Duty Free Talks

Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი

Leisure KA ↓ Epizody: 82

DutyFree Talks გულახდილი პოდკასტია, რომელშიც ნაინო და ბარბარა განიხილავენ ემიგრაციას, ოჯახს, კარიერას, ბავშვებს, მეგობრობას და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ თემას. ბარბარა პარიზიდან ერთვება, ნაინო კი - თბილისიდან. ისინი უკვე 20 წელზე მეტია საუკეთესო მეგობრები არიან და დისტანციასაც არ უშინდებიან. ტრანზიტულ ბონუს ეპიზოდებში ნაინოს უერთდება იუმორისტი საბა, სადაც საუბრობენ პოლიტიკით დაწყებული, პოპკულტურით დამთავრებული, ყველაფერზე.უსმინეთ ჩვენს გულწრფელ საუბრებს და გვემეგობრეთ.

Určitě navštivte web podcastu a podpořte jeho tvůrce: podcasters.spotify.com

Autor

Duty Free Talks

Kategorie

Leisure

Web podcastu

podcasters.spotify.com

Nejnovější epizoda

4. kvě 2026

Kde poslouchat?

Podcasty v aplikaci Replaio Radio Už brzy

Podcasty míří do aplikace už brzy. Nainstaluj si ji teď a jako první uvidíš úplně nový pohled na podcasty

Stáhnout z Google Play Nainstaluj zdarma Android téměř 10 mil. stažení · hodnocení 4,8 iOS už brzy

Epizody

#5 ტრანზიტული ეპიზოდი 26.06.2025

ქართული იუმორი, ჩვენი იუმორი, ბრიტანული იუმორი, ზოგადად იუმორი და ცოტა ფილოსოფიაც. ამ ეპიზოდში ნაინო და საბა საუბრობენ ცოტას ჭამაზე, ცოტას ფილოსოფიაზე და ბევრს იუმორზე - ანუ მართლა გაგართობენ! მართლა!

2.13. მოტეხილი ფეხი და ახალი ბავშვი 16.06.2025

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ახალშობილის გაჩენის შემდეგ, ნაინო კი გვიზიარებს, რა კავშირია მის მოტეხილ კოჭსა და ძროხის ჩლიქებს შორის.

#4 ტრანზიტული ეპიზოდი 21.05.2025

რა შეიძლება აღმოგვაჩენინოს ტომ სოიერის დიდობაში წაკითხვამ, იცვლება თუ არა ხალხი და სამყარო? რატომ ვერ იტანენე ერთმანეთს ლიბერალები, ვის როგორ გვესმის განსხვავებული აზრის პრინციპი და ბაყაყების გადარჩენა აუზებში.

2. 12. ევროპული ოჯახი და ნაინო მერად 11.05.2025

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, როგორ გადაკვეთა 8 თვის ორსულმა საფრანგეთი მანქანით, და ნაინო იხსენებს, როგორ მიიღო მონაწილეობა მერობის არჩევნებში. ეპიზოდის ბოლოში გვაქვს სახალისო ბონუსი!

ტრანზიტული ეპიზოდი #3 03.05.2025

ამ ეპიზოდის ტრანზიტი უფრო ხავერდოვნად წაიღო, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა დაიხვეწა. ამ ეპიზოდში საბა და ნაინო განიხილავენ ვიეტნამსა და კამბოჯაში წარმოქმნილ უცნაურ ბიზნეს ბუმს. ბარბის (თოჯინის) ფენომენზე - როგორც პოპ-კულტურის მოვლენაზე და რა თქმა უნდა, მათი შინაგანი ბავშვობის დროინდელი ტრავმებიც გაჰკივიან 90-იანების ტკივილზე და პატარ-პატარა სალბუნებზე

ტრანზიტული ეპიზოდი #2 22.04.2025

*ლეობის რომანტიზება, მაფია, ბოდი იმიჯი, სერიალები. ამ ეპიზოდში ნამდვილ ტრანზიტებს გთავაზობთ, ჯერ კომფორტულად ფრენაზე ვსაუბრობთ, მერე საყვარელ შოუებსა და სერიალებზე, იუმორის ხელოვნებაზე, მაფიაზე და ბავშვობის კომპლექსებზე. რას უსმენთ? - ყველაფერი რაც კარგია - ეს ეპიზოდი ამ ფრაზის განსხეულებაა 😀

ტრანზიტული ეპიზოდი #1 (სატესტო) 13.04.2025

(პირველი 8 წუთი ნაინოს მიკროფონს აქვს ხარვეზი, ბოდიში მოგვითხოვია) საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური თოქშოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოლფიო პოპკულტურა  ნაინო და საბა ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ.

2.11. ტოქსიკური ურთიერთობები 06.04.2025

ამ ეპიზოდში ვკითხულობთ ერთმანეთის ამბებს და, ჩვენი მსმენელის ინსპირაციით, განვიხილავთ ჩვენს გამოცდილებებს ტოქსიკურ ურთიერთობებთან პირად და კორპორატიულ გარემოში.

2.10. სტუმრად ორჯერ ამერიკაში - ოცნება, პოპკულტურა და პოლიტიკა 02.03.2025

ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ შორეულ ამერიკას, საბა გვიყვება ამერიკაში ემიგრაციაზე, ვიკვლევთ, როგორია ცხოვრება ნიუ იორკში, ვერკვევით ამერიკის პოლიტიკის ანა-ბანაში და ვიგებთ სიმართლეს ამერიკული პოლიციის შესახებ. საბას პოდკასტი "ორჯერ ამერიკაში"

2.9. სტუმრად ისლანდიაში - პოლიცია და ორსულობა 23.02.2025

ამ ეპიზოდში გაიგებთ: იცნობს თუ არა ბიორკს პირზე კოცნით ჩვენი მეგობარი ნინო (პიკო), ჭირდება თუ არა პოლიცია ისლანდიას და, როგორია ორსულობა და მშობიარობა გეიზერების ქვეყანაში.

2.8. ქართველსა - გული რკინისა, აბჯარი - თუნდაც ხისაო! 09.02.2025

ამ ეპიზოდში ვცდილობთ მივაგნოთ პასუხს კითხვაზე: “გვეშველება რამე?!”

2.7. ტაილანდური მასაჟი - ნაწილი 2 28.01.2025

ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში განვიხილავთ, შევჭამდით თუ არა ჩიტის ნერწყვის სუპს, რა არის ტაილანდური პინგ-პონგ შოუ, როგორია ტაილანდური დრეგ კულტურა და ტაქსი ტაილანდში.

2.7. ტაილანდური მასაჟი - ნაწილი 1 28.01.2025

ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში ნაინო გვიზიარებს, როგორია შვებულება უცხო ადამიანებთან ჯგუფური ტურით, რატომ ეძახიან ტაილანდს “ღიმილის ქვეყანას” და მოყვება თუ არა happy end ტაილანდურ მასაჟს.

2.6. პროტესტი, პროპაგანდა და პოზიტივი 22.12.2024

ამ ეპიზოდში ნაინო საუბრობს მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის პოზიტიურ ემოციებზე, და ბარბარა გვიყვება, როგორია პროტესტის კულტურა საფრანგეთში.

2.5. სტუმრად "ლევიოსაში" - როგორ დავიწყოთ ბიზნესი 17.11.2024

ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ ჩვენი მეგობრის, თამთა ჯაფარიძის, სტუდია “ლევიოსას”. თამთა გვიზიარებს, როგორ დაიწყო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, რა წინააღმდეგობები გადალახა და რა ამოტივირებს. ბარბარა იხსენებს წამოწყებულ ბიზნესებს საქართველოში და საფრანგეთში, ნაინო განიხილავს, რატომ არ ხსნის საშაურმეს და ყველანი ერთად ვიხსენებთ ჩვენი მეგობრობის ისტორიებს.

ემიგრანტის სევდა 10.11.2024

ამ მოკლე ამონარიდ ეპიზოდში, ბარბარა გვიზიარების სამშობლოს დატოვების გლოვის ეტაპებს და განვიხილავთ ახალ ქვეყანაში ინტეგრაციის სირთულეებს

2.4. სტუმრად ტოკიოში 02.11.2024

ამ ეპიზოდში ვმოგზაურობთ ტოკიოში, ჩვენი მეგობარი ტოტო გვიყვება, როგორ გახსნა ქუჩის გალერეა უცხო ქვეყანაში, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და ერთად ვიხსენებთ, როდის დავლიეთ პირველად არაყი “აბსოლუტი”.

2.3 ჩვენ ერთი წლის გავხდით 21.10.2024

ამ ეპიზოდში გავხდით 1 წლის! ბარბარა გვიზიარებს როგორია დატა ანალიტიკის სტაჟიორის ცხოვრება საფრანგეთში და ვაჯამებთ ჩვენი პოდკასტის პირველ წელს.

2.2 ცვლილებები და ტრადიციები 12.10.2024

ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რა ცვლილებები მოხდა ამჯერად მის ცხოვრებაში, ნაინო გვიზიარებს, რა ტრადიცია აკავშირებს მარნეულთან და ერთად ვეძებთ შთაგონებას ოჯახური ტრადიციებისთვის.

2.1. როგორ გავატარეთ ზაფხული 26.09.2024

ამ ეპიზოდში გიყვებით, როგორ გავატარეთ ზაფხული, რა ვაკეთეთ ერთად თბილისში. ნაინო გვიზიარებს თავისი ბოლო დეითის შედეგებს და ბარბარა ჩივის რა რთულია მშობლის ხვედრი.

იკიგაი და ჰობის სამსახურად ქცევა 21.07.2024

მონაკვეთი ჩვენი მე-7 ეპიზოდიდან, სადაც განვიხილავთ დრიმ ჯობის რაობას. სრული ეპიზოდი იხილეთ აქ.

01 სეზონის დახურვა 14.07.2024

ამ მინი-ეპიზოდში ვხურავთ პირველ სეზონს, ბარბარა გვიზიარებს თავისი პროექტის პროგრესს და ნაინო იხსენებს მის საყვარელ სტერეოტიპულ ძველ ანეკდოტს.

35. მაკიაჟი და კაცები კაბებში 07.07.2024

ამ ეპიზოდში ვიხსენებთ, რა ფრად იღებავდა ტუჩებს ბარბარა და აღმოვაჩენთ, რა კავშირია კვარას, რონალდოს და დრეგ ქვინებს შორის.

34.⁠ ⁠რას ვუსმენთ? 30.06.2024

მსმენელების ინსპირაციით ამ ეპიზოდში გიზიარებთ პოდკასტებს, რომლებსაც ჩვენ ვუსმენთ: ოფისით დაწყებული, ნუტრიციით და ასტროფიზიკით გაგრძელებული, დამთავრებული ბრიჯერტონითაც კი!

33. სანტექნიკა, ბერლინი და რუტინა 23.06.2024

ამ საჭორაო ეპიზოდში ყველაფერს მივედ-მოვედეთ: ნაინოს ცხოვრებისეული პრობლემებით დაწყებული, გაგრძელებული მეტალ კონცერტით და დამთავრებული ტანსაცმლის დაუთოვების უსამართლობით.

Poslouchej podcast Duty Free Talks • გულახდილი პოდკასტი v Replaio

Rádio a podcasty v jedné aplikaci - zdarma a bez registrace. Nainstaluj si ji ještě dnes a nepropásni premiéru

Stáhnout z Google Play

Replaio není vydavatelem podcastů; názvy pořadů, obálky a audio patří jejich autorům a šíří se přes veřejné RSS kanály