.10.2021
აკაკი ფოფხაძე: ორი კულტურის ბრძოლა ერთ ადამიანში 10.09.2021

აკაკი ფოფხაძე ნიცაში ცხოვრობს. მისი მომავალი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „დაე, დაიწვას სისხლი,“ მოქმედება ამ ქალაქის მეორე ნაწილში, არამდიდარსა და გაუპრანჭავ ნიცაში ხდება, ქართველი ემიგრანტების ოჯახში.

სალომე რიგვავა: მთავარი ობიექტი მე ვრჩები ნამუშევარში 04.09.2021
ქართული სიმღერა გერმანიაში ანთებული გულებით 21.08.2021

ანა ჯინჭარაძე დოცენტია შტუტგარტის თავისუფალი უმაღლესი სკოლისა, სადაც ვალდორფის სკოლების პედაგოგები იღებენ განათლებას. ამავე უმაღლეს სკოლაში ისწავლა. პიანისტის ხელოვნებას დაეუფლა შტუტგარტის მუსიკისა და გამომსახველობითი ხელოვნების სასწავლებელში. მრავალმხრივი ადამიანია. შტუტგარტში, მათ კაფეში, სადაც ქართული ფხალეულიც მზადდება, ბრაზილიური ცეკვის სკოლაცაა...

სამყარო თვითონ დაგვაძალებს ფილოსოფიურ გამოღვიძებას 07.08.2021

შინ - უცხოეთში გაიცნობთ გიორგი ვაჩნაძეს, რომელმაც აშშ-ის ნიუ-მექსიკოს ქალაქ ლას-კრუსესში გაატარა ოთხი წელიწადი, ფილოსოფია ისწავლა. აშშ-ში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს და მერე კვლავ ესტუმრა ფენომენოლოგიაში ჩასაღრმავებლად დასავლეთს - ბელგიას, ლიუვენს, სადაც შედგება მისი მაგისტრად აღიარება ბიოპოლიტიკის სფეროში. სააზროვნო თემებით შეკითხვები, რომლებიც დღეს, პანდემიის დროს...

მშობლიური ბაკურიანიდან გრუმო აპულომდე 31.07.2021

მაია ხეთაგური, ათი წელიწადია, იტალიაში, აპულიის რეგიონის ერთ პატარა ქალაქში, გრუმო აპულოში, ცხოვრობს. 90-იან წლებში, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის დროს, იძულებული გახდა საქართველო მიეტოვებინა და უკრაინისთვის შეეფარებინა თავი.

"ვიცი, გერმანიამ რა მომცა მე და ვიცი, რა შემიძლია მივცე გერმანელებს" 24.07.2021
სალომე ქოქოლაძე - ფილოსოფოსი, არტისტი 17.07.2021
მადრიდში ისე, როგორც შინ 10.07.2021

გიგა კოპაძე 24 წლის იყო, როცა იდგა გალისიის ერთ ქალაქში მარტო და არ იცოდა, რა ექნა. მას მერე უკვე შვიდი წელი გავიდა. ის ახლა მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო, სასწავლო რესურსებისა და ონლაინ სწავლების დეპარტამენტის მენეჯერია.

ელზა ჯავახიშვილი: Die Dame და მე 26.06.2021

ქართული და გერმანული ერთად, ერთ ლექსში, როცა ქართული სიტყვა გერმანულივით ჟღერს, მოგისმენიათ? და თუ გინახავთ ფიგურული ლექსები, როცა სიტყვები გამოხატავს არა აზრს, არამედ ფორმას გიჩვენებთ. ამ პოეზიის ავტორი, ელზა ჯავახიშვილი 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს.

სულხან მეტრეველი - ბიზნესი ალგორითმით 19.06.2021

ერთი სულხან მეტრეველი დიდ მონაცემთა ანალიტიკოსია, მეორე - ალგორითმული ბიზნესმენი, მესამე - ჟურნალისტი ... ჯერ თბილისში ჟურნალისტიკა ისწავლა, შემდეგ შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში, განაგრძო სწავლა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იქვეა ლექტორი.

გიორგი ქართველი: ესპანეთმა ყველაზე დიდი რაც მომცა, ქართველობაა… 12.06.2021

გიორგი ქართველი, 19 წელია, ესპანეთში ცხოვრობს, ლა რიოხის რეგიონში, არნედოში. ყმაწვილი იყო, როცა დედამ წაიყვანა უცხოეთში. „მეამბოხის სული მაქვსო“ და ვერ სჯერდება ერთ რამეს - ვიდეობლოგებს აკეთებს და ბარმენადაც უმუშავია.

პაპუნა შარიქაძე: როგორ უნდა მიაგნო ხმებს 05.06.2021

პაპუნა შარიქაძე მუსიკოსია, კომპოზიტორი, პიანისტი. ამჟამად თბილისშია, მაგრამ თვალი დასავლეთისკენ უჭირავს. აშშ-ში ბერკლის სამუსიკო კოლეჯი რომ დაამთავრა, სურდა, როგორც თვითონ თქვა, ემარჯვა ბრძოლაში და ფეხი მოეკიდა ნიუ-იორკში.

ნინო ბენაშვილის გზა თბილისის „ვალდორფიდან“ ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლამდე 15.05.2021

Lyt til podcasten შინ - უცხოეთში i Replaio

Radio og podcasts i én app - gratis og uden tilmelding. Installer i dag, og gå ikke glip af lanceringen

Hent den på Google Play

Replaio er ikke podcastudgiver; programmernes navne, coverbilleder og lyd tilhører deres ophavsmænd og distribueres via offentlige RSS-feeds.